ელექტრო სახრახნისი ჭანჭიკს უფრო საიმედოს ხდის

ზომიერება ნამდვილად ჯადოსნური სიტყვაა და მისი დაცვა ნებისმიერი მიმართულებით საჭიროა,თუმცა ზოგჯერ წარმოუდგენლად რთულია. წარმოიდგინეთ ხელის სახრახნისით კედელზე წიგნის თაროს, ან ტელევიზორის საკიდის მიმაგრება გადაწყვიტეთ. გარდა იმისა, რომ ამაში ზედმეტ ძვირფას დროს დახარჯავთ, შესაძლებელია ჭანჭიკები საჭიროზე ნაკლებად მოუჭიროთ, რადგან ხელის სახრახნისით ზომიერების დაცვა რთულია. მით უფრო, როდესაც პროფესიონალი არ ხართ. ასეთ ვითარებაში ნებისმიერ დროს შეიძლება უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ და რომელიმე მათგანის ჩამოვარდნას შეესწროთ, ან უარეს შემთხვევაში თავადვე დაზიანდეთ. ჩვენ არ შეგვიძლია გითხრათ ამ საფრთხის წინაშე რამდენად სწრაფად დადგებით, თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ რა უნდა გააკეთოთ, რომ ეს საფრთხე თავიდან აიცილოთ. თუ თქვენ ამ ბლოგს კითხულობთ, სავარაუდოდ თქვენს ბრაუზერში გახსნილია ჩვენი ონლაინ მაღაზია holst.ge-ის საიტი. პირველ რიგში რაც ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად უნდა გააკეთოთ არის შემდეგი: უნდა გადახვიდეთ შესაბამის გვერდზე და იხილოთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ელექტრო სახრახნისების ფართო არჩევანი, ხოლო სწორი არჩევანის გაკეთებაში ამ სტატიით ვეცდებით თქვენს დახმარებას.

რა არის ელექტრო სახრახნისი?

სიტყვა ელექტრომ არ უნდა დაგაბნიოთ. ნებისმიერი ხელსაწყო რომელიც დღეს-დღეობით ელექტროა, სავარაუდოდ თქვენთვის კარგად ნაცნობი ფუნქციის მატარებელია, რადგან აუცილებლად მოგიწევდათ მის წინამორბედთან ურთიერთობა. ხელის სახრახნისით ერთხელ მაინც ყველას მიგიხრახნავთ ჭანჭიკი. იგივე ფუნქციის შესასრულებლად გამოიყენება შურუპავოი, ოღონდ ამ ყოველივეს გაცილებით მოკლე დროში აკეთებს და ჭანჭიკსაც უფრო საიმედოდ ამაგრებს.

როგორ მუშაობს სახრახნისი?

ელექტრო სახრახნისის მუშაობის მექანიზმი მარტივია. პირველ რიგში უნდა უზრუნველყოთ ენერგიის წყაროთი, რომელსაც ძირითად ორი საშუალებით იღებს: ელექტრო ენერგიით და ელემენტით. ელექტრო სადენიან სახრახნისის თავისი პლუსები და მინუსები აქვს.

  • პლუსი: გაცილებით მძლავრია და უმრავლეს შემთხვევაში პროფესიონალურ დონეზე გამოიყენება.
  • მინუსი: არაკომპაქტურია. ხშირია შემთხვევა როდესაც ჩამრთველი გაცილებით შორს არის და დენის დამაგრძელებლის გამოყენება გიწევთ.

უსადენო შურუპავიორტი ფლობს ყველა იმ სიმძლავრესა და ფუნქციას, რომლის საშუალებითაც სამომხმარებლო დონეზე ნებისმიერ დავალებას წარმატებით გაართმევს თავს. მისი ძლიერი და სუსტი მხარეები შეგვიძლია შემდეგნაირად დავყოთ:

  • პლიუსი: არ საჭიროებს დენის წყაროსთან სადენით მიერთებას და მისი გამოყენება მიუდგომელ ადგილებსა და მაღალ სიმაღლეებზე შეგიძლიათ.
  • მინუსი: ელემენტი უწყვეტი კვების წყარო არ არის და აქედან გამომდინარე ისიც საჭიროებს დატენას. აქედან გამომდინარე მუშაობის პროცესში შესაძლოა მოგიწიოთ პროცესის შეჩერება და სათადარიგო ელემენტის გამოყენება.

როგორ შევარჩიოთ სწორად ელექტრო სახრახნისი?

პირველ რიგში უნდა უნდა ჩამოყალიბდეთ რა სახის სამუშაოს შესრულება გსურთ და შემდგომ გააკეთოთ არჩევანი კონკრეტული ხელსაწყოს სასარგებლოდ. შეცდომა, რომელსაც ყველაზე ხშირად მომხმარებლები უშვებენ, ელექტრო დრელის და ელექტრო სახრახნისის ერთმანეთში არევაა. ეს ორი ხელსაწყო სრულიად განსხვავებული ფუნქციის მატარებელია. დრელი მყარი მასალის გასახვრეტი საშუალებაა, ხოლო სახრახნისის ამ მიმართულებით გამოყენება დაუშვებელია.

თქვენ უკვე დაახლოებით შეგექმანთ წარმოდგენა ამ ხელსაწყოს შესახებ. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ იმ მოდელების და მათი მახასიათებლების განხილვაზე, რომელიც ჩვენს ონლაინ მაღაზიაშია წარმოდგენილი.

Dewalt DCD710C2-QW ელ. სახრახნისი 10.8V

dewalt shurupavoi

  • ბრენდი DEWALT
  • პროდუქტის ტიპი ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე 10.8V
  • ელემენტი 1.3Ah
  • დატენვის ხანგრძლივობა  3hrs
  • გარანტია 1 წელი
  • კვების წყარო ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე 0-1500min
  • ბრუნვის მომენტი 24Nm
  • ვაზნის დიამეტრი 0.8-10mm
  • მაქს.ბურღვა(ხე;მეტალი) 20mm/10mm
  • ფუნქციები რევერსი
  • წონა (კგ)  1.1

დამატებითი კომპლექტაცია:

  • 2 ელემენტი
  • დამტენი
  • USB ადაპტორი
  • ქეისი

DEWALT- ის ეს მოდელი მისი ბრუნვის სიჩქარის მეშვეობით, რომელიც 0-15000ბრნ/წ-ს აღწევს შესაძლებელია გამოიყენოთ, როგორც სამომხმარებლო, ასევე პროფესიონალურ დონეზე. მაღალი სიმძლავრე ნებისმიერი სახის ჭანჭიკის უსწრაფესად და უზუსტესად მიხრახვნის გარანტია. ამ მოდელის პლუსია ასევე გამძლე ელემენტი და მსუბუქი წონაა, რომელიც მეტად კომპაქტურს ხდის. თუ თქვენთვის ხარისხი მნიშვნელოვანია, მაშინ მოცემული მოდელი უკონკურენტოა.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • სიმძლავრე
  • გამძლეობა
  • დამატებითი კომპლექტაცია
  • მსუბუქი წონა

TOLSEN TOL1530-79033 ელექტრო სახრახნისი 20V

tolsen shurupaviorti

  • ბრენდი   TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი  ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე  20V
  • ელემენტი  2Ah
  • დატენვის ხანგრძლივობა  1hrs
  • გარანტია 1 წელი
  • კვების წყარო  ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე  0-400/0-1500min
  • ბრუნვის მომენტი  38Nm
  • ვაზნის დიამეტრი  0.8-10mm
  • ფუნქციები  რევერსი
  • წონა (კგ) 2.66

დამატებითი კომპლექტაცია:

  • 2 ელემენტი
  • დამტენი
  • ქეისი

თუ თქვენ წინა მოდელთან შედარებით დაბალ ბიუჯეტური ელექტრო სახრახნისი გსურთ, TOLSEN-ის აღნიშნული მოდელი  საუკეთესო ვარიანტია თქვენთვის. ხელმისაწვდომი ფასი გავლენას ვერ ახდენს მის ხარისხსა და სიმძლავრეზე. სამომხმარებლო დონეზე ნებისმიერ პრობლემას ხარისხიანად გადაგიჭრიდით. რევერსის ფუნქციის წყალობით თქვენთვის  ჭანჭიკის მოშვებაც ისეთივე მარტივი გახდება, როგორც მისი მოჭერა. აღნიშნული მოდელის შეძენა ჩვენს ონლაინ მაღაზიაში სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • სიმძლავრე
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • დამატებითი კომპლექტაცია

CROWN CT21055L-ელექტრო სახრახნისი 14.4V

crown saxraxnisi

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი  ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე  14.V
  • ელემენტი  1.5Ah
  • დატენვის ხანგრძლივობა 1hrs
  • გარანტია  1 წელი
  • კვების წყარო  ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე 0-400/0-1400min
  • ბრუნვის მომენტი  19/30Nm
  • ვაზნის დიამეტრი 0.8-10mm
  • ფუნქციები  რევერსი
  • წონა (კგ)  1.02

დამატებითი კომპლექტაცია:

  • 2 ელემენტი
  • დამტენი
  • ქეისი

აღნიშნულ სახრახნისს აქვს სიმძლავრე, რომელიც სამომხმარებლო დონეზე ნებისმიერ დავალებას ზედმიწევნით კარგად შეასრულებს. მსუბუქი წონის საშუალებით მისი გამოყენება უმარტივესი და კომფორტული პროცესია. CROWN ბრენდის ეს მოდელი  მისი სიმძლავრისა და ხარისხის გამო,  ჩვენს მომხარებლებში პოპულარობით სარგებლობს. თუ თქვენ გსურთ მათ რიგებს შეუერთდეთ, შეუკვეთეთ ახლავე სახლიდან გაუსვლელად და მიიღეთ გარანტირებული ხარისხი.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • სიმძლავრე
  • მსუბუქი წონა
  • დამატებითი კომპლექტაცია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება