ამოქოქეთ ბენზო სათიბელა და უსაფრთხოებაც მოგვარებულია და ესთეტიკურადაც დაკმაყოფილდებით

ბალახი ცვრიანია კაი - გაივლი, მამულს შეიგრძნობ, მაგრამ ბალახით გადავსებული ეზო, არც მთლად სასიამოვნო სანახავია. მოუვლელ ბალახსა და ეკალბარდებს ვგულისხმობთ, თორემ ეზო-კარს რომ მოვლილი ბალახი უხდება, ვინ დავობს, ვის არ მოსწონს?!

პრინციპში, მხოლოდ პირად საკუთრებაში არსებულ ეზოს როდი სჭირდება მოვლა და დასუფთავება, საზოგადოებრივ ბაღებსა და პარკებში, სადაც ბავშვები დარბიან, ბალახი აუცილებლად მოთიბული უნდა იყოს - კაცმა არ იცის, ბუჩქებში რა და ვინ ოხერი დაიდებს ბუდეს. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ესთეტიკის ამბავია - ამოქოქე სათიბელა და უსაფრთხოებაც მოგვარებულია და ესთეტიკურადაც დაკმაყოფილდები!..

ხომ მიხვდით, ბენზო სათიბელაზე რომ უნდა გესაუბროთ? პრინციპში, რა დიდი მიხვედრა უნდა, სათაურითაც ყველაფერი გასაგები იყო და რაკი ახლა ამას კითხულობთ, ესე იგი, არასასურველი ბალახის მოშორების გზებს ეძებთ და სწორედ იქ მოხვდით, სადაც საჭიროა.

რა სარგებლობა მოაქვს ბენზო სათიბელას?

ბენზო სათიბელა არასასურველი მცენარეებისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ერთნაირი წარმატებით გამოიყენება ნაკვეთებში, ბაღებსა და პარკებში.

რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერი სხვა მოწყობილობა, სათიბელა საჭიროებს მუდმივ მოვლას და ზოგჯერ მცირე რემონტსაც, რაც დიდ სირთულეებს სულაც არ უკავშირდება და ნებისმიერს ხელეწიფება.

როგორ უნდა მოუაროთ ბენზო სათიბელას?

შვებულებას რომ სათიბელა არ მოგთხოვთ და სეზონურად ყველა კურორტზე დასასვენებლად წაყვანას, ცხადზე უცხადესია, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყურადღება და მოვლა ნამდვილად სჭირდება.

მოგიყვებით, როგორ უნდა მოუაროთ სწორად აღჭურვილობის ყველა ნაწილს, როგორ არეგულიროთ, როგორ დაშალოთ, როგორ შეზეთოთ მისი მოძრავი ნაწილები.

  • ძრავა - ყურადღება მიაქციეთ საჰაერო ფილტრის სისუფთავეს, პოროლონის დეტალები ზეთით უნდა იყოს გაპოხილი. საწვავის ფილტრი კვირაში მინიმუმ ერთხელ უნდა შემოწმდეს და გაუმართაობის შემთხვევაში, დროულად გამოიცვალოს. მაყუჩი და სანთლები რეგულარულად უნდა გაიწმინდოს ნახშირბადის ნარჩენებისგან. მუშაობის დაწყების წინ ყოველთვის უნდა შემოწმდეს ყველა ხრახნისა და ქანჩის სიმჭიდროვე. ეს არა მხოლოდ მოწყობილობის გამართულად მუშაობისთვის, არამედ თქვენი უსაფრთხოებისთვისაც აუცილებელია - Holst.ge რომ უსაფრთხოების საკითხებს ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, კი იცით...
  • რედუქტორი - უნდა გაიწმინდოს მტვრისგან და დაბინძურებისგან საჭიროების შესაბამისად, ვინაიდან ხელს უშლის გაგრილებას. გაწმენდის შემდეგ კი საჭიროა რედუქტორის ნებისმიერი ზეთით გაპოხვა.
  • სათიბის თავი ძუით - ბენზო სათიბელას ეს ნაწილი ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გასუფთავდეს. ასევე, დროულად შეიცვალოს, როგორც კი დეფორმაციას ან ბზარს შენიშნავთ. ამასთან, საჭიროა მხოლოდ სპეციალური ძუის გამოყენება, დაუშვებელია ნებისმიერი სხვა ტროსი თუ სადენი. ძუის დიამეტრი ზუსტად ისეთი უნდა იყოს, რაც კონკრეტული მოდელისთვის არის განსაზღვრული.
  • მჭრელი დისკი - ლითონის ნაწარმი აუცილებლად გალესილი უნდა იყოს (ამისთვის არსებობს სპეციალური შაბლონები) განსაკუთრებული დახრით. სასურველია, ორმხრივი მოდელები დროდადრო გადაბრუნდეს თანაბარი ცვეთისთვის. დაბლაგვებული ან არასწორად გალესილი დისკები და პირები ძრავას გადატვირთავს და ექსპლუატაციის დროსაც შეამცირებს.
  • დამცავ გარსაცმებს ოპერატორი თიბვის დროს ყოველთვის უნდა იყენებდეს. მუშაობის დასრულების შემდეგ საგულდაგულოდ გაწმინდეთ გარსაცმის ზედაპირი წყლის ჭავლით ან რბილი ქსოვილით ისე, რომ ზედაპირი არ დააზიანოთ.

როგორ უნდა არეგულიროთ ბენზო სათიბელას კარბიურატორი

სწორი რეგულირება მოწყობილობის გამართულად მუშაობის წინაპირობაა. გამოუცდელებმა, როგორც წესი, არ იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროცესი ბენზო სათიბელასთვის და ყურადღებას არ აქცევენ, ან უბრალოდ, არც იციან, როგორ დაარეგულირონ კარბიურატორი და იმედი აქვთ, რომ ქარხნული პარამეტრები საკმარისია. ეს ასე ნამდვილად არ არის და ყველა მექანიზმის შემოწმება და კარბიურატორის რეგულირება მუდმივად საჭიროა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია და რჩევები სათიბებში კარბიურატორის გასამართად:

1. კარბიურატორს 3 ხრახნი აქვს: მარცხენა, ქვედა და მარჯვენა. ხრახნებამდე რომ მიხვიდეთ, აუცილებელია იმის ცოდნა, როგორ დაშალოთ ბენზო სათიბელა, უფრო სწორად, როგორ მიხვიდეთ კარბიურატორამდე. ეს ინფორმაცია მოწყობილობის ტექპასპორტში უნდა იყოს მითითებული;

2. ქვედა ხრახნი პასუხისმგებელია უქმ სვლაზე, მარჯვენა - საწვავის მოცულობაზე, რომელიც ძრავას დაბალი ბრუნებისას მიეწოდება, ხოლო მარცხენა პასუხს აგებს საწვავის მიწოდება მაღალი ბრუნების პირობებში;

3. ჩართეთ კარბიურატორი უქმ სვლაზე. გამართულობის შემთხვევაში, ის თანაბრად მუშაობს როგორც ცივი, ისე ცხელი მოტორის პირობებში, ასევე, დაბალი ან მაღალი ბრუნების დროს. თუკი რაღაც ისე არ არის, ანუ მოწყობილობა თანაბრად არ მუშაობს, საჭიროა ქვედა ხრახნის დატრიალება;

4. დაბალი ბრუნებისას საწვავის მიწოდების რეგულირება მარჯვენა ხრახნის დატრიალებით ხდება საათის საპირისპირო მიმართულებით;

5. კარბიურატორის დარეგულირება მაღალი ბრუნებისას შემდეგნაირად ხდება: გახსენით დროსელი და გაზს მაქსიმალურად დააწექით. მარცხენა ხრახნი საათის ისრის მიმართულებით დაატრიალეთ, სანამ ბრუნების კლება არ მოხდება. ამის შემდეგ ხრახნი საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგოდ დაატრიალეთ ძრავის არათანაბარ მუშაობამდე. ბოლოს ხრახნი კვლავ საათის ისრის მიმართულებით უნდა დატრიალდეს იქამდე, სანამ მოტორის თანაბრად სვლის ხმას არ გაიგებთ;

6. ანთების სანთელი (სვეჩები) ასევე ასრულებს კარბიურატორის სწორად რეგულირების მაჩვენებლის ფუნქციას. გაუმართაობის შემთხვევაში, ანთების სანთელზე ნამწვი ჩნდება, ხოლო როცა ყველაფერი კარგად არის, ზედაპირი სისუფთავეს ინარჩუნებს.

ეს არის ყველაზე უნივერსალური ალგორითმი საიმისოდ, რომ ბენზო სათიბელას კარბიურატორი დაარეგულიროთ. ინდივიდუალური რეგულირება დამოკიდებულია თქვენი სათიბელას მოდელის კონფიგურაციაზე.

რამდენიმე საიდუმლო ბენზო სათიბელას სწორად გამოყენებისთვის

ბევრმა იცის, როგორ გამოიყურება ბენზო სათიბელა, როგორ გამოიყენოს იგი ბალახით გადავსებულ ადგილებში. თუმცა, არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, მცენარეები უფრო სწრაფად და ეფექტიანად მოთიბოთ.

1. თიბვის დროს მოძრაობა შეასრულეთ მარჯვნიდან მარცხნივ. ამ შემთხვევაში მოჭრილი ნაწილი უკვე დამუშავებულ მონაკვეთზე მოხვდება. ასე ხდება იქიდან გამომდინარე, რომ ხელსაწყო საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნავს;

2. დიდი და ბრტყელი მონაკვეთების დამუშავება უმჯობესია კვადრატებად. მოთიბეთ ყოველთვის მიწის ნაკვეთის საზღვრიდან ცენტრისკენ;

3. მაღალი ბალახის მოჭრა უმჯობესია სათიბელას გვერდიდან გვერდზე მოძრაობით, მარცხნიდან მარჯვნივ. პირველი მოძრაობით ჭრით მთლიან სიგრძეს, ხოლო მეორე მოძრაობით - ათანაბრებთ;

Lux Garden ბენზო სათიბელა EXP-5200

LuxGarden benzo satibela

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - ბენზო სათიბელა
  • სიმძლავრე - 1600W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4050030824783
  • წონა (კგ) - 8.43
  • კვების წყარო - საწვავი
  • კომპლექტაცია - 2 საცვლელი პირი + ქამარი
  • ძრავის მოცულობა - 52cc
  • ავზის მოცულობა - 1.2 L
  • ბრუნვის სიჩქარე - 7500 min
  • ღერძის სიგრძე/დიამეტრი - 1500mm/26mm
  • ძუა - 2.5mm
  • მოტორი - 2 ტაქტიანი/გაგრილების სიტემით

CROWN CT20050-ბალახის სათიბი საწვავზე

Crown benzo satibela

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ბენზო სათიბელა
  • სიმძლავრე - 1250W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - CT20050
  • წონა (კგ) - 7.6
  • კვების წყარო - საწვავი
  • კომპლექტაცია - ქამარი + 3 საცვლელი პირი
  • ძრავის მოცულობა - 42.7cc
  • ავზის მოცულობა - 1.1 L
  • ბრუნვის სიჩქარე - 3000 min
  • ღერძის სიგრძე/დიამეტრი - 1500mm/26mm
  • ძუა - 2.5mm
  • მოტორი - 2 ტაქტიანი/გაგრილების სიტემით

SCHPINDEL ბენზო სათიბელა EXP-5200 Industrial

Schpindel benzo satibela

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ბენზო სათიბელა
  • სიმძლავრე - 1650W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4050082199730
  • წონა (კგ) - 8.66
  • კვების წყარო - საწვავი
  • კომპლექტაცია - 3 საცვლელი პირი + ქამარი
  • ძრავის მოცულობა - 52cc
  • ავზის მოცულობა - 1.6 L
  • ბრუნვის სიჩქარე - 7000 min
  • ღერძის სიგრძე/დიამეტრი - 1500mm/28mm
  • ძუა - 2.5mm
  • მოტორი - 2 ტაქტიანი/გაგრილების სიტემით

TOLSEN TOL1592-79620 ბენზო სათიბელა INDUSTRIAL 1200W/1.7HP

Tolsen benzo satibela

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ბენზო სათიბელა
  • სიმძლავრე - 1500W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 6933528788416
  • წონა (კგ) - 12
  • კვების წყარო - საწვავი
  • კომპლექტაცია - 3 საცვლელი პირი + ქამარი
  • ძრავის მოცულობა - 43cc
  • ავზის მოცულობა - 1.2 L
  • ბრუნვის სიჩქარე - 3000 min
  • ღერძის სიგრძე/დიამეტრი - 1500mm/26mm
  • ძუა - 2.4mm
  • მოტორი - 2 ტაქტიანი/გაგრილების სიტემით

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება