5 რამ, რაც მანქანის მტვერსასრუტის შეძენამდე უნდა იცოდეთ |
5 რამ, რაც მანქანის მტვერსასრუტის შეძენამდე უნდა იცოდეთ |
მანქანის მტვერსასრუტი შექმნილია თქვენი მანქანის ინტერიერისთვის. თუმცა, რთულია იმის გაგება, თუ რომელია თქვენთვის საუკეთესო მანქანის მტვერსასრუტი. გჭირდებათ მძლავრი მტვერსასრუტი მშრალი/სველი და ღრმა წმენდისთვის? უკაბელო მანქანის მტვერსასრუტის მოდელი? მტვერსასრუტი გრძელი, მოქნილი შლანგით, ძნელად მისადგომი ადგილებისთვის, მანქანის სავარძლებს შორის?
დაბალბიუჯეტური მანქანის მტვერსასრუტი
ამ სტატიაში გაეცნობით მანქანის მტვერსასრუტების საუკეთესო ვარიანტებს, რომელთა შორის აუცილებლად იპოვით ისეთს, რომელიც თქვენთვის საუკეთესო არჩევანი იქნება.
პირველ რიგში კი ერთად გავიაზროთ თქვენი საჭიროებები და გავეცნოთ 5 მახასიათებელს, რაც მანქანის მტვერსასრუტის შესახებ უნდა იცოდეთ.
გჭირდებათ მანქანის მტვერსასრუტი სველი/მშრალი წმენდისთვის, თუ უბრალოდ მშრალი წმენდისთვის? სველი/მშრალი მანქანის მტვერსასრუტი გაძლევთ საშუალებას აიღოთ როგორც სველი ნადები, ასევე მშრალი მტვერი, თუმცა მანქანის მტვერსასრუტი მხოლოდ მშრალი წმენდისთვის ვერ შეძლებს სველ ნადებს გაუმკლავდეს.
თუ მანქანის გაწმენდას მხოლოდ სახლში აპირებთ მაშინ შეგიძლიათ კაბელიანი მანქანის მტვერსასრუტი შეიძინოთ, რომელიც დენის წყაროზე შეერთდება, ან საერთოდაც სახლის მტვერსასრუტი. თუმცა, როცა მანქანის მტვერსასრუტის შეძენა გვინდა, მსგავს მოდელებს არ ვეძებთ. თუ თქვენი მანქანა უზრუნველყოფს დენის წყაროს, მაშინ კაბელიანი მტვერსასრუტი შეგიძლიათ შეიძინოთ, ან იქნებ უკაბელო გირჩევნიათ. უსადენო მანქანის მტვერსასრუტი შესაძლოა უფრო მოსახერხებელი იყოს, თუმცა ის საჭიროებს რეგულარულ დატენვას.
წონა ასევე მნიშვნელოვანი მახასიათებელია მანქანის მტვერსასრუტისთვის. როგორც წესი, მძიმე და მასიური მანქანის მტვერსასრუტი უფრო მძლავრი მოტორს გულისხმობს, თუმცა, ყოველთვის ასე არ ხდება. ამასთან, დიდი მასისა და კორპუსის მანქანის მტვერსასრუტი ნაკლებად მოსახერხებელია.
გყავთ შინაური ცხოველი, რომელიც ხშირად მგზავრობს თქვენი მანქანით? თუ ასეა, ის სავარაუდოდ ქერტლსა და ბეწვს ტოვებს სალონში, რაც თქვენი მანქანის არევის მთავარ წყაროდ იქცევა. ამ შემთხვევაში მძლავრი მანქანის მტვერსასრუტი უნდა შეიძინოთ, რომელიც ბეწვებსა და მცირე სხეულებს მარტივად აიღებს.
შეწოვის ძალა რაც უფრო მეტი აქვს მანქანის მტვერსასრუტს, მით უფრო ეფექტურად ასუფთავებს ის, განსაკუთრებით ხალიჩით დაფარულ ზედაპირს. ამიტომაც, დააკვირდით მანქანის მტვერსასრუტის წარმადობას.
ამ მოწყობილობის შეძენამდე დარწმუნდით, რომ ყველა ზემოთ განხილულ თემაზე გაქვთ პასუხი. ამის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ საუკეთესო მანქანის მტვერსასრუტი თქვენი კონკრეტული საჭიროებისთვის.
მანქანის მტვერსასრუტის შეძენა Holst.ge-ის პლატფორმით მარტივად შეგიძლიათ. Holst.ge-ზე მანქანის მტვერსასრუტების დიდი არჩევანია და რომელიმეს შეძენის შემდეგ, ისარგებლებთ ადგილზე მიწოდების სერვისით, რომელიც სრულიად უფასოა და საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოგაწვდით შეძენილ პროდუქციას.
ეს კომპაქტური და საკმაოდ მძლავრი მანქანის მტვერსასრუტია, რომელიც მანქანის მტვერსასრუტებს შორის ყველაზე გაყიდვადი მოდელია. ის საკმაოდ მცირე ზომისაა და ამიტომაც მარტივად აღწევს მიუდგომელ წერტილებში მტვრის ასაღებად.
უპირატესობები:
თუ მძლავრი მანქანის მტვერსასრუტის შეძენა გინდათ, მაშინ Black and Decker-ის ეს მოდელი შეგიძლიათ შეიძინოთ. ის საკმაოდ მძლავრია, ამასთან საკმარისად მსუბუქი და კომპაქტური იმისთვის, რომ მანქანის ნებისმიერ წერტილს მიწვდეს.
უპირატესობები:
თუ მოქნილი მოდელი გინდათ, რომელიც სალონის ნებისმიერ წერტილს მიწვდება, ეს მოდელი საუკეთესო არჩევანია. მისი მოქნილი შლანგი ძალიან პრაქტიკულია სავარძლებს შორის და მის ქვემოთ მტვრისგან გასაწმენდად.
უპირატესობები: