აიკაპიწეთ ხელები, მოიმარჯვეთ შალაშინი და... ჯერ ჩვენს რჩევებს გაეცანით

- უარი გითხრა იმ წუწურაქმა და არ გათხოვა შალაშინი, არა?! მიდი, მიდი, ისევ ჩვენი შალაშინი გამოიტანე, - ბუზღუნით მიმართა მამამ შვილს, რომელიც მეზობელთან იმ ხელსაწყოს სათხოვნად ჰყავდა გაგზავნილი, ორჯერ რომ ვახსენეთ უკვე.

რაო, ეს ანეკდოტი ჩაქუჩზეაო? რა უჭირს მერე, სალაშინი ცუდად ჩაჯდა? მით უმეტეს, სწორედ ამ უკანასკნელზე ვაპირებთ საუბარს და წარმოიდგინეთ, შესავლის ნაწილი ჩაქუჩზე იყოს და მერე კი საუბრის მთავარი თემა ელექტრო შალაშინი აღმოჩნდეს, დიდი უცნაურობა არ გამოვა?

მაშ, შევთანხმდით - სანამ ხელებს აიკაპიწებთ და შრომას შეუდგებით, ჯერ საფუძვლიანად განვიხილოთ ელექტრო შალაშინი.

რა სარგებლობა მოაქვს შალაშინს?

მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ, ელექტრო შალაშინი - ეს არის ინსტრუმენტი, რომლის დანიშნულებაც ხე-ტყის მასალის ზედაპირის გათანაბრებაა. შედეგად, მასალა, როგორც წესი, იდეალურად გლუვი ხდება, რადგან ხერხდება უსწორმასწორობის, ყველა სახის დეფექტის აღმოფხვრა.

რა შეუძლია შალაშინს?

შეიძლება ითქვას, ელექტრო შალაშინი ნამდვილად არის ისეთი ხელსაწყო, რომელიც მეზობელს კი უნდა ათხოვო, მაგრამ საგულდაგულოდაც უნდა მოუარო. გავაგრძელოთ მის შესაძლებლობებზე საუბარი და თავადაც დარწმუნდებით...

კიდევ რისთვის შეიძლება ელექტრო შალაშინის გამოყენება, ჩემო ბატონო და ეს ამბავი მის ტექნიკურ მახასიათებლებსა და დამატებით შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. თუკი ინსტრუმენტის კონსტრუქციური თავისებურებები საშუალებას იძლევა, შემდეგი ოპერაციების შესრულებაც შეიძლება:

  • ირიბი კიდეების ჩამოჭრა;
  • მასალაზე ღარების დატანა;
  • მასალის დამუშავება და საჭირო ზომამდე დაყვანა;
  • მეოთხედის ამოღება.

ამით ელექტრო შალაშინის შესაძლებლობების აღწერა ნამდვილად არ სრულდება. მაგალითად, მისი დახმარებით შესაძლებელია კვეთის სიღრმის კონტროლი, რაც იდეალური შედეგის მისაღებად მეტად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი სასარგებლო ფუნქცია გახლავთ მეოთხედის ან ფალცის ამოღება.

გასათვალისწინებელია, რომ იმ შემთხვევაში, როცა გამოიყენება სწორი დანები, შედეგი ყოველთვის დამაკმაყოფილებელი არ არის: ზედაპირზე უმნიშვნელო ტალღები რჩება. გამოსავალი „სპირალური“ საცმების გამოყენება გახლავთ.

რა განასხვავებს ელექტრო შალაშინს ხელის ანალოგისგან

ელექტრო და ხელის შალაშინის ძირითადი კონსტრუქციული ელემენტები ერთნაირია, თუმცა ელექტრო, ბუნებრივია, ბევრად განსხვავებულია და აი, რაში:

  • ტექნიკური თვალსაზრისით გაცილებით რთული მოწყობილობაა;
  • მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ კვების წყაროს არსებობის შემთხვევაში;
  • მუშაობისას გაცილებით ნაკლები ძალისხმევაა საჭირო. შესაბამისად, დაღლილობაც არც იმდენად მასშტაბური იქნება;
  • ბევრად მაღალია წარმადობა;
  • დანების განსხვავებული კონსტრუქცია;
  • შეიძლება მისი, როგორც რეისმუსის გამოყენება;
  • შესრულებული სამუშაოს ხარისხი და სიზუსტე მნიშვნელოვნად მაღალია;
  • მასალის დამუშავება ხდება დანების ტრიალის და არა ადამიანის ორმხრივი მოძრაობების ხარჯზე;
  • მუშაობის შედეგად წარმოქმნილი ნახერხი ძირს დაყრის ნაცვლად, სპეციალურ ტომარაში გადადის.

აქვე ისიც აუცილებლად არის გასათვალისწინებელი, რომ ინსტრუმენტის მუშაობის საკმაოდ მაღალი სიჩქარის გამო, ტრავმატიზმის რისკები ნამდვილად არ არსებობს, თუმცა მათი შემცირება უსაფრთხოების ზომების დაცვით ძალიანაც მარტივად შეიძლება.

ელექტრო შალაშინის ტიპები

ელექტრო შალაშინები ორ ტიპად იყოფა. ეს ტიპებია - პროფესიონალური და საყოფაცხოვრებო.

პროფესიონალური მოდელი გამოირჩევა საიმედოობით, მაღალი სიმძლავრითა და გასაგებიცაა - მაღალი ღირებულებით. პროფესიონალური ელექტრო შალაშინის შეძენა და გამოყენება გამართლებულია იმ შემთხვევებში, თუკი ხის დამუშავების ბიზნესით ხართ დაკავებული. თუკი ხის მასალის დამუშავება სახლში დროდადრო გჭირდებათ, ბუნებრივია, ზედმეტის გადახდა გამართლებული სულაც არ არის. უმჯობესია, ამ მიზნისთვის საყოფაცხოვრებო ელექტრო შალაშინი შეიძინოთ.

საყოფაცხოვრებო მოდელი არ არის გათვლილი ხანგრძლივი გამოყენებისთვის, ამიტომ 20-30 წუთიანი გამოყენების შემდეგ რეკომენდებულია იმავე დროით შესვენება. უნდა ითქვას, რომ საყოფაცხოვრებო მოდელის ღირებულება გაცილებით ხელმისაწვდომია, ხოლო საოპერაციო რესურსთან დაკავშირებით შემდეგი შეიძლება ითქვას: თუ ხელსაწყოს ექსპლუატაციის წესების სრული დაცვით გამოიყენებთ, პროფესიონალური ტიპის ანალოგებზე არანაკლები დროით მოგემსახურებათ.

ელექტრო შალაშინის პლუსებია:

  • იმის ხარჯზე, რომ „სამუშაო ორგანოდ“ ელექტრომოტორი გამოიყენება, ინსტრუმენტი წარმადობის მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა;
  • ხელის შალაშინისგან განსხვავებით, ელექტროს ფიზიკური ძალის დატანება არ სჭირდება - აქაც ელექტრომოტორი მარჯვობს და იმიტომ;
  • შესაძლებელია, ელექტრო შალაშინი გამოიყენოთ როგორც რეისმუსი;
  • ხელის შალაშინთან შედარებით, ელექტრო გაცილებით მაღალი ხარისხის შედეგებს იძლევა;
  • დროის ეკონომია - ელექტრო შალაშინის გამოყენება ხის მასალების დამუშავების სიჩქარეს მნიშვნელოვნად ზრდის.

TOLSEN TOL1518-79564 ელ.სახეხი ხელსაწყო 220w

Tolsen eleqtro shalashini

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 220W
  • ზომა - 187x92.5mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528798613
  • წონა (კგ) - 1.97
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - მტვრის ყუთი + 3 ცალი სახეხი ქაღალდი
  • ბრუნვის სიჩქარე - 6000-12000min

CROWN CT13401 - ელ. შალაშინი 320W

Crown eleqtro shalashini

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 320W
  • ზომა - 115x230mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177421708
  • წონა (კგ) - 2.43
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - მტვრის შემგროვებელი + სახეხი ფურცელი 3 ცალი
  • ბრუნვის სიჩქარე - 6000-12000min

Dewalt DW680-QS ელექტრო შალაშინი 600W

Dewalt eleqtro shalashini

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 600W
  • ზომა - სიგრძე: 290mm სიგანე: 82mm დიამეტრი: 54mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5011402291458
  • წონა (კგ) - 3.2
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - დანა ორმხრივი საჭრელი პირით + პარალელური მიმმართველი + გადამყვანი მტვერსასრუტისთვის
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-15000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-2.5mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება