3 ლაზერული თარაზო - შენი პროფესიონალურად მუშაობისთვის

ლაზერული თარაზოს შესახებ დეტალური ინფორმაცია გაინტერესებთ? მაშინ სწორ ადგილას ხართ და თქვენს წინაშეა ბლოგი, რომელშიც საინტერესო ამბებს ამოიკითხავთ. თარაზოს სწორად შერჩევა საკმაოდ სპეციფიკური საქმეა და ვეცდებით ეს პროცესი გაგიმარტივოთ. მაშ ასე, ყურადღება აქეთკენ მომართეთ და დავიწყოთ.

სად და რა მომენტში გამოიყენება ლაზერული თარაზო?

მშენებლობებზე მუშაობთ? თუ კი, მაშინ ამ ხელსაწყოს შესახებ უკვე გეცოდინებათ, რადგან ლაზერული თარაზო აუცილებლად უნდა დაიხმაროთ. თუ დამწყები ხართ, მაშინ გეტყვით, რომ ხელსაწყოს გარეშე საქმის კარგად შესრულება გაგიჭირდებათ. თარაზო სისწორეების მზომია. საკუთარი თვალით კი ამ ყველაფერს ვერ განსაზღვრავთ, რადგან ზოგჯერ არასწორ ინფორმაციას გვაწვდის. სწორედ ამიტომ არსებობს ლაზერული თარაზო. ინსტრუმენტს ვერაფერს გამოაპარებთ, ყველა კუთხეს და კედელს გულდასმით ასწორებს. უფრო რომ გავამარტივოთ, ხელსაწყო დაგეხმარებათ, რომ კონკრეტული სივრცე სწორად ააშენოთ, მოპირდაპირე კედელს გაუთანასწოროთ და ა.შ. სამშენებლო პროცესში აუცილებელი ელემენტია. ამიტომ, ნებისმიერ ადგილას გამოიყენებთ, სადაც ამ ტიპის საქმით იქნებით დაკავებული.

რა განსხვავებაა თარაზოებს შორის?

ლაზერულ თარაზოებს ერთმანეთისგან ბევრი რამ განასხვავებს. პირველ რიგში, დიაპაზონი და თვითგასწორების დრო ვახსენოთ. ეს ორი კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია და უმჯობესია, სათანადო ყურადღება მიაქციოთ. ზოგიერთ თარაზოს მაღალი დიაპაზონი აქვს, ზოგს კი შედარებით დაბალი. ყველაფერი თქვენს საჭიროებაზეა დამოკიდებული. ასევე, საყურადღებო საკითხია ლაზერის ტიპი, ელემენტი, შტატივის ხრახნი, ლაზერის ფერი და სხვა. საბოლოოდ, ყველაფერს კარგად უნდა გადახედოთ, რათა თარაზო სწორად შეარჩიოთ.

რა უპირატესობები აქვს Holst.ge-ს?

ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი სრულ კომფორტს გთავაზობთ. რაში გამოიხატება ეს უკანასკნელი? პირველ რიგში იმაში, რომ ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და დროს იგებთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს წესი ყველგან ვრცელდება - თბილისში და ასევე, რეგიონებშიც. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ის არის, რომ დიდხანს ლოდინი არ  მოგიწევთ. შეძენილი ნივთები თქვენამდე რაც შეიძლება მოკლე დროში მოვა. თითოეულ ხელსაწყოს ერთ წლიანი საგარანტიო ტალონი მოყვება? რა დროს შეიძლება დაგჭირდეთ ეს უკანასკნელი? ზოგჯერ ხელსაწყოს ქარხნული დეფექტი აქვს, რაც უშუალოდ მუშაობის დროს ვლინდება. ამიტომ, თუ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდებით საგარანტიო ტალონი პრობლემას თვალის დახამხამებაში მოგიგვარებთ. ასეთ დროს ნივთი სერვის ცენტრში უნდა მიიტანოთ, იქ კი ხელსაწყოს შეაკეთებენ ან ახლით ჩაგინაცვლებენ.

Dewalt DW088K-XJ ლაზერული თარაზო

ძლიერ ლაზერულ თარაზოს ეძებთ? მაშინ Dewalt-ის ეს მოდელი უნდა შეიძინოთ, რადგან ყველაფერი აქვს საუკეთესო ხელსაწყოების სიაში მოსახვედრად. ინსტრუმენტს თან ახლავს დამატებით ნივთები, კერძოდ, კედელზე დასამაგრებელი, ქეისი და 3x ელემენტი.

Dewalt lazeruli tarazo

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო
  • დიაპაზონი - 50 m   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 5035048338575         
  • წონა (კგ) - 1.85         
  • კვების წყარო - 3xAA ელემენტი     
  • კომპლექტაცია - კედელზე დასამაგრებელი + ქეისი + 3x ელემენტი     
  • სიზუსტე - ±0.3 mm/m         
  • ლაზერი - II კლასი, <1 mW
  • შტატივის ხრახნი - 1/4''       
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი - <=4 წ/± 4o         
  • ლაზერის ფერი - წითელი

უპირატესობები:

  • მაღალი დიაპაზონი
  • სწრაფი თვითგასწორების უნარი
  • დამატებითი ნივთები
  • მეორე კლასის ლაზერი
  • გამძლე ელემენტი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი სამუშაო რესურსი

TOLSEN TOL1572-35141 ლაზერული თარაზო 20M

Tolsen-ის ამ კონკრეტულ თარაზოს საშუალო დიაპაზონი აქვს და გამძლე ელემენტი მოყვება. ინსტრუმენტს თან ახლავს კომპლექტაცია, რომელშიც ჩანთა შედის. ხელსაწყო ძალიან მსუბუქი და კომპაქტურია.

Tolsen lazeruli tarazo

  • ბრენდი - TOLSEN   
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო
  • დიაპაზონი - 20 m   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 6933528735632         
  • წონა (კგ) - 0.55         
  • კვების წყარო - 2xAA ელემენტი     
  • კომპლექტაცია - ჩანთა       
  • სიზუსტე - ±0.3 mm/10m     
  • ლაზერი - 635 Nm Arima     
  • შტატივის ხრახნი - 1/4''       
  • ლაზერის ფერი - წითელი

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • მაღალი ხარისხი
  • გამძლე ელემენტი
  • მაღალი დიაპაზონი
  • ფუნქციები
  • ერთ წლიანი გარანტია
  • სრული სიზუსტე

CROWN CT44046-ლაზერული თარაზო 15m

Crown-ის ლაზერული თარაზო ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. ინსტრუმენტი სრული სიზუსტით მუშაობს და თუ დამწყები ხართ, ამ კონკრეტულ თარაზოს კარგად გამოიყენებთ. ხელსაწყოს მეორე კლასის ლაზერი მაღალი პროექციით ლიდერობს.

Crown lazeruli tarazo

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო
  • დიაპაზონი - 15 m   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 7640177425041         
  • წონა (კგ) - 0.75         
  • კვების წყარო - 4xAA ელემენტი     
  • ლაზერის პროექცია - 1V 1H
  • სიზუსტე - ±2 mm / 10m       
  • ლაზერი - 635 Nm II კლასი 
  • შტატივის ხრახნი - 1/4''       
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი - <=4 წ/± 4o         
  • ლაზერის ფერი - წითელი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სწრაფი თვითგასწორების უნარი
  • ხარისხიანი ელემენტი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მეორე კლასის ლაზერი
  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება