აამუშავეთ შედუღების აპარატი და სოფელიც აშენდება...

ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის და ყველაფერი, რაც ანათებს, მზე არ არის, თუმცა, რომ არა შედუღების აპარატი და მისი თავისებური ნათება, იმდენი საქმე ვერ გაკეთდებოდა, იმდენი, ჩამოსათვლელად ერთდროულად ათობით ადამიანის თითები არ გვეყოფა.

კი, შედუღების აპარატები თავისებური ნათებით ხასიათდება, მაგრამ რაც მთავარია, დაცვის უამრავი საშუალება არსებობს, რაც ერთი, რომ უსაფრთხოდ მუშაობის გარანტიას იძლევა და მეორე, საქმე სათანადოდ კეთდება.

უსაფრთხოებაზე, მათ შორის, შედუღების აპარატთან მუშაობისას, Holst.ge-ზე მუდმივად გიყვებით, გემახსოვრებათ და მსგავს საკითხებს მომავალშიც ხშირად შევეხებით, რაღა თქმა უნდა.

მოკლედ, ანათოს შედუღების აპარატმა, შეადუღოს ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება და სოფელიც აშენდება, ქალაქიცა და ქვეყანაც!..

სანამ სოფლის აშენებაზე გადავალთ, მოდით, ჯერ ის ვნახოთ, რამდენად საჭირო ინსტრუმენტია სვარკის აპარატი, როგორც მას ხშირად უწოდებენ ხოლმე, შედუღების რა მეთოდები არსებობს და დანარჩენს უკვე თავადაც გაუმკლავდებით.

- ხელით ელექტრორკალური შედუღება

ეს არის საფუძველთა საფუძველი. სწორედ აქედან დაიწყო სხვადასხვა ინდუსტრიაში შედუღების ტექნოლოგიის გამარჯვების მარში. ძველ დროში საკმარისი იყო მხოლოდ შედუღების ტრანსფორმატორისა და ელექტროდების კოლოფის ქონა, რომ მუშაობა შეგძლებოდათ ყველგან: გემთმშენებლობიდან დაწყებული, აგარაკის ფარეხით დამთავრებული. დღეს უკვე შედუღების აპარატები გაცილებით მსუბუქი, ეკონომიური და ამასთან ერთად, მძლავრია.

- არგონრკალური შედუღება არადნობადი ელექტროდით

ამ მეთოდით შედუღება მოიცავს სამუშაოების მთლიანი მასის არაუმეტეს 1%-ს. თუმცა, მის გარეშე შეუძლებელია შედეგის მიღება, როცა საქმე ფერად ლითონებს ეხება. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, შეადუღოთ თითქმის ყველაფერი.

- ნახევრადავტომატური შედუღება

დეტალების შეერთების ეს ტიპი ძალიან ჰგავს წინას, თუმცა ელექტროდად სპეციალური მავთული გამოიყენება, რომელიც შედუღების ზონას ავტომატურად მიეწოდება.

ნახევრად ავტომატურ მოწყობილობაზე მუშაობა არ საჭიროებს შემდუღებლის მაღალ კვალიფიკაციას. კიდევ ერთი პლუსი მაღალი წარმადობაა, ამიტომ ამ მეთოდის გამოყენება ფართოდ არის გავრცელებული მასობრივ წარმოებაში.

- გაზით შედუღება

ამ ტიპის შედუღებას უფრო მეტი უარყოფითი მხარე აქვს, ვიდრე დადებითი, მაგრამ 100 წელზე მეტია, აქტუალობას არ კარგავს. უარყოფითი მხარეები, რომლებიც აფერხებს მის გამოყენებას წარმოებაში, ძირითადად, ფართო ზონების გარდაუვალი გადახურებაა. ამის გამო, პროცესები ნელია, გაზის მოხმარება კი მაღალი, რაც ბუნებრივია, სამუშაოს ღირებულებაზე გავლენას ახდენს.

- წერტილოვანი (კონტაქტური) შედუღება

ყველაზე ხშირად ასეთ შედუღებას ფოლადის ფურცლების დამუშავებისას იყენებენ. სამუშაოს წარმოებას მაღალი კვალიფიკაცია არ სჭირდება, თუმცა, სამაგიეროდ, აუცილებელია ძვირადღირებული აღჭურვილობა.

- მექანიკური შედუღება

ხშირად ასე უცნაურადაც მოიხსენიებენ - შედუღება აფეთქებით. მისი დახმარებით ერთ ლითონს ფარავენ მეორით.

- ელექტროწიდური შედუღება

ძალიან იშვიათი სახეობაა, რომელიც სქელკედლიანი ნაკეთობათა ვერტიკალური შედუღების ნაკერების მისაღებად გამოიყენება.

- პლაზმური შედუღება

ელექტრომაგნიტური ძალების ზემოქმედებით შეკუმშული და აჩქარებული პლაზმის ჭავლი ნაკეთობაზე ახდენს თერმულ და აირდინამიკურ ზემოქმედებას. შედუღების გარდა ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება დანადუღის, დაფქვისა და ჭრის ტექნოლოგიურ ოპერაციებში.

- ელექტრო-სხივური შედუღება

ამ ტიპის შედუღებისას სითბო ელექრტონული სხივით მიიღება. შედუღება მიმდინარეობს ვაკუუმკამერაში მაღალი ვაკუუმის პირობებში. შედუღების ძალიან იშვიათი სახეობაა, სჭირდება სპეციალური ძვირადღირებული აღჭურვილობა.

- ლაზერული შედუღება

წინა მეთოდისგან განსხვავებით, ლაზერულმა შედუღებამ ფართო გამოყენება პოვა სხვადასხვა ინდუსტრიაში. ასეთი ხერხით მიღებული შედუღების ნაკერი გამოირჩევა მაღალი ხარისხით, შესადუღებელ ელემენტებში არ ჩნდება ბზარი, რადგან შედუღების პროცესი მიმდინარეობს ძალიან სწრაფად, ენერგიის დიდი კონცენტრაციის პირობებში და ტემპერატურის ლოკალიზაციით ნაკერის გასწვრივ.

- დიფუზიური შედუღება

თბომექანიკური შედუღების ერთ-ერთი სახეობა. ამ მეთოდისას შედუღება ხორციელდება დიფუზიის (მაღალი ტემპერატურის პირობებში შესადუღებელი ელემენტების ატომების ურთიერთშერევა) მეშვეობით. შედუღება მიმდინარეობს ვაკუუმ-კამერაში ტემპერატურით 800°C-მდე. გამოიყენება მხოლოდ კოსმოსური, საავიაციო და ელექტრონული ინდუსტრიის ძალიან მნიშვნელოვან შემთხვევებში.

- მაღალსიხშირული დენებით შედუღება

მაღალი წარმადობისა და მაქსიმალურად ავტომატიზებული მეთოდი. შედუღების ხერხი, რომლის დროს შესადუღებელი დეტალების ნაწიბურებს აცხელებენ მაღალი სიხშირის დენით, ხოლო შემდეგ დეტალებს ამჭიდროებენ. ინდუქციური ხერხის გამოყენებისას დენი მიეწოდება ინდუქტორის საშუალებით, ხოლო კონტაქტური ხერხის გამოყენებისას - კონტაქტების საშუალებით. წარმატებით გამოიყენება ლენტისაგან მილებისა და სხვა მასიური ნაკეთობების დასამზადებლად.

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული 150A

Schpindel shedugebis aparati

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე - 150A
  • IP დაცვა - IP21S
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4891663632112
  • წონა (კგ) - 3.9
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - ელექტროდის დამჭერი კაბელი + დამიწების კაბელი + დამცავი სათვალე +რკინის ჩოთქი
  • ელექტროდის ზომა - 2.5-3.2mm
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.8
  • იზოლირების დონე - F
  • მუშაობის ციკლი - 0.35

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული 200A

Schpindel shedugebis aparati

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე - 200A
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4050030821683
  • წონა (კგ) - 6.86
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - ელექტროდის დამჭერი კაბელი + დამიწების კაბელი + დამცავი სათვალე +რკინის ჩოთქი + ქეისი
  • ელექტროდის ზომა - 1.6-4.0mm
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.83
  • იზოლირების დონე - F
  • მუშაობის ციკლი - 0.4

CROWN CT33130 შედუღების აპარატი 160-200A (TIG/MMA)

Crown shedugebis aparati

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე - 200A
  • IP დაცვა - IP21
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177425317
  • წონა (კგ) - 12.4
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - ელექტროდის დამჭერი კაბელი + დამიწების კაბელი
  • ელექტროდის ზომა - MMA: 1.6-4.0mm TIG: 0.5-3.2mm
  • ტექნოლოგია - IGBT         
  • იზოლირების დონე - F
  • მუშაობის ციკლი - 0.35

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება