3 ოქროს წესი, რომელიც პერფერატორის შეძენისას უნდა გაითვალისწინო |
3 ოქროს წესი, რომელიც პერფერატორის შეძენისას უნდა გაითვალისწინო |
იცით თუ არა, რომელი ხელსაწყო შეგიმსუბუქებთ სამუშაო პროცესს, როცა კედლის გახვრეტასა და ჩამოშლაზე ვსაუბრობთ? ასეთი სანდო და მრავალმხრივ პროფესიონალია პერფერატორი. თამამად ვამბობთ, რომ ინსტრუმენტი თავს იდეალურად ართმევს ასეთ რთულ საქმესაც კი. კედლის ჩამოშლა მარტივი ნამდვილად არ არის, მაგრამ მარჯვე ხელსაწყო ყველა პრობლემას დაგავიწყებთ. მოკლედ, თუ ამ ტიპის საქმიანობა თქვენი ყოველდღიურობაა, პერფორატორი ზუსტად ის არის, რაც გჭირდებათ. ხელსაწყოს შეძენამდე კი კარგი იქნება, თუ მნიშვნელოვან ინფორმაციას თვალს გულდასმით გადაავლებთ.
#1 - განსაზღვრეთ თქვენი საქმიანობა
პირველ რიგში ამ საკითხზე კონცენტრირდით. ინსტრუმენტი საქმის სირთულის მიხედვით უნდა შეარჩიოთ, შესაბამისად, ზუსტად უნდა იცოდეთ, რა ტიპისაა ის. ძირითადად, სამი სახის პერფერატორი არსებობს. პირველ კატეგორიაში შემავალი ხელსაწყოები საკმაოდ დაბალი სიმძლავრისაა, ამიტომ, მხოლოდ კედლის გასახვრეტად გამოიყენება. მეორე კატეგორიის ინსტრუმენტები საშუალო ძალისაა და კედლის გახვრეტასთან ერთად, ჩამოშლაც შეუძლია, მაგრამ ძალიან მსუბუქად, შეიძლება საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანოს, ხოლო მესამე ტიპის პერფერატორები ყოვლისშემძლეა. ამ ტიპის ინსტრუმენტებს კედლის გახვრეტაც შეუძლია და ჩამოშლაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, პირიქით, ამ საქმისთვის უფროა შექმნილი. ახლა კი დასაწყის დავუბრუნდეთ. თქვენი საქმიანობა სწორედ ამიტომ უნდა განსაზღვროთ. თუ რთულ მასალაზე მუშაობთ, მაშინ მაქსიმალურად მძლავრი ინსტრუმენტი შეიძინეთ, მხოლოდ სახვრეტად კი დაბალი ან საშუალო ძალაც სრულიად საკმარისია.
#2 - გაითვალისწინეთ ფუნქციები და ბურღვის სიღრმე
თითოეულ პერფერატორს განსხვავებული მონაცემები აქვს. ეს კი უშუალოდ ფუნქციებსა და ბურღვის სიღრმეშიც გამოიხატება. ზოგიერთ ინსტრუმენტს დარტყმის, დარტყმისას ბურღვისა და მხოლოდ ბურღვის ფუნქცია აქვს. ზოგს კი მხოლოდ ერთ-ერთი ამ მონაცემებიდან. ასევეა ბურღვის სიღრმესთან დაკავშირებითაც. თითოეული პერფერატორი მასალას სხვადასხვა სიღრმით ამუშავებს და ყურადღება ამ მახასიათებელსაც მიაქციეთ.
#3 - აირჩიეთ მხოლოდ ხარისხიანი პერფერატორები
ეს ოქროს წესი არა მხოლოდ პერფერატორების, არამედ ნებისმიერი ხელსაწყოს შემთხვევაში ვრცელდება, რადგან ხარისხი ყოველთვის მნიშვნელოვანია. უხარისხო ინსტრუმენტი დიდ პრობლემებს გქმნის და მის მოსაგვარებლად ორმაგი ძალისხმევა გჭირდებათ. ამიტომ, სჯობს თავიდანვე კარგი ხელსაწყო შეიძინოთ. Holst.ge-ზე ზუსტად ასეთ პერფერატორებს გადააწყდებით. თითოეული მათგანი მაღალ სამუშაო რესურსს ფლობს და დიდხანს ძლებს. მათთან ერთად სამუშაო პროცესი სრულიად გამართული და სასიამოვნო იქნება.
Dewalt-ის ელექტრო პერფერატორი საკმაოდ მძლავრია და ბევრი ფუნქცია აქვს. ხელსაწყოს შეუძლია დარტყმა, დარტყმისას ბურღვა და მხოლოდ ბურღვაც. ეს იმას ნიშნავს, რომ რთული საქმისთვისაც გამოდგება.
უპირატესობები:
Crown-ის სახელგანთქმული პერფორატორი იდეალურია საშუალო დონის საქმეებისთვის. ხელსაწყოს დამატებითი ნივთები მოყვება, კერძოდ, ქეისი, სახელური, სიღრმის მარეგულირებელი და საჭრისები.
უპირატესობები:
საშუალო ძალის მქონე პერფერატორს ეძებ ხელმისაწვდომი ფასით? მაშინ Tolsen-ის ხელსაწყო დაგეხმარება. ინსტრუმენტი საშუალო სიღრმით ბურღავს ბეტონს, ხესა და მეტალს. თან ახლავს ქეისი, დამატებითი სახელური, სიღრმის მარეგულირებელი და 5 საცვლელი პირი. ასევე, მოყვება ერთ წლიანი გარანტია, რომელიც ქარხნული დეფექტის შემთხვევაში გამოგადგებათ.
უპირატესობები: