ამბავი 4 გამორჩეული ბარგალკის შესახებ |
ამბავი 4 გამორჩეული ბარგალკის შესახებ |
თავიდან ყველაფერი რთული ჩანს. მაშინ მარტივდება, როცა ბევრჯერ ვცდით და სამუშაო ტექნიკასაც ავითვისებთ. მეტალის დამუშავებაც შემზარავად ჟღერს. მაშინვე კითხვები ჩნდება და პასუხებს თავად ვცემთ. ალბათ, ძალიან რთული დასაჭრელია ? დიახ და ყველა ვერ შეძლებს. ეს პასუხი ტყუილია, უფრო სწორად, შრომატევადი საქმეა, მაგრამ ყველა შეძლებს. მთავარია მონდომება და მარჯვე ხელსაწყო. პირველ საკითხს თქვენ გიტოვებთ, დამხმარე ინსტრუმენტების გაცნობა კი ჩვენზე იყოს. დროა მითი, რომ მეტალის დამუშავება რთულია და მხოლოდ ამ საქმეში გაწაფული ადამიანებს შეუძლიათ, დაივიწყოთ.
ამ საქმის უბადლო მცოდნე ბარგალკაა. სხვა ინსტრუმენტს არც კი განვიხილავთ, რადგან კუთხსახეხზე მეტად ვერავინ დაგეხმარებათ. ხელსაწყო მეტალს მხოლოდ კი არ ამუშავებს, არამედ ჭრის კიდეც. ამ შემთხვევაში სიმძლავრეა გადმწყვეტი, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. რაც უნდა იყოს, ნებისმიერი სახის ბალგარკა ეფექტურად მუშაობს და კარგ შედეგს დებს. ამის მიუხედავად, რამდენიმე მაინც გამოვარჩიეთ და ყველას დეტალურად განვიხილავთ.
გასათვალისწინებელი ის მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც ზემოთ მსუბუქად შევეხეთ. ბალგარკის მოვალეობა მეტალის დაჭრა და დამუშავებაა. აქ კი სიმძლავრეზე ბევრი რამეა დამოკიდებული. მაღალი მონაცემების მქონე ხელსაწყო ყველაფერს ასრულებს. მძლავრი ინსტრუმენტი მასალას ამუშავებს და კიდევაც ჭრის. მისთვის პრობლემა არაფერია. სირთულეებსაც უფრო მარტივად ძლევს. დაბალი სიმძლავრის კუთხსახეხი, მეტალის დასამუშავებლად უფრო გამოიყენება. ასეთ შემთხვევაში თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულყოფილად საქმიანობს. დაჭრისას კი შესაძლოა ასეთი მარჯვე ვერ იყოს. შემდეგი პრინციპით უნდა იხელმძღვანელოთ: თუ ინსტრუმენტი ორივე საქმისთვის გჭირდებათ, მაშინ მძლავრი შეარჩიეთ და თუ მხოლოდ დასამუშავებლად გინდათ, დაბალი ძალას საკმარისი იქნება.
წინასწარ გაგიმხელთ, რომ ჩამოთვლილი ხელსაწყოებიდან, კომპლექტაცია ყველას ახლავს. უმეტესად რამდენიმე ნივთს მოიცავს და ესენია: დამატებითი სახელური, დამცავი და ქანჩი. ზოგს ორი ნივთი მოყვება, ზოგსაც კი სამივე. პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ ნივთები საჭიროა და სხვადასხვა მომენტში გამოგადგებათ. სირთულეებს გაამარტივებს და სამუშაოს კომფორტულს გახდის.
ხელსაწყოებს უმარავი განსხვავება აქვს. სიმძლავრით დაწყებული და ფორმით დასრულებული. კუთხსახეხების შემთხვევაშიც ასეა და ორი მიმართულება იკვეთება. ზოგიერთ ბარგალკა გრძელ ტარიანია, ზოგიც მოკლე. რადიკალურად ვერცერთისკენ ვიხრებით, რადგან თქვენი გადასაწყვეტია, თუ რომლით იმუშავებთ კომფორტულად. ინსტრუმენტების უმეტესობას დამატებითი სახელური მოყვება. ეს კი საქმეს ნებისმიერ შემთხვევაში წინ წევს. ორივე სახის ხელსაწყოს ერგება და კომპაქტურობას მატებს.
ჩვენი საიტის შესახებ, თუ კი აქამდე არაფერი გსმენიათ, ახლა გიამბობთ. პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ საქმე ონლაინ ჰიპერმარკეტთან გვაქვს. ოღონდ ძალიან კარგთან და ამ სსიტყვებზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ. ინსტრუმენტების შესაძენად სახლიდან გასვლა არ დაჭირდებათ. ნივთების გამოწერა ღილაკზე თითის დაჭერით, ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ. ინტერნეტთან წვდომა საკმარისია და მობილურითაც უპრობლემოდ გამოიწერთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. 50 ლარზე მეტ შენაძენზე კი მიტანა უფასოა. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენ დროს დაზოგავთ.
ბალგარკების შემთხვევაში დიდი არჩევანია. ბლოგში ოთხი ბრენდის ინსტრუმენტს განვიხილავთ. ესენია: Dewalt, Bosch, Stanley და Crown. Holst.ge მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. საიტზე Tolsen - სა და Black and Decker - ის კუთხსახეხებსაც გადააწყდებით. ერთი ბრენდი სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ხელსაწყოებს გთავაზობთ. ამით იმის თქმა გვინდა, რომ თუ ჩამოთვლილი ინსტრუმენტების მონაცემები არ გამოგადგებათ, თვალი საიტსაც შეავლეთ.
Dewalt- ის კუთხსახეხი პირველობას ნამდვილად იმსახურებს. მძლავრი ხელსაწყოა და პრობლემებს არ ცნობს. 2600 W ძალა აქვს და ყველანაირ საქმეზე გამოიყენებთ. ბალგარკა მეტალს ამუშავებს და ჭრის კიდეც. ერთდროულად ორივე საქმეს ითავსებს და რაც მთავარია, თავს კარგად ართმევს. დამატებითი სახელური და დამცავი მოყვება. ამ ორი ნივთით კი მუშაობა ბევრად სასიამოვნოა. უსაფრთხოება მნიშვნელოვანი საკითხია და სწორედ ამიტომ, სპეციალური დამცავი ამაზე იზრუნებს. კუთხსახეხი 5.5 კილოგრამს იწონის. არც ძალიან მძიმეა და არც ზედმეტად მსუბუქი. კომპაქტური ხელსაწყების რიგებში ეწერება. ბალგარკას სიჩქარეც ხელს უწყობს. გრძელ ტარიანია და საშუალო ზომა აქვს. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში, ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს. თუ კი მეტალზე მუშაობა თქვენი ყოველდღიურობაა, Dewalt - ის ხელსაწყო ზედგამოჭრილია.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Bosch- ის ბალგარკას ბევრი კარგი თვისება აქვს და არცერთს დავუკარგავთ. პირველი ის არის, რომ საკმაოდ მძლავრი და სწრაფია. პრობლემა არც მეტალის დაჭრა და მითუმეტეს, არც დამშავებაა. კომპლექტაციაში სამი ნივთი მოყვება, კერძოდ, დამატებითი სახელური, დამცავი და ქანჩი. ინსტუმენტს Restart protection - ის ფუნქცია აქვს და ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს. გრძელ ტარიანია და საშუალო წონისაა .
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
საუკეთესო ბრენდების ცვენაა და მესამე Stanley - ია. ბალგარკა ხარისხიანია და დიდხანს მუშაობს. მძლავრიაო ვერ ვიტყვით, უფრო საშუალო კატეგორიაში გადის. 900 W არც ძალიან დაბალი მაჩვენებელია და არც მაღალი. რაც მთავარია, მეტალს კარგად ამუშავებს, ხარვეზებს არ ტოვებს და საქმესაც არასდროს ზარდება. დამატებითი სახელური, დამცავი და ქანჩი მოყვება. სამივე ნივთი საჭიროა და საქმეს გაგიმარტივებთ.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
ბოლოს კი Crown - ის ჯერიც მოვიდა. ჩამოთვლილებს შორის ყველაზე დაბალი სიმძლავრისაა. მაინცდამაინც ნუ გადატვირთავთ და სხვა მხრივ, არაფერზე დაიწუწუნებს. მოკლე ტარიანია და კომპაქტურობით გამოირჩევა. დამატებითი სახელური და დამცავი მოყვება. მსუბუქია და კომფორტულად მუშაობა გარანტირებულია. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ხელმისაწვდომი ფასი აქვს და თუ ახლავე გამოიწერთ, რამდენიმე დღეში თქვენთან იქნება.
კომპლექტაცია:
უპირატესობები: