ბარგალკა ხელის ელექტრონული ხელსაწყოა, რომელიც ლითონსა და არამხოლოდ ლითონს იდეალურად ამუშავებს, ლითონის დამუშავებაში კი იგულისხმება ჭრა, გახეხვა , გაპრიალება.  კუთხლივ სახეხები ძირითადად ელექტროენერგიაზე მუშაობს კერძოდ, კაბელით და ბატარეით. თუ თქვენ ხელსაქმეობა გეხერხებათ და მუდმივი სურვილი გაქვთ სახლში რაღაცეები შეცვალოთ მაშინ ბარგალკა სწორედ ის მრავალფუნქციური ხელსაწყოა, რომელიც უ~ნდა შეიძინოთ. რადგან, მისი გამოყენებით მრავალი საქმის შესრულება გაგიადვილდებათ. თუმცა, როდესაც გადაწყვეტთ ბარგალკის შეძენას საჭიროა სწორად განსაზღვროთ თქვენი შესასრულებელი სამუშაოს ტიპი და მიზნები. მაგალითად, თუ ბარგალკა საყოფაცხოვრებო საქმეებისთვის გჭირდებათ მაშინ თქვენ უნდა იყიდოთ დაბალი სიმძლავრის პატარა ზომის ბალგალკა. თუ ავტოფარეხში აპირებთ მუშაობას და ბარგალკა სისტემატიურად უნდა გამოიყენოთ მაშინ საშუალო სიმძლავრის და ხარისხიანი ბარგალკა იდეალური ვარიანტია, ხოლო პროფესიონალებს ვურჩევ შეიძინონ მაღალხარისხიანი, გამძლე და მძლავრი კუთხსახებები.

DeWalt ბარგალკა

Stanley ბარგალკა

Crown კუთხსახეხი

Tolsen კუთხლივ სახეხი ხელსაწყო

ბარგალკის შეძენისას გასათვალისწინებელი ძირითადი მახასიათებლები:

  • გამძლეობა

გამძლეობა ის კომპონენტია, რომელიც ნებისმიერი ინსტრუმენტის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ. ვინაიდან, გამძლეობა პირდაპირ პროპორციულია მაღალ სამუშაო რესურსთან. ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით თქვენი ხელსაწყო იმუშავებს დიდხანს და ეფექტურად. ჩვენს საიტზე წარმოდგენილი ბარგალკები კი ნამდვილად გამოირჩევიან სამუშაო რესურსითა და ძალით.

  • ბრუნვის სიჩქარე

ბარგალკის მაღალი ბრუნვის სიჩქარე მას უფრო სწრაფად ამუშავებს ვიდრე დაბალი ბრუნვის სიჩქარის მქონე. თუ თქვენ დროში შეზღუდული ხართ სწორედ მაშინ უნდა გამოიყენოთ მძლავრი ხელსაწყო, ვინაიდან ის უზრუნველყოფს სამუშაოს მოკლე დროში იდეალურად შესრულებას. ნაკლები სიჩქარის ბარგალკები მეტწილად გამოსადეგია საყოფაცხოვრებო და მცირე დეტალებზე სამუშაოებისთვის.

  • კომპლექტაცია

ბარგალკებს, რომლებსაც კომპლექტაციად დამატებითი ნივთები მოყვება მეტად პრაქტიკულია. ძირითადად, ესენი არის დამატებითი სახელური, დამცავი და ქანჩი. დამატებითი სახელური სამუშაოს მეტად პრაქტიკულს ხდის. დამცავი - იმის გათვალისწინებით რომ ბარგალკით ძირითადად მეტალის დამუშავებასთან გვაქვს საქმე ის მეტად მოსაფრთხილებელი და საყურადღებოა. ამდენად, პირველ რიგში უსაფრთხოების ნორმების დაცვაა აუცილებელი. ყოველივე ამაში კი დამცავი გამოგადგებათ და ის თავიდან აგაცილებთ გაუთვალისწინებელ შემთხვევითობებს.

  • წონა

მუშაობისას წონის ფატორი მეტად საყურადღებოა. ვინაიდან, მძიმე ხელსაწყოთი მუშაობა ჩვენს შრომისუნარიანობას ამცირებს, მალე ვიღლებით და სამუშაოს შესრულებაც სიამოვნებას აღარ გვანიჭებს. ბარგალკები ძირითადად მძიმე წონით არ გამოირჩევა და სწორად შერჩევის შემთხვევაში მოსახერხებელიც კია მათი გამოყენება. თუმცა, მაღალი სიმძლავრის ინსტრუმენტებს ეს მაჩვენებელი მეტი აქვს.

  • ხელმისაწვდომი ფასი

კარგი ფასი ერთ-ერთი დამატებითი უპირატესობაა. ამ უპირატესობით სარგებლობა კი ნამდვილად შეგიძლიათ Holst.ge-ზე. აქ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადებით და სახლიდან გაუსვლელად სრულიად კომფორტულად და ამომწურავი ინფორმაციის გაცნობის შედეგად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ბარგალკა, შეძენილ ნივთს კი რამდენიმე დღეში მიიღებთ.

როგორი და რა ტიპის სამუშაოების შესრულება შეუძლია ბარგალკას ?

ბარგაკლა მულტიფუნქციური ხელსაწყოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება თავისუფლად შეგვიძლია სხვადასხვა საქმიანობისათვის. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი : ზედაპირის გაპრიალება, როდესაც თქვენ გჭირდებათ გაპრიალება ბარგალკა ამისთვის ზედგამოჭრილია თუმცა უნდა გაითვალისწინოთ რომ მსგავსი საქმისთვის მეტად კომპაქტურია პატარა ბარგალკა ვინაიდან მისი გამოყენება უფრო მარტივია და ადვილად შეძლებთ ზედაპირზე მუშაობას. ხერხვა, აღსანიშნავია რომ ბარგალკას ასევე შეუძლია ხერხის ფუნქციის შეთავსება. გარდა ჩვეულებრივი, ლითონის წრიული ხერხის პირისა, ასევე არის ლითონის დისკები, რომლებზეც ირგვლივ დამაგრებულია ხერხის ჯაჭვი. თუმცაღა მსგავსი სამუშაოების შესრულებისას რეკომენდაციას მაინც კლასიკური ხერხის გამოყენებას უწევენ. მილებთან მუშაობა სპეციფიურია და მანევრირებას საჭიროებს. ამიტომაც, პატარა კუთხლივ სახეხი მარტივად გაჭრის პლასტმასის მილებს და ამავდროულად ცალი ხელითაც მშვენივრად იმუშავებთ. ასევე, პატარა ბარგალკა უნდა გამოვიყენოთ მინიატურული ფილების დასამუშავებლად. რადგან, მათი გაჭრა მეტ სიზუსტესა და მოხერხებულობას საჭიროებს ამავდროულად მეორე ხელით მასალის დაფიქსირებას. მაგრამ, თუ თქვენ აპირებთ ქვაზე და მეტალზე მუშაობას ამ დროს სასურველია მეტი სიმძლავრისა და დიდი ბარგალკები გამოიყენოთ. პატარა ბარგალკა მსგავსი ტიპის სამუშაოების შესრულების დროს გააჭიანურებს და შესაძლოა მისი პატარა დისკის გამო საერთოდაც ვერ მიწვდეს სასურველ სიღრმეს გასაჭრელად.

Dewalt - DWE4233-QS კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 125mm 1400W

Dewalt bargalka

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 
  • სიმძლავრე - 1400W
  • ფორმა - მოკლე ტარიანი   
  • ზომა - 125mm
  • გარანტია - 1 წელი 
  • წონა (კგ) – 3.06
  • კვების წყარო - 220-240V   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-11500min

დამატებითი კომპლექტაცია:

  • დამატებითი სახელური
  • დამცავი

Dewalt - ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია ბაზარზე. მისი ხელსაწყოები გამოირჩევიან სიმძლავრითა და მაღალი ხარისხით. აღნიშნული ბრენდის კუთხივ სახეხი ხელსაწყო ყოველთვის მოთხოვნადია. მას გააჩნია სწრაფი ბრუნვის უნარი, რაც სამუშაოს მოკლე დროში გაკეთების წინაპირობაა. ინსტრუმენტის ბასრი პირი ყველა დაბრკოლებას მარტივად უმკლავდება. კომპლექტაციაში მოყვება დამატებითი სახელური (რაც სამუშაოს უფრო მეტად კომფორტულს ხდის) და დამცავი (სამუშაოს უსაფრთხოდ შეასრულებთ). ფორმით მოკლე ტარიანია, შესაბამისად, კომფორტული და კომპაქტურია. ბარგალკას საშუალო წონა აქვს, სიმძლავრესთან შესაბამისობით შეიძლება ითქვას რომ მსუბუქიც კია. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია მოყვება ანუ თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ის გამოცვალოთ თუ რაიმე ქარხნული დეფექტი აღმოაჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შემთხვევები ძალიან იშვიათია დამეთანხმებით გარანტია მაინც საუკეთესო გამოსავალია.

უპირატესობები:

  • პრემიუმ ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა
  • კომპლექტაცია

STANLEY - STGS9125D-TR კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 125mm 900W

STANLEY bargalka

  • ბრენდი - STANLEY 
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 
  • ფორმა - მოკლე ტარიანი   
  • ზომა - 125mm
  • გარანტია - 1 წელი     
  • წონა (კგ) – 1.4 
  • კვების წყარო - 220-240V   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-11000min

კომპლექტაცია:

  • დამატებითი სახელური
  • დამცავი
  • ქანჩი          

Stanley ის ბრენდია, რომელიც მომხმარებელს ნამდვილად ანებივრებს მრავალფეროვანი ხელსაწყოებით და მათ შორის ბარგალკებიც არ არის გამონაკლისი. მართალია, მოცემულ სტატიაში მხოლოდ ერთი სახეობის ბარგალკას განვიხილავთ მაგრამ Holst.ge-ზე შეგიძლიათ დანარჩენი მოდელებიც დაათვალიეროთ. Stanley-ის მოცემული მოდელი მოკლეტარიანი, მსუბუქი მოწყობილობაა. კუთხსახეხი მეტალის ზედაპირს სრულყოფილად ამუშავებს რის გამოც აღარაა საჭირო იგივე ადგილას მეორედ გადატარება.  იგი მრავალფეროვანი სამუშაოებისთვის ზედგამოჭრილია. ხელსაწყო მაღალი სიმძლავრითა და ბრუნვის სიჩქარით გამოირჩევა. კომპლექტაციაში მოყვება დამატებითი სახელური, დამცავი და ქანჩი . ბარგალკას ერთწლიანი გარანტია აქვს და ხელმისაწვდომი ფასი.  Stanley-ის კუთხსახეხი ნამდვილად ის არის, რომელიც ნებისმიერი პროფესიონალის მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს და უკმაყოფილოს არ დატოვებს.

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • გარანტია
  • კომპლექტაცია
  • ხელმისაწვდომი ფასი

CROWN CT13497-კუთხლივ სახეხი ხელსაწყო "ბარგალკა" 115mm 860W

Crown-ის მოცემული მოდელი ნაკლებ სიმძლავრისაა, თუმცა იგი იდეალურია წვრილმანი საქმეების შესასრულებლად. ასევე პრაქტიკულია მცირე პროექტებზე, საწარმოებსა თუ სახლის სამუშაოებისთვის. ყოველივე ამის გათვალისწინებით ის უფრო მეტად დაეხმარება მოყვარულებსა და დამწყებებს, ხოლო პროფესიონალებისთვის საჭიროა მეტი სიმძლავრის ბარგალკის შერჩევა.  კომპლექტაციაში მოყვება დამატებითი სახელური და დამცავი. ფორმით მოკლე ტარიანია და საკმაოდ მსუბუქი. დაბრკოლება არცერთ მახასიათებელში არ არის დაფიქსირებული. მცირე საქმეებისთვის იდეალური სიმძლავრე აქვს და მაქსიმალურად ეფექტურია.

Crown bargalka

  • ბრენდი - CROWN 
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 
  • სიმძლავრე - 860W
  • ფორმა - მოკლე ტარიანი   
  • ზომა - 115mm
  • გარანტია - 1 წელი 
  • წონა (კგ) – 1.95                 
  • კვების წყარო - 220-240V 
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-11000min

კომპლექტაცია:

  • დამატებითი სახელური
  • დამცავი            

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • კომპლექტაცია
  • სიმსუბუქე

TOLSEN TOL1898-79543 ელექტრო სახეხი ხელსაწყო 115mm 760W

Tolsen bargalka

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 
  • სიმძლავრე - 760W 
  • ფორმა - გრძელ ტარიანი     
  • ზომა - 115mm
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) – 2.125                         
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-11000min

კომპლექტაცია:

  • დამატებითი სახელური
  • დამცავი
  • ქანჩი               

Tolsen-ი ერთ-ერთი მოწინავე ბრენდია ხელსაწყოებში. იგი ინსტრუმენტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ხარისხიც საკმაოდ კარგია და ამ მხრივ კუთხივ სახეხებიც არ არის გამონაკლისი. აღნიშნული მოდელი დანარჩენებთან შედარებით ნაკლები სიმძლავრისაა, თუმცა მოყვარულთათვის ზედგამოჭრილია. ვინაიდან, მცირე დეტალებსა და მსუბუქ საქმიანობას მაღალ დონეზე ასრულებს. კომპლექტაციაში მოჰყვება დამატებითი სახელური (მეტი კომფორტი), დამცავი (უსაფრთხოება) და ქანჩი (მეტი პრაქტიკულობა). ბარგალკას აქვს 1 წლიანი გარანტია და ხელმისაწვდომი ფასი.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიჩქარე
  • ხარისხი
  • გამძლეობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება