| 3 გასათვალისწინებელი ფაქტი ცირკული ხერხის შესახებ |
| 3 გასათვალისწინებელი ფაქტი ცირკული ხერხის შესახებ |
რომელი ხელსაწყო გახსენდებათ, როცა საქმე ხისა და ბეტონის დამუშავებას ეხება? ალბათ, ეს ინსტრუმენტი ცირკული ხერხია, რადგან მისი პროფესიონალიზმი საქვეყნოდ ცნობილია და პირველი მუდამ ამ არაჩვეულებრივ ხელსაწყოს ვიხსენებთ. ასეც უნდა იყოს, რადგან ცირკული ხერხი საქმეს იმდენად კარგად ასრულებს, რომ ალტერნატივაზე ფიქრი საჭირო არ არის. მასზე უკეთ მსგავსი ტიპის სამუშაოებს წინ ვერავინ გაუძღვება. თუმცა, ინსტრუმენტის შეძენამდე გარვეული ტიპის ინფორმაციას უნდა გაეცნოთ. ამ ყველაფერზე ჩვენ გიამბობთ, თქვენ კი ბლოგი ყურადღებით გადაიკითხეთ.
კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი მახასიათებელი არსებობს, მაგრამ სიმძლავრე დანარჩენებს წონის. საბოლოოდ, თითოეულ ფუნქციას უნდა გადახედოთ, თუმცა, ამ უკანასკნელს უფრო მეტი ყურადღება დაუთმოთ. რატომ არის სიმძლავრე ასეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ მასზე ბევრია დამოკიდებული. საქმე შემდეგნაირადაა: თუ ცირკული ხერხი რთული საქმისთვის გჭირდებათ და ინსტრუმენტს სრული დატვირთვა მოუწევს, მაშინ მაქსიმალურად მძლავრი ცირკული ხერხი დაგჭირდებათ. საშუალო ან შედარებით მარტივი საქმისთვის კი ასეთივე ძალის ხელსაწყო გამოგადგებათ. მსუბუქ სამუშაოს დაბალი სიმძლავრეც ჰყოფნის. სწორედ ამიტომაა ეს საკითხი მნიშვნელოვანი. თუ დაბალი სიმძლავრის ინსტრუმენტს შეიძენთ და რთულ საქმეზე ამუშავებთ, ისეთი ეფექტური ვერ იქნება. სამუშაოს დონეზე ზუსტად მორგებული ცირკული ხერხი კი იდეალურად იმუშავებს.
ცირკული ხერხი ხესა და ბეტონზე საქმიანობს და ორივე მასალას სხვადასხვა სიღრმით ამუშავებს. არსებობს ისეთი ხელსაწყოები, რომლებიც 45 მეტრზე ბურღავს, მეორე მოდელი კი შეიძლება უფრო ზედაპირულად ასრულებდეს საქმეს და სიღრმეზე არა. ასევეა ბეტონის შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, ეს ყველაფერი შეძენამდე უნდა გაითვალისწინოთ და ისეთი ინსტრუმენტი შეარჩიოთ, რომელიც თქვენს საქმეს ზუსტად მოერგება.
სიმძლავრის მაჩვენებლით რისი გაგებაც შეიძლება, დაახლოებით ისეა სიჩქარის შემთხვევაში. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თუ ინსტრუმენტი ძალიან სწრაფია, შეგიძლიათ რთულ და ამავდროულად, საჩქარო საქმეზე გამოიყენოთ. მაგალითად, როცა ბევრი სამუშაო და ცოტა დროა, ასეთ სიტუაციაში იდეალურია. ასევე, თუ კი ხისა და ბეტონის დამუშავება ყოველდღიურად გიწევთ, მაშინ სწრაფად მომუშავე ცირკულ ხერხს გირჩევთ. იმ შემთხვევაში, თუ ინსტრუმენტს შედარებით მსუბუქ საქმეზე იყენებთ და ამავდროულად, დღეგამოშვებით, მაშინ დაბალი სიმძლავრე დამაკმაყოფილებელია.
პირველ რიგში, იმას გეტყვით, რომ Holst ონლაინ ჰიპერმარკეტია და ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა სწორედ ეს არის. ყველაფერი ძალიან მარტივია. ჩვენ შეძენილ ხელსაწყოებს მთელი საქართველოს მასშტაბით მოგაწვდით. მნიშვნელობა არ აქვს სად იქნებით, ინსტრუმენტებს ნებისმიერ კუთხეში მოგიტანთ. უფრო მეტიც, თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, საკურიერო მომსახურება უფასოა. ეს წესი როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებშიც ვრცელდება.
Dewalt-ის ცირკული ხერხი ის არის, რაც ყველა პროფესიონალს სჭირდება. ყველანაირად გამართული, სანდო და მძლავრი ხელსაწყო ნებისმიერ ამ სფეროში მომუშავე ადამიანს დაამშვენებს. ინსტრუმენტს მაღალი მონაცემები აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ რთულ საქმეზე უპრობლემოდ მუშაობს. ასევე, თან ახლავს დამატებითი ნივთები, რომლებიც მეტად დაგეხმარებათ, კერძოდ, 24 კბილიანი საჭრელი დისკი, მტვრის მოსაშორებელი, პარალელური მისაბჯენი, ტორცის მისაბჯენი, მისაწოლი და გასაღები.

კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Crown-ის ცირკული ხერხი მძლავრია, მასალას საკმაოდ ღრმად ამუშავებს, დამატებითი ნივთები, კერძოდ, პარალელური მისაბჯენი და საცვლელი პირი მოყვება. ასევე, თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია და ფუნქციებიც მწყობრშია. ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც საჭიროა.

კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Tolsen-ის ინსტრუმენტი საშუალო სიმძლავრისაა, პარალელური მისაბჯენი და ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ასევე, ხელმისაწვდომი ფასი აქვს. შედარებით მსუბუქი საქმისთვის იდეალურია და თუ ასეთი სამუშაო გაქვთ, გირჩევთ შეიძინოთ.

კომპლექტაცია:
უპირატესობები: