3 საუკეთესო შესაწამლი აპარატი

ყველა მიწათმოქმედისთვის, შესაწამლი აპარატი ფასდაუდებელი ხელსაწყოა, რომელიც მფლობელს მოსავლის მიღებაში ეხმარება. შესაწამლი აპარატები შექმნილია იმისთვის, რომ შესაბამისი წამალი მცენარეულ კულტურას მიასხუროს, რათა მან მცენარე დაავადებებისგან დაიცვას. დღესდღეობით მცენარის უამრავი დაავადებაა გავრცელებული, რასაც გარემო პირობების მკვეთრი გაუარესება უწყობს ხელს. ამის წინააღმდეგ კი სხვადასხვა მედიკამენტი იქმნება, რომელიც მცენარეს იცავს. სწორედ წამლის მცენარესთან მიტანის პროცესში არის შესაწამლი აპარატი გადამწყვეტი ხელსაწყო, რომელიც დროის სვლასთან ერთად უფრო უმჯობესდება, დახვეწილი, მსუბუქი, ხელსაყრელი ხდება მისი მფლობელისთვის.

ჰიბრიდული შესაწამლი აპარატი

შესაწამლი აპარატი ელემენტზე

შესაწამლი აპარატი ბენზინზე

კარგი შესაწამლი აპარატი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ემსახურება მომხმარებელს. ხოლო, შერჩევა, მისი ბაზარზე დიდი ვარიაციის გამო, რთულდება. თანამედროვე შესაწამლი აპარატი, როგორც წესი, პლასტმასისგან არის დამზადებული, რათა უფრო მსუბუქი იყოს მომხმარებლისთვის და მარტივად არ დაიღალოს.

შესაწამლი აპარატები სხვადასხვა ძრავით გვხვდება, მათ შორის: ავტომატური, მექანიკური და ჰიბრიდული. თითოეული მათგანი საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეებით გამოირჩევა.

  • ავტომატური შესაწამლი აპარატები - ეს აპარატი იკვებება აკუმულატორიდან, რაც ხელსაყრელია მისი მომხმარებლისთვის. ის არ საჭიროებს ზედმეტ მოძრაობებს და გადაღლას სისტემიდან წამლის ამოსატყორცნად. შესაწამლი აპარატი ელემენტზე საჭიროებს დამუხტვას, რომლის შემდეგაც მზად არის გასწიოს შესაბამისი სამუშაო. თუმცა, ავტომატური შესაწამლი აპარატი ნაკლოვანებითაც გამოირჩევა, რაც ისევ ელემენტს და მის მოცულობას მოიაზრებს. ელემენტის მოცულობა არის ის ზღვარი, რის შემდეგაც შესაწამლი აპარატი გამოუსადეგარი ხდება შემდეგ დამუხტვამდე. ასე რომ, თუ თქვენი სამუშაოს მოცულობა დიდი, ავტომატური შესაწამლი აპარატი, შესაძლოა პრობლემა გახდეს.
  • მექანიკური შესაწამლი აპარატები - ეს შესაწამლი აპარატი არ საჭიროებს არანაირ ელემენტს ჭავლის ამოსატყორცნად. ხელის მოძრაობა, რომელიც მის მექანიკურ ძრავს აიძულებს წამალი გარეთ გამოდევნოს, საკმარისია მის ასამუშავებლად. მექანიკური შესაწამლი აპარატები გამოირჩევიან იმით, რომ მათი მეშვეობით მუშაობა უსასრულოდ შეიძლება. თუმცა, ამ შემთხვევაში შეზღუდვა ადამიანის გამძლეობა ხდება. ვინაიდან ხელის მონოტორული მოძრაობა დამღლელია.
  • ჰიბრიდული შესაწამლი აპარატი - ჰიბრიდული შესაწამლი აპარატი ზემოთ ნახსენები ავტომატური და მექანიკური შესაწამლი აპარატი - ის ერთობლიობაა, რომელიც ორი ძრავით არის უზრუნველყოფილი. ჰიბრიდული შესაწამლი აპარატი გაძლევთ საშუალებას იმუშაოთ ისევე მინიმალური ენერგიის დახარჯვით, როგორც მექანიკურის შემთხვევაში და თუ საჭიროება მოითხოვს და ელემენტი დაიცლება, მექანიკური ძრავით ისარგებლოთ. ეს კომბინაცია უზრუნველყოფს თითქმის შეუცვლელი შესაწამლ აპარატს.
  • შესაწამლი აპარატი ბენზინზე - არსებობს ბენზინზე მომუშავე შესაწამლი აპარატი, რომელიც მაქსიმალური ეფექტიანობით გამოირჩევა. ეს შესაწამლი აპარატები გაცილებით მძლავრები არიან და შესაბამისად, საქმეს სწრაფად და მარტივად ასრულებენ. თუ გსურთ, რომ შესაწამლი სამუშაოები მალე მოითავოთ და სხვა საქმეებისთვის დაიტოვოთ დრო, მაშინ ბენზინზე მომუშავე შესაწამლი აპარატი უნდა შეიძინოთ.

Holst.ge-ზე წარმოდგენილია მრავალი სახის შესაწამლი აპარატი, რომელთა შეძენა მარტივად, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლიათ.

Lux-Garden MES-16L შესაწამლი აპარატი Hybrid

Lux-Garden shesawamli aparati hybrid

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი
  • სიმძლავრე - 12V 8Ah/20 hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 6.2
  • კვების წყარო - ელემენტი + მექანიკური (ჰიბრიდი)         
  • წარმადობა - 4.0 l/min

კომპლექტაცია:

  • შესაფრქვევი თავები
  • დამტენი
  • ქამარი

ეს შესაწამლი აპარატი ჰიბრიდული მოდელია და შესანიშნავია ნებისმიერი შესაწამლი საქმიანობისთვის.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ჰიბრიდული

Lux-Garden SPR-16LS შესაწამლი აპარატი

Lux-Garden shesawamli aparati

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი
  • სიმძლავრე - 12V 8Ah/20hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 5.8
  • კვების წყარო - ელემენტზე
  • ავზის მოცულობა - 16 l
  • წარმადობა - 4.0 l/min

კომპლექტაცია:

  • ლატუნის შესაფრქვევი თავები
  • დამტენი
  • ქამარი

ეს შესაწამლი აპარატი ელემენტზე მუშაობ და აღჭურვილია დიდი მოცულობის აკუმულატორით.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სამუშაო რესურსი

Lux Garden GSP-25L შესაწამლი აპარატი ბენზინზე

Lux-Garden shesawamli aparati benzinze

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი
  • გარანტია - 1 წელი     
  • წონა (კგ) - 10.2
  • კვების წყარო - საწვავი
  • მოცულობა - ბენზინის ავზი: 0.6 l
  • კუბატურა - 26cc

კომპლექტაცია:

  • შესაფრქვევი თავები
  • ქამარი

ბენზინზე მომუშავე მძლავრი შესაწამლი აპარატი ნებისმიერ შესაწამლ საქმიანობას სწრაფად შეასრულებს.

უპირატესობები:

  • ძრავის სიმძლავრე
  • ეფექტიანობა
  • ხარისხი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება