2022 წლის ტოპ 3 ელექტრო სახრახნისი |
2022 წლის ტოპ 3 ელექტრო სახრახნისი |
უსადენო ელექტრო სახრახნისი არასდროს ყოფილა ასეთი მძლავრი, როგორც ახლაა, მაგრამ ასევე, ის იმდენად კომპაქტური და მსუბუქი გახდა, რომ თქვენ შეძლებთ გაუმკლავდეთ მას, მაშინაც კი, თუ აქამდე არასდროს აგიღიათ ელექტრო სახრახნისი. ამიტომაც, ნუ იფიქრებთ, რომ ელექტრო სახრახნისის გამოსაყენებლად რაიმე ნიჭი ან უნარი გჭირდებათ. ნებისმიერი ვისაც უნდა მონაწილეობა მიიღოს სახლის ინვენტარის გაუმჯობესებაში, ისეთ ელემენტარულ ამოცანებში, როგორიცაა ბავშვის ლოგინის შეკეთება თუ თაროების დაკიდება, აღმოაჩენს, რომ ელექტრო სახრახნისი სამუშაოს უფრო აჩქარებს, ამარტივებს და გაცილებით სასიამოვნოს ხდის. ამასთან, დიდია ალბათობა მიაღწიოს მყარ, პროფესიონალურ შედეგს, ვიდრე მხოლოდ ხელის ხელსაწყოებით.
Crown-ის ელექტრო სახრახნისი ხელმისაწვდომ ფასად
Stanley-ის მაღალი ხარისხის ელექტრო სახრახნისი ხელმისაწვდომ ფასად
DeWalt-ის პრემიუმ ხარისხის ელექტრო სახრახნისი
როგორც მანქანის ყიდვისას ვითვალისწინებთ მანქანის სიმძლავრეს, პერფორმანსს, სიჩქარეს და კომფორტულობას, ასევე უნდა გავითვალისწინოთ ელექტრო სახრახნისის შეძენისას. განსხვავებით მანქანისა, ელექტრო სახრახნისი გვჭირდება ხვრელების გასაკეთებლად, ხრახნებზე სამუშაოდ, კედელსა თუ ლითონზე.
გასულ ათწლეულში ელექტრო სახრახნისი გახდა უფრო მრავალმხრივი, მძლავრი, მსუბუქი და ენერგოეფექტური, ლითიუმ-იონური ბატარეის ტექნოლოგიის მიღწევების წყალობით.
ახალი ფარდულის აშენებისას, ავეჯის აწყობისას, სულ უფრო მეტი მომხმარებელი იყენებს უსადენო ელექტრო სახრხნისს. ისინი, ვინც უსადენო სახრახნისის მფლობელები არიან, უპირატესობას ანიჭებენ მძლავრ მოდელებს (18-დან 20 ვოლტამდე ან უფრო მაღალი).
თუმცა, ელექტრო სახრახნისის რა სიმძლავრე გჭირდებათ სინამდვილეში? ზოგადი მოხმარების (დაახლოებით 12 ვოლტი) მსუბუქი ელექტრო სახრახნისი საშუალებას იძლევა გაუმკლავდეთ საყოფაცხოვრებო სამუშაოების უმეტესობას.
Holst.ge გთავაზობთ უამრავი ბრენდისა და ტიპის ელექტრო სახრახნისებს.
დამატებითი კომპლექტაცია:
ეს ელექტრო სახრახნისი ეკონომიური მოდელია, რომელიც საკმარისი სიმძლავრით არის აღჭურვილი, რათა გაუმკლავდე საყოფაცხოვრებო საქმიანობებს. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრო სახრახნისია Holst.ge-ზე. არის ძალიან გამძლე და ხარისხიანი, რის ხარჯზეც მრავალი წლის განმავლობაში უპრობლემოდ მოგემსახურებათ.
უპირატესობები:
დამატებითი კომპლექტაცია:
Stanley ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ბრენდია მსოფლიოში, რომელმაც ეს, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდდუქციის შექმნით მოახერხა. ამ ბრენდის ქვეშ გაერთიანებულია უამრავი საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული ხელსაწყო, რომელიც ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს. მათ შორის არის ეს ელექტრო სახრახნისი, რომელიც არის ძალიან მძლავრი და უმაღლესი ხარისხის. კომპლექტაციაში მოყვება 2 ელემენტი, რაც ხანგრძლივად და უწყვეტად მუშაობის შესაძლებლობას იძლევა.
უპირატესობები:
დამატებითი კომპლექტაცია:
Dewalt - DCD777D2T აერთიანებს სიმძლავრეს, კომფორტს და მოხერხებულობას ისე, როგორც არცერთი ელექტრო სახრახსნისი. მას შეუძლია გაუმკლავდეს თითქმის ყველაფერს სახლის ოთხ კედელში და ზოგჯერ უფრო ინტენსიურ და მძიმე სამუშაოებსაც კი. DeWalt-ის 18 ვოლტიანი სიმძლავრის ელექტრო სახრახნისი გამოირჩევა ერგონომიკითა და მოხერხებულობით. ამ ელექტრო სახრახნისის სახელური ითვალისწინებს ხელის ზედაპირს და მის ყველა მოძრაობას, რითაც ეს ელექტრო სახრახნისი ყველაზე კომფორტული მოდელი ხდება. ამ ელექტრო სახრახნისის კომპლექტაციაში შედის 2 ელემენტი, რაც საშუალებას მოგცემთ დიდი დროის განმავლობაში უწყვეტად იმუშაოთ. ამასთან, DeWalt-ის თითქმის ყველა მოწყობილობა მუშაობს ამავე ბრენდის ელემენტზე. შესაბამისად, ამ ელექტრო სახრახნისის შეძენის შემთხვევაში მომავალში თავისუფლად შეგიძლიათ შეიძინოთ DeWalt-ის სხვა ელექტრო ინსტრუმენტი ელემენტის გარეშე.
უპირატესობები: