| 3 გამორჩეული პერფორატორი, რომელიც უნდა შეიძინო |
| 3 გამორჩეული პერფორატორი, რომელიც უნდა შეიძინო |
სანგრევ-სახვრეტი ინსტრუმენტების სერიიდან, პერფერატორი იდეალურია და ამისთვის ბევრი მიზეზი აქვს. ეტაპობრივად ყველაფერს გავეცნობით და საბოლოოდ, რამდენიმე ხელსაწყოს დეტალურად განვიხილავთ. თუმცა, მანამდე საჭიროა, რომ პერფერატორი სწორად შევარჩიოთ. ყველაფერი ძალიან მარტივია და მოდით ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ.
ხელსაწყოს შერჩევა ბევრად მარტივდება, როცა იცით, თუ რომელ მახასიათებლებს უნდა მიაქციოთ ყურადღება. პირველ რიგში გეტყვით, რომ გადახედეთ სიმძლავრეს და გაითვალისწინეთ, რადგან მასზე ბევრია დამოკიდებული. პროფესიონალი ხართ და სანგრევ-სახვრეტი სამუშაოები თქვენი ყოველდღიურობაა? მაშინ რაც შეიძლება მძლავრი პერფორატორი დაგჭირდებათ, რათა საქმე სრულყოფილად შეასრულოთ. თუ ყველაფერს ახლა იწყებთ, ან სულაც ხელსაწყო მხოლოდ კედლის გასახვრეტად გსურთ, მაშინ საშუალო ან დაბალი ძალის მქონე ინსტრუმენტი გამოგადგებათ. გარდა ამისა, აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ ბრუნვის სიჩქარეს და დაახლოებით იგივე პრინციპით იხელმძღვანელოთ, როგორც სიმძლავრის შემთხვევაში. ასევე, კარგი იქნება, რომ გადახედოთ ვაზნის დიამეტრს, დარტყმის ძალას, დარტყმის სისწრაფესა და სხვა მახასიათებლებს.
ნებისმიერი სახის ინსტრუმენტის შემთხვევაში, ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთან კი მხოლოდ მრავალჯერ გატესტილი და სანდო ხელსაწყოებია თავმოყრილი. თითოეული ბრენდი დიდი სიფრთხილითაა შერჩეული. ხელსაწყოები კი უმაღლესი ხარისხისაა. გარდა ამისა, ჩვენთან ყველაფერს ონლაინ იძენთ და სახლიდან გასვლა არ გჭირდებათ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და თუ შენაძენი 50 ლარზე მეტისაა, მიტანა უფასოა. ეს წესი მოქმედებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
Crown-ის პერფორატორი შედარებით მსუბუქი საქმეებისთვისაა შექმნილი. ხელსაწყოს კარგი ვაზნის დიამეტრი და დარტყმის ძალა აქვს. ამასთანავე თან ახლავს დამატებითი ნივთები, კერძოდ, ქეისი, სახელური, საცვლელი პირები, ქანჩი და მტვრის შესაგროვებელი.

უპირატესობები:
საშუალო სიმძლავრის პერფერატორს ეძებთ? მაშინ Tolsen-ის ამ კონკრეტულ მოდელს გირჩევთ. ხელსაწყო ძალიან კომფორტული გამოსაყენებელია და ამასთანავე, სრულიად გამართულად მუშაობს. ინსტრუმენტს დარტყმის, ბურღვის და დარტყმის დროს ბურღვის ფუნქცია აქვს. ხელსაწყოს თან ახლავს ქეისი, დამატებითი სახელური, სიღრმის მარეგულირებელი და 5 საცვლელი პირი.

უპირატესობები:
Schpindel-ის პერფერატორი მაღალი სიმძლავრისაა და ყველანაირი სახის საქმეს კარგად ასულებს. შეგიძლიათ რთული სამუშაოებიც თამამად მიანდოთ და ზუსტად იცოდეთ, რომ თავს კარგად გაართმევს. ინსტრუმენტს თან ახლავს დამატებითი ნივთები და ერთ წლიანი გარანტია, რომელსაც ქარხნული დეფექტის შემთხვევაში კარგად გამოიყენებთ.

უპირატესობები: