აქვს თუ არა მნიშვნელობა ონკანის ზომას? |
აქვს თუ არა მნიშვნელობა ონკანის ზომას? |
ონკანიდან წყალი მოდის, აბა, დელი-დელაო... ამ ჩვენს ონკანს შემოევლოს წიფელა და თელაო... თუ ეს სიმღერა ფიფქებსა და ნაძვის ხეზეა? კი, კი, ნამდვილად ფიფქებია და ნაძვის ხე... თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, თითქოს, ჩაჯდა რითმში და...
კაცმა რომ თქვას, ბორბალზე ნაკლები გამოგონებაა ონკანი კაცობრიობისთვის? თავის დროზე რომ სცოდნოდათ, რამდენად კომფორტული რამ არის ონკანი, შუმერები ბორბალზე კი არა, დიახაც, ონკანზე შეაჩერებდნენ არჩევანს.
ჰო, მართლა, სამზარეულოს ონკანიდან წამოსული საუკეთესო წყლის რეიტინგი თუ გახსოვთ?
აქვე მინიშნებასაც მოგცემთ - მეორე ადგილზე დილიჟანია...
პირველი ადგილი სან-ფრანცისკოს ეკუთვნის. ყოველ შემთხვევაში, რუბიკას აზრით...
უცნაური ამბავია, მაგრამ ბევრი არც კი ეძებს პასუხს ამ კითხვაზე და არჩევანის საშუალებას კონსულტანტს აძლევს. ერთი მხრივ, თუკი გაუმართლებს ასეთ ადამიანს და პროფესიონალთან დაიჭერს საქმეს, კი ბატონო, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან დიდია რისკი, რომ კონსულტანტი დიდად ვერ ერკვეოდეს მსგავს საკითხებში და სულაც არ იყოს მისი ძლიერი მხარე ონკანები. ესეც რომ არ იყოს, მაღაზიისთვის მთავარია, რაც შეიძლება ბევრი გაყიდოს, თანაც - ძვირად. პირადული ამაში არაფერია, ბიზნესია და სისტემა ასე მუშაობს.
როგორც აგრარულ ბაზარში ხდება ხოლმე, კითხვაზე, „ხო ნამდვილად ახალი ხორცია?“ ოდესმე მიგიღიათ პასუხი - „ძველია, კაცო, ამ საშინელებას ნუ იყიდი“? ასევეა ამ შემთხვევაშიც - იშვიათად, ვინმემ აღიაროს, „უხარისხოა, პატივცემულო, ეს ონკანი და წადი, გაიქეცი, ყველაფერ საშინელებას ვყიდით ჩვენო...“ საბოლოო ჯამში, შეგრჩებათ ონკანი, რომელიც ან მალევე გამოვა მწყობრიდან, ან არც ისე სტაბილურად იმუშავებს, ან ძალიან მალე დაკარგავს მომხიბვლელ გარეგნობას. ჰოდა, რად გინდათ ისეთი პრობლემები, რომელთაც დამატებითი ხარჯების გაღება შეიძლება მოჰყვეს?
მსგავსი უსიამოვნებები რომ აიცილოთ თავიდან, პირველ რიგში, სანდო მიმწოდებელს უნდა მიმართოთ და დიახ, ნამდვილად იგულისხმება Holst.ge, სადაც ყველა კითხვაზე სათანადო, პროფესიონალურ და უტყუარ პასუხებს მიიღებთ.
როცა სანდო მიმწოდებელთან ხართ, უკვე იმის დროა, უთხრათ, კონკრეტულად, რისთვის გჭირდებათ ონკანი - სამზარეულოსთვის, პირსაბანისთვის, აბაზანისთვის, ბიდესთვის, თუ შხაპისთვის.
როგორც წესი, სამზარეულოსთვის იყენებენ მაღალყელიან ონკანს, რომელიც ბევრად მოსახერხებელია ჭურჭლის, ხილისა თუ ბოსტნეულის რეცხვისთვის.
პირსაბანისთვის უმჯობესია უფრო კომპაქტური ზომები და როგორც წესი, მას არჩევენ თავად პირსაბანის ზომების გათვალისწინებით.
აბაზანისა და შხაპის მოდელებს ჰორიზონტალურად ამონტაჟებენ. მათ შორის ის სხვაობაა, რომ შხაპის ონკანს გრძელი წყალსადინარი მილი არ აქვს - წყალი მხოლოდ შხაპის შლანგში მიედინება.
სასურველია, რომ ონკანის ზომა ნიჟარის ზომებს შეესაბამებოდეს. მცირე ზომისა და იაფფასიან ონკანს, ხშირად, დიდი ნიჟარის „მომსახურება“ არ შეუძლია: წყლის ნაკადი ვერ ხვდება წერტილში, სადაც კომფორტულია ხელების დაბანა, თუმცა მცირე ზომის ონკანებიც შეიძლება ხარისხიანი იყოს, კომფორტული და დიდი ზომის ხელსაბანზე გათვლილი. საიდუმლო პროპორციებშია, წყალსადინარი მილის სიგრძეში და დახრაში. თუკი ყველაფერი პროფესიონალურად არის დაპროექტებული, ნაკადი ზუსტად იმ ადგილას მოხვდება, სადაც საჭიროა.
აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ ონკანის ზედმეტად გრძელი მილიც არაკომფორტულია - ნაკადი ნიჟარის კიდეებში მოხვდება, რის გამოც ვერც ხელის დაბანა მოხერხდება და ადამიანი გვარიანადაც გაიწუწება.
ქვემოთ რამდენიმე ონკანის მონაცემების ნახვა შეგიძლიათ, უფრო მეტს საიტის შესაბამის განყოფილებაში გადასვლით მოიძიებთ.