აგარაკისთვის, სოფლისა თუ ბაღ-ბოსტნისთვის საჭირო ეს ინსტრუმენტები თუ მოგეძიებათ ფარეხსა და სარდაფში? |
აგარაკისთვის, სოფლისა თუ ბაღ-ბოსტნისთვის საჭირო ეს ინსტრუმენტები თუ მოგეძიებათ ფარეხსა და სარდაფში? |
თუკი გსურთ, აგარაკი დაამშვენოთ, გაალამაზოთ და მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი საღამოები გაატაროთ, თუკი გსურთ, რომ ბებია-ბაბუის სახლ-კარს მოუაროთ, ბაღ-ბოსტანში ჯანსაღი პროდუქტი გაახაროთ, მხოლოდ სურვილი რომ არ კმარა, კი გეცოდინებათ.
საერთოდ, ადამიანს რაც გულით უნდა და რისთვისაც მაქსიმალურად იხარჯება, ყველაფერი რომ გადასარევად გამოვა, ესეც აუცილებლად უნდა იცოდეთ, Holst.ge კი იმის შესახებ მოგიყვებათ, რომელი ტოპ-ინსტრუმენტები გჭირდებათ, რომ თავში ნახსენები სურვილების შესრულებაზე ზრუნვა წარმატებით დაიწყოთ.
ბევრი ადამიანი, როცა სიტყვა კულტივატორი ესმის, ისეთი ასოციაციები უჩნდება, რაღაც უზარმაზარ ტექნიკას რომ უკავშირდება. პრინციპში, ასეც არის. ბოლო დროს საკმაოდ პოპულარულია მანქანები ელექტრო თუ ბენზინის ძრავაზე, რომლებიც მიწასთან მუშაობას გაცილებით აიოლებენ. თუმცა, მცირე ზომის მიწის ნაკვეთისთვის ასეთი ტექნიკის შეძენა, რა თქმა უნდა, არ ღირს. ამიტომ, ყურადღებას მცირე ზომის მიწების დამუშავებისთვის განკუთვნილ ხელის კულტივატორებზე გავამახვილებთ.
ხელის კულტივატორის დახმარებით მოსახერხებელია ყვავილებისა და ბოლქვების დარგვისთვის ორმოების ამოთხრა, ძნელად მისადგომ ადგილებში ნიადაგის დამუშავება, ხეებისა და ბუჩქების ფესვთა სისტემის გაფხვიერება. იდეალურია მარწყვის გადასარგავად, რადგან კულტივატორის დიამეტრი ფესვთა სისტემას მიწასთან ერთად მცენარის გადაადგილების საშუალებას იძლევა.
როგორც თავად ამბობენ ხოლმე, სამკაპა მებაღეების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი, პრაქტიკული და გამოსადეგი ინსტრუმენტია. სადაც დაგჭირდებათ, როცა დაგჭირდებათ, კომპაქტური ზომების გათვალისწინებით, ყველგან მარტივად გაიყოლებთ. ნუ, რა თქმა უნდა, თეატრს და ქორწილს არ ვგულისხმობთ!.. მოკლედ, საჭიროებას დაინახავთ ბაღსა და ბოსტანში? სამკაპა თავის მოვალეობას წარმატებით შეასრულებს!..
მაინც რომ დავაზუსტოთ, სამკაპას დანიშნულება ნიადაგის გაფხვიერება. იქნება ეს მაგალითად, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა, მარწყვი - ნებისმიერ კულტურას სათანადო და საჭირო დახმარებას აღმოუჩენთ.
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ საბაღე ხელის ინსტრუმენტები იმგვარად მზადდება, რომ არა მხოლოდ გამოყენება, არამედ შენახვაც მარტივი იყოს. ასეთია მცირე ზომის ნიჩაბიც, რომელსაც Holst.ge-ზე ხელმისაწვდომ ფასად შეიძენთ.
ზემოთ მართლაც უაღრესად საჭირო ინსტრუმენტები ვახსენეთ, თუმცა ნიჩაბსაც არანაკლები დანიშნულება აქვს, განვლილ ისტორიაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.
ნიჩაბი ერთ-ერთი უძველესი და შეუცვლელი იარაღია. თანამედროვე ნიჩბის მსგავსი ინსტრუმენტი ჯერ კიდევ ძველ რომში არსებობდა. რისგან აღარ ამზადებდნენ ნიჩბებს: ხისგან, ძვლისგან, მარტორქის რქისგან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ეს ხელსაწყო ყოველთვის ნიჩბის გვერდით დგას როგორც მნიშვნელობით, ისე უბრალოდ მდებარეობით ფარეხსა თუ სარდაფში. სანამ საქმე მიწის გათხრამდე მივა, ადგილს ფოთლებისა და მშრალი ბალახისგან ასუფთავებენ - ფოცხი ამ მხრივ შეუცვლელია. გათხრების შემდეგ მიწას გადასწორება ხომ უნდა? კვლავაც ფოცხი და მისი ჯანი!.. ფოცხის დახმარებით გაცილებით ადვილია ნიადაგის დამუშავებაცა და ადგილზე სისუფთავის შენარჩუნებაც.
იმისდა მიხედვით, რისთვის არის ფოცხი განკუთვნილი, შეიძლება ჰქონდეს სახელურის განსხვავებული სიგრძე, კბილების ფორმა და განლაგება.
მთავარია, თქვენ ზუსტად იცოდეთ, რისთვის გჭირდებათ ეს ინსტრუმენტი, თუმცა თუკი რამდენიმე სხვადასხვა ზომის ფოცხის შეძენაზეც არ იტყვით უარს, წაგებული ამით ნამდვილად არ დარჩებით.