აბა, დამაგრძელებელი, საუკეთესო დამაგრძელებლებიიიი |
აბა, დამაგრძელებელი, საუკეთესო დამაგრძელებლებიიიი |
დილით „მაწონი, მაწონის“ ან „მალინა, მალინას“ ნაცვლად ასეთი შეძახილები რომ გვაღვიძებდეს ხოლმე: „აბა, დამაგრძელებლები, საუკეთესო დამაგრძელებლებიიიი“... ძილში რომ ამას გაიგებ, რა ჭკუაზე დადგები, წარმოდგენაც რთულია, მაგრამ არც ის იქნება უკეთ, ამხელა სიტყვის მალ-მალე გამეორება რომ მოუწევს...
ქუჩა-ქუჩა და უბან-უბან არა, მაგრამ Holst.ge-ზე საუკეთესო დამაგრძელებლებს იოლად მოიძიებთ, თუმცა გარკვეულ რჩევებს მაინც მოგაწვდით, როგორ შეარჩიოთ ისეთი დამაგრძელებელი, რომელიც ნამდვილად გჭირდებათ და გამოგადგებათ.
ერთი შეხედვით, დამაგრძელებლის შერჩევა რთული სულაც არ უნდა იყოს: სადენი გრძელი, როზეტი - რაც შეიძლება მეტი. სინამდვილეში, არც მთლად ასეა საქმე და გაცილებით მეტი პარამეტრია გასათვალისწინებელი.
1. დამაგრძელებელის ტიპი. საყოფაცხოვრებო გამოდგება სხვადასხვა სიმძლავრის მქონე ელექტრომოწყობილობების დასაკავშირებლად. ბაღის დამაგრძელებელს კარგი ჰიდროიზოლაცია და სიგრძე აქვს, რის გამოც იდეალურია სახლის გარეთ გამოყენებისთვის.
2. როზეტების რაოდენობა. გაყიდვაშია მოდელები, რომელთა როზეტების რაოდენობა საშუალოდ 1-დან 12-მდე, ზოგიერთი მოდელის კი - 20-მდე მერყეობს. ლოგიკურია, არჩევანი შეაჩეროთ დამაგრძელებელზე, რომლის „ტევადობა“ ერთსა და ორზე მეტია. უმჯობესია, სათადარიგო როზეტები გქონდეთ, ვიდრე საჭიროება დაგიდგეთ და მზად არ იყოთ.
3. სადენის ტიპი. საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის პოლივინილქლორიდული იზოლაციის მქონე სადენია ოპტიმალური. კაუჩუკის გარსიანი სადენი განსაზღვრულია დიდი დატვირთვებისა და ქუჩის სამუშაოებისთვის.
4. სადენის სგრძე. ზედმეტად გრძელი სადენის შერჩევა არ ღირს. ის ნაწილი, რაც ჭარბი იქნება, დახვევა მოგიწევთ და შესაძლოა, არასოდეს გამოიყენოთ. გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტად გრძელი გამოუყენებელი სადენი იწვევს სიმძლავრის დაკარგვას, გადახურებას, დაზიანებას.
5. სადენის კვეთა და მაქსიმალური დატვირთვა - სადენი 0,75 მმ2 კვეთით გამოდგება ტელევიზორისთვის, დასატენი მოწყობილობებისთვის, მაგიდის სანათისთვის. კვეთა 1,00 მმ2 - შეგიძლიათ ნაკლებად მძლავრი საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის და ინსტრუმენტებისთვის გამოიყენოთ. 1,5 მმ2 კვეთის მქონე დამაგრძელებლები ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის გამოგადგებათ, ასევე, საყოფაცხოვრებო დანიშნულების მქონე სამშენებელო ინსტრუმენტებისთვის. მშენებლობაზე, სადაც მაღალი სიმძლავრის პროფესიონალური ტექნიკა გამოიყენება, საჭიროა დამაგრძელებელი კვეთით 2,5 მმ2 და მეტი.
6. დამიწება. უმჯობესია, შეიძინოთ მოდელები, რომელთაც დამიწებაც ექნებათ.
მაქსიმალურ რაოდენობაზე გამოდევნება საჭირო ნამდვილად არ არის: ყველა მოწყობილობა, რომელიც დამაგრძელებელშია ჩართული, ერთდოულად მუშაობისას საკმაოდ დიდ დატვირთვას ქმნიან. ამას შესაძლოა, გადახურება, დნობა, მოკლე ჩართვა და როგორც შედეგი, ხანძარიც კი მოჰყვეს.
ყველაზე გავრცელებული ვარიანტი 3-6 ბუდეა და ასეთ შემთხვევაშიც კი, როგორც წესი, ყველა ერთდოულარ დაკავებული არ არის ხოლმე. რეზერვი საჭიროა აღჭურვილობის დასაკავშირებლად და არა მუდმივად შტეფსელების ცვლით, რაც როგორც ვთქვით, საკმაოდ სერიოზულ რისკებს უკავშირდება.