გაზონმჭრელი აკრიჭინდა, კრიჭი, კრიჭი, კრიჭი, მთლად თავხოტორასი რა გითხრათ, მაგრამ გადასარევად კი ნამდვილად გამოიყურება ეზო, კარ-მიდამო და ბაღ-სკვერი...
გაზონმჭრელი, ალბათ, ნაკლებად, უფრო მეტად ეს მოწყობილობა ცნობილია როგორც გაზონის საკრეჭი და ქვემოთ იმაზე მოგიყვებით, როგორ შეარჩიოთ და სწორად როგორ გამოიყენოთ.
დავიწყოთ იმით, რომ მცირე ზომის გაზონის საკრეჭი გამოსადეგია აგარაკისთვის, ნაკვეთისთვის. მძლავრი მოდელი უმკლავდება ბალახით გადაჭარბებულად გადავსებულ ტერიტორიებს, ხელს უწყობს ქალაქის პარკებისა და მოედნების სილამაზის შენარჩუნებას და ასე შემდეგ.
გავიგოთ, როგორ ავირჩიოთ გაზონის საკრეჭი ოპტიმალური მახასიათებლებით.
რა არის გაზონის საკრეჭი?
გაზონის საკრეჭი ზედმეტი ბალახისგან სხვადასხვა ტერიტორიის გასუფთავებისთვის გამოიყენება. არსებობს პორტატიული მოდელები, როგორიცაა ტრიმერი და სათიბელა: ამ დროს ოპერატორს მოწყობილობა ხელში უჭირავს და პრაქტიკულად, მთელ წონას უმკლავდება. გაცილებით პოპულარულია ბორბლიანი საკრეჭი: მისი გამოყენებისას ადამიანს მხოლოდ მოძრაობის მიმართულების კონტროლი სჭირდება. ყველაზე დიდი და მძლავრი მოწყობილობებია მინი მანქანები - მათ შეუძლიათ ადვილად დაამუშაონ უზარმაზარი ტერიტორიები.
ბორბლიანი გაზონის საკრეჭის ძირითადი ნაწილები
- პლატფორმა ხისტი ჩარჩოთი, რომელზეც აგრეგატი და სხვა კვანძებია დამონტაჟებული. რაც უფრო მაღლაა განლაგებული მუშა აგრეგატი, არასწორ ზედაპირებზე მოდელის გამავლობა მით უკეთესია;
- საჭრელი ბლოკი, როგორც წესი, რამდენიმე დანისგან შედგება. კვანძი მიწის ზედაპირის პარალელურად არის განლაგებული;
- სახელური მართვის ელემენტებით. სპეციალური საფარი მჭიდროდ დაჭერასა და კომფორტულად მანევრირებას უზრუნველყოფს;
- ძრავა - ელექტრო, ბენზინის ან დიზელის. მოტორი განლაგებულია ვერტიკალურად;
- ბორბლები. განსხვავებულია დიამეტრით, სისქით, პროტექტორის ნახატით. იაფფასიან მოდელებზე პლასტიკს ბორბლებია დამონტაჟებული, უფრო ძვირიანზე - რეზინის. რაც მეტია დისკების დიამეტრი, მით უკეთ უმკლავდება გაზონის საკრეჭი ოღროჩოღრო ზედაპირს და წინაღობებს.
გაზონის საკრეჭის სახეობები
მოწყობილობები ჯგუფებად რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით იყოფა.
- ბენზინი - მოდელები აღჭურვილია შიდა წვის ძრავით. საწვავი - ბენზინი-ზეთის ნარევი. კონსტრუქცია გადაცემათა კოლოფითა და ტრანსმისიით შევსებული. გათვალისწინებულია ავზი საწვავისთვის, რაც მოდელის გაბარიტებს მნიშვნელოვნად ზრდის.
ბენზინის გაზონის საკრეჭის პლუსები:
-
- თვითმავალი;
- პროდუქტიულია მძლავრი მჭრელი ინსტრუმენტის ხარჯზე;
- ფლობს მოქმედების შეუზღუდავ რადიუსს.
მინუსები:
-
- საჭიროა საწვავით მუდმივად შევსება;
- გამონაბოლქვი;
- მოქმედებაში მოყვანილი მოტორის ხმაური;
- მძიმე წონა, განსაკუთრებით, სავსე ავზის პირობებში.
- ელექტრო - მოდელები აღჭურვილია ელექტროძრავით, მუშაობს ელექტროქსელზე ან ბატარეებზე. ელექტრო საკრეჭი ჩუმია, მაგრამ ნაკლებად მძლავრი, ვიდრე ბენზინის მოდელი.
ელექტრო გაზონის საკრეჭის პლუსები:
-
- გამონაბოლქვი აირების არარსებობა;
- კომპაქტურობა და მცირე წონა ბენზინის მოდელთან შედარებით.
მინუსები:
მუშაობისთვის მოდელებს როზეტი ან დამაგრძელებელი სჭირდებათ, დიაპაზონი შემოიფარგლება კაბელის სიგრძით. აკუმულატორიანი მოდელი რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ დატენას საჭიროებს.
- მექანიკური - ასეთ მოდელს ძრავა არ აქვს. დანადგარი მოქმედებაში ოპერატორის ფიზიკურ ძალის შედეგად მოდის. ადამიანი მოწყობილობას წინ აწვება, ბორბლების მოძრაობა გადაეცემა ბარაბანს, რომელიც ბალახს ეხება და დანებისკენ მიმართავს.
მექანიკური გაზონის საკრეჭის პლუსები:
-
- არ სჭირდება კვების წყარო;
- მუშაობს მაღალი ტენიანობისა და ნებისმიერი ტემპერატურის პირობებში.
მინუსები
დიდ ფართობზე მუშაობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მექანიკური მოდელები შესაფერისია ახალამოსული ბალახისა და ბუჩქების მოთიბვისთვის.
მიწის მონაკვეთის თავისებურებები
- გაზონის ტიპი. მნიშვნელოვანია შეფასდეს ბალახის სახეობა, სიხისტის ხარისხი და ზრდის ტემპი. თუ ნაკვეთი რბილი, მოკლე ღეროების მქონე მცენარეებითაა დაფარული და ბუჩქები არ არის, გამოდგება მექანიკური ან ელექტრო სათიბი. თუკი ადგილზე მრავალფეროვანი ბალახია, არის მცენარეები მაღალი და სქელი ღეროებით, უმჯობესია, ბენზინის მოდელი გამოიყენოთ.
- ბალახის სიმაღლე. რა სიმაღლეზე უნდა მოიჭრას ბალახი, ამის განსაზღვრა მუშაობის დაწყებამდე ხდება და 20 მმ-დან იწყება. ტრიმერების შემთხვევაში, ეს პარამეტრი არ რეგულირდება - მოთიბვის სიმაღლე იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დაბლა დაწევს ოპერატორი აპარატს. კონკრეტული მოდელის ჭრის მაქსიმალური სიმაღლე პასპორტშია მითითებული. შესაძლებელია, რომ ამ სიდიდეს კიდევ 10 სანტიმეტრი მივამატოთ, თუმცა იმის მოცდა, როდის გაიზრდება ბალახი, არ შეიძლება - დანები ვერ გაუმკლავდება.
- გაზონის ფართობი. მცირე ზომის ნაკვეთს ტრიმერი ან ბორბლებიანი მექანიკური საკრეჭიც გაუმკლავდება. 500 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობისთვის ბენზინის მოტორიანი მოდელები გამოიყენება, ხოლო 1 ჰექტარზე მეტის შემთხვევაში, საქმეში უკვე რეიდერები ერთვებიან.
- რელიეფი. ზედაპირის ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს: არასწორად შერჩეული საკრეჭი ყოველ ჯერზე გაიჭედება. ბორბლებიანი საკრეჭი ბარაბნის მექანიზმი შესანიშნავია დიდი ბალახისთვის, მაგრამ შეიძლება ვერ გაუმკლავდეს ბორცვებიან რელიეფს - ამ შემთხვევაში, უმჯობესია ტრიმერი ან მოდელი როტორული მექანიზმით.
დანების ტიპები
გაზონის საკრეჭები შემდეგი ტიპის დანებით არის აღჭურვილი:
- სტანდარტული - ცალმხრივად გალესილი ფართო დანა. დანის მოძრაობისას წარმოიქმნება ჰაერის ნაკადი, რომელიც მოჭრილ ბალახს გვერდზე ყრის. დანებს განასხვავებენ სიგრძისა და სისქის მიხედვით და კონკრეტული მოდელებისთვის შეირჩევა.
- უნივერსალური - მჭრელი ელემენტი სამაგრის რამდენიმე ვარიანტით. გამოსადეგია სხვადასხვა მოდელის საკრეჭებისთვის.
- მულჩირებისთვის - დანა ბალახს აქუცმაცებს და დამუშავებულ ტერიტორიაზე თანაბრად ანაწილებს.
- ძუა - გამოიყენება რბილი ბალახის ჭრისთვის.
კორპუსის მასალა
- პლასტმასა - კორპუსი მსუბუქი, საკმაოდ გამძლეა და ასეთი მოდელი არც ისე ძვირად ფასობს. გამოიყენება ისეთ პირობებში, როცა არ არის ტოტებითა და ქვებით დაზიანების რისკები.
- ალუმინი - მსუბუქი ლითონი, მდგრადია კოროზიისა და მექანიკური დაზიანების მიმართ. ალუმინის კორპუსი განკუთვნილია მძიმე სამუშაო პირობებისთვის.
- ფოლადი - ყველაზე უფრო გამძლე მასალა. ფოლადის კორპუსი გაზონის საკრეჭს ნებისმიერ პირობებში მუშაობისას იცავს. მნიშვნელოვანია: ლითონს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ანტიკოროზიული საფარი.
B&D BEMW451-QS გაზონის საკრეჭი Mower

- ბრენდი - BLACK&DECKER
- პროდუქტის ტიპი - გაზონის საკრეჭი
- სიმძლავრე - 1200W
- ვოლტი - 220-240V
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხკოდი - 5035048682685
- წონა (კგ) - 10.2
- კვების წყარო - 220-240V
- კომპლექტაცია - ბალახის შესაგროვებელი
- ავზის მოცულობა - 35 L
- თიბვის პარამეტრები - ფართობი: 600m2 სიმაღლე: 20-60mm სიგანე: 32cm
B&D BEMW461ES-QS გაზონის საკრეჭი EASYSTEER

- ბრენდი - BLACK&DECKER
- პროდუქტის ტიპი - გაზონის საკრეჭი
- სიმძლავრე - 1400W
- ვოლტი - 220-240V
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხკოდი - 5035048682753
- წონა (კგ) - 14.7
- კვების წყარო - 220-240V
- კომპლექტაცია - ბალახის შესაგროვებელი
- ავზის მოცულობა - 40 L
- თიბვის პარამეტრები - ფართობი: 600m2 სიმაღლე: 20-70mm სიგანე: 34cm
B&D - BEMW461BH-QS გაზონის საკრეჭი;1400W

- ბრენდი - BLACK&DECKER
- პროდუქტის ტიპი - გაზონის საკრეჭი
- სიმძლავრე - 1400W
- ვოლტი - 220-240V
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხკოდი - 5035048682739
- წონა (კგ) - 15.571
- კვების წყარო - 220-240V
- კომპლექტაცია - ბალახის შესაგროვებელი
- ავზის მოცულობა - 40 l
- თიბვის პარამეტრები - ფართობი: 400m2 სიმაღლე: 20-70mm სიგანე: 34cm
B&D BEMW481BH-QS გაზონის საკრეჭი Bike Handle

- ბრენდი - BLACK&DECKER
- პროდუქტის ტიპი - გაზონის საკრეჭი
- სიმძლავრე - 1800W
- ვოლტი - 220-240V
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხკოდი - 5035048682838
- წონა (კგ) - 17.47
- კვების წყარო - 220-240V
- კომპლექტაცია - ბალახის შესაგროვებელი
- ავზის მოცულობა - 50 L
- თიბვის პარამეტრები - ფართობი: 600m2 სიმაღლე: 20-70mm სიგანე: 42cm