| 3 ბეწვა ხერხი ეფექტური მუშაობისთვის |
| 3 ბეწვა ხერხი ეფექტური მუშაობისთვის |
ბეწვა ხერხზე კომფორტული ინსტრუმენტი, ცოტა მოიძებნება. ხისა და ბეტონის დასამუშავებელი ხელსაწყო ყოველმხრივ ეფექტურია. საქმეს სწრაფად და ხარისხიანად ასრულებს. თქვენ კი კმაყოფილს გტოვებთ. მეტი არც არაფერი ევალება, მთავრი ფუნქცია ეს არის. იმისთვის, რომ ლობზიკი სწორად შეარჩიოთ, რამდენიმე წესის ცოდნა დაგჭირდებათ. ყველაფერი მარტივადაა, ნუ იდარდებთ, წესებში ახლავე გაგარკვევთ. თქვენ მხოლოდ მობილიზდით, კითხვისთვის განეწყვეთ და დავიწყოთ.
ბევრნაირი ბეწვა ხერხი არსებობს და ხშირად არჩევანი ჭირს. თუ არ იცით, ზუსტად როგორი ინსტრუმენტი გესაჭიროებათ, მაშინ ფიქრში ბევრი დრო დაიკარგება. თუმცა, მარტივი გზაც არსებობს. მაგალითად, რამდენიმე წესის გათვალისწინებით, ინსტრუმენტს სწრაფად და სწორად შეარჩევთ. მოკლედ, სიმძლავრე უმთავრესი მახასიათებელია. ამ მხრივ, ბეწვა ხერხი სამ კატეგორიად იყოფა: მაღალი, საშუალო და დაბალი ძალის მქონე ხელსაწყოები. რთული საქმისთვის ყველაზე მძლავრი ლობზიკი უნდა შეიძინოთ. სხვა შემთხვევაში, თუ შედარებით მარტივი სამუშაო გაქვთ, მაშინ საშუალო ან დაბალი სიმძლავრის ხელსაწყო გამოგადგებათ. ასე დაყოფის შემდეგ კი, მარტივად გადაწყვეტთ, თუ რომელია თქვენთვის შესაფერისი.
მუშაობის სიღრმე მეორე მნიშვნელოვანია მახასიათებელია. შეგახსენებთ, რომ ბეწვა ხერხი, ძირითადად, სამი სახის მასალაზე მუშაობს, კერძოდ, ხეზე, ფერად ლითონსა და მეტალზე. თუმცა, სამივე მასალასთან ერთნაირად ვერ მეგობრობს. ზოგს უფრო მეტი სიღრმით ამუშავებს, ზოგსაც ნაკლებად. მონაცემები განსხვავებულია, ამიტომ, შეძენამდე ყურადღება უნდა გაამახვილოთ. მაგალითად, ლობზიკი ხეზე სამუშაოდ თუ გჭირდებათ, მაშინ ისეთი უნდა შეიძინოთ, რომელიც მეტი სიღრმით, სწორედ ამ მასალას ამუშავებს. ანალოგიურად, სხვა მასალების შემთვევაშიც იგივე წესი უნდა გაითვალისწინოთ.
ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი სრულიად კომფორტულია და ახლავე გეტყვით რატომაც. პირველ რიგში, ეს იმაში გამოიხატება, რომ ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. დიახ, სწორად გაიგეთ, მაღაზიაში წასვლა არ გიწევთ და უსასრულო რიგში დგომაც დაივიწყეთ. ხელსაწყოების გამოწერა მთელი საქართველოს მასშტაბით შესაძლებელია. ბარშიც, მთაშიც და საერთოდ ყველგან, სადაც დაგჭირდებათ. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, საკურიერო მომსახურება უფასოა. ნივთები თქვენამდე მალე მოვა. ხანგრძლივად ლოდინი არ მოგიწევთ. ეს კი დიდი შვებაა. გარდა ამისა, Holst- ი ხარისხიან ინსტრუმენტებს გთავაზობთ. თითოეულ ხელსაწყოს მაღალი სამუშაო რესურსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდხანს გაძლებს. ამას ფართო არჩევანიც ემატება. Holst.ge- ზე მხოლოდ ერთი ან ორი ინსტრუმენტი კი არა, ბევრად მეტი ხელსაწყო დაგხვდებათ.
რთული და დიდხნიანი საქმისთვის, Dewalt- ის ბეწვა ხერხი ზედგამოჭრილია. ამიტომ, თუ წინ ასეთი სამუშაო გელოდებათ, მაშინ ეს კონკრეტული მოდელი შეიძინეთ. ინსტრუმენტი ხეზე, ფერად ლითიონსა და მეტალზე საქმიანობს. ყველაზე მეტი სიღრმით კი ხეს ამუშავებს. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარაანტია მოყვება. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში, პრობლემას უსწრაფესად გადაგიჭრით.

უპირატესობები:
Black and Decker - ის ლობზიკი მარჯვეა და საქმე არასდროს ეშლება. ყველაზე მეტად ხეს ამუშავებს, შემდეგ ფერად ლითონს და ნაკლები სიღრმით კი მეტალს. ინსტრუმენტს მაღალი ბრუნვის სიჩქარე აქვს, რის შედეგადაც სწრაფად მუშაობს.

უპირატესობები:
მსუბუქი სამუშაოებისთვის Crown- ის ლობზიკი დაიხმარეთ. ხელსაწყო გამართულად მუშაობს, უბრალოდ გადატვირთვა არ უყვარს. ინსტრუმენტს დამატებითი ნივთები, კერძოდ, საცმი და მტვერსასრუტის ადაპტერი მოყვება.

კომპლექტაცია:
უპირატესობები: