აგარაკი შეიძინეთ? ახლა უკვე წყლის ტუმბოს შეძენის ჯერია! |
აგარაკი შეიძინეთ? ახლა უკვე წყლის ტუმბოს შეძენის ჯერია! |
„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი წყალი ქალის ცრემლებიაო“, ბრიტანელ მწერალ ჯონ მორლის უთქვამს და რთულია, შეეწინააღმდეგო... საბედნიეროდ, წყლის ტუმბო ამ მხრივ ვერ დაეხმარება „მსოფლიოში ყველაზე ძლიერ წყალს“, სამაგიეროდ, სხვა მხრივ შეუძლია ბევრი პრობლემის მოგვარება და ქვემოთ სწორედ ამის შესახებ ვაპირებთ საუბარს.
ნამდვილად არ არის გადაჭარბებული ნათქვამი, რომ წყლის ტუმბოები არაერთი საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარებაში გვეხმარება, თუნდაც ბაღ-ვენახის მორწყვაში და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სასმელი წყლით მომარაგებაში.
წყლის პომპა, როგორიც არ უნდა იყოს ვიზუალურად, გახლავთ მოწყობილობა, რომელიც წყლის გადატუმბვისთვის გამოიყენება, თუმცა ფუნქციები კი ყველაზე მრავალფეროვანი აქვს.
პირველი ეტაპი - ჰიდროაკუმულატორის გავსება. ავტომატიკა ელექტროტუმბოს რთავს, წყალი რეზერვუარიდან მილში ინაცვლებს, შემავალ ხვრელში ხვდება და ავზს ავსებს. როგორც კი საჭირო წნევას მიაღწევს, ტუმბო ითიშება.
მეორე ეტაპი - მოხმარება. მაგალითად, სახლში იხსნება ონკანი, რომელშიც წყალი ტუმბოს დახმარებით ხვდება. ამ დროს ჰიდროაკუმულატორში წნევა ეცემა, მოქმედებაში მოდის ავტომატიკა. ტუმბო ირთვება და რეზერვუარში წყალი კვლავ ივსება. აქ ციკლი სრულდება და მუდმივად მეორდება, სანამ წყლის ტუმბოს ექსპლუატაცია გრძელდება.
წყლის ტუმბოები ორი ტიპის მიხედვით იყოფა: ზედაპირისა და ჩასაძირი.
მოწყობილობას არაერთი უპირატესობა აქვს, მათ შორის:
აგრეგატის მნიშვნელოვანი უპირატესობა წყლის თანაბარი მიწოდებაა. ჰიდროაკუმულატორში ყოველთვის არის სითხის გარკვეული მარაგი, რომელიც მომენტალურად ივსება ხარჯვის შესაბამისად.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საკითხს, როგორი უნდა იყოს წნევა ტუმბოში. ეს ეხება ერთდროულად ორ მაჩვენებელს:
უპირველეს ყოვლისა, მწარმოებლის მიერ მითითებულ ტექნიკურ მახასიათებლებს დაეყრდენით. კატეგორიულად არ არის რეკომენდებული, მითითებული მონაცემების უგულებელყოფა და გადაჭარბება.
მნიშვნელოვანია ავზის წნევის რეგულარული კონტროლი. შემოწმების პერიოდულობა აღჭურვილობის ექსპლუატაციის სიხშირეზეა დამოკიდებული. თუკი მისი გამოყენება ძირითადად, წლის თბილ პერიოდში ხდება, საკმარისია სეზონის დაწყების წინ შემოწმება. თუკი ტუმბო მუშაობს მთელი წლის მანძილზე, კონტროლი მინიმუმ 2-3-ჯერ არის საჭირო.