არ მოაკლოთ სასუქი მცენარეებს და მცენარეები არ მოგაკლებენ ხვავსა და ბარაქას

სასუქები - ეს არის ნივთიერებები, რომლებიც დამატებით უზრუნველყოფენ მცენარის ზრდასა და სათანადო კვებას. სასუქი გამოიყენება, მათ შორის, ნიადაგის გასანაყოფიერებლად, კულტურების ზრდის კარგი სტარტისთვის და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კრიტიკულ პერიოდებში, როგორც ზრდა-განვითარების სტიმულირებისთვის, ისე სტრესის შესამსუბუქებლადაც კი.

სანამ იმას განვიხილავთ, როგორ შეარჩიოთ სასუქი, იმაზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას, რაც წინა აბზაცის ბოლოში დავწერეთ - აი, მცენარეების სტრესი რომ ვახსენეთ, რაზეც, შესაძლოა, გაკვირვებით აგეზიდათ წარბები და გონებაში გაგევლოთ: მცენარე და სტრესი?!

დიახ, დიახ, სავსებით შესაძლებელია, სტრესი მცენარესაც გაუჩნდეს და კიდევ უფრო განსაცვიფრებელ ამბავს გეტყვით - ზოგ მათგანს ისიც კი შეუძლია, თვითმკურნალობას მიმართოს და მაგალითად, ასპირინი გამოიმუშაოს.

როგორც კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოლოგი ვილჰელმინა ფონ დე ვენი განმარტავს, მცენარეების შემთხვევაში, სტრესს იწვევს, მაგალითად, არამეგობრული მწერები, გვალვა, ჭარბი სიცხე და ასე შემდეგ.

ცნობილია, რომ მცენარეებიცა და ცხოველებიც სულ უფრო დიდი წნეხის ქვეშ არიან დამთბარი მსოფლიოსგან; ამასობაში უცნობია, რამდენი სახეობა შეძლებს გადარჩენას საშუალო ტემპერატურის მატების პირობებში.

სწორედ ამ და კიდევ არაერთი მიზეზის გათვალისწინებით, თავადაც დაგვეთანხმებით და წესით, სკეპტიკოსებიც იმას უნდა ფიქრობდნენ, რომ სასუქები მცენარეული კულტურებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, თუკი მცენარეს ყველა წესისა და რიგის მიხედვით მიაწვდით და არ მოაკლებთ სასუქს, ისინიც ხვავსა და ბარაქას არ მოგაკლებენ!..

რა უნდა იცოდეთ სასუქის შესახებ?

სასუქების კლასიფიკაციისას გასათვალისწინებელია ქიმიური შემადგენლობა, მიღების მეთოდები და სხვა ნიშნები. ძირითადად, სპეციალისტები სასუქის შემდეგ სახეობებს გამოყოფენ:

  • ორგანული
  • მინერალური
  • მინერალურ-ორგანული
  • ბაქტერიული
  • მიკროსასუქები.

სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ საქართველოს მრავალფეროვანი ნიადაგურ-კლიმატური პირობები განსხვავებულ ზეგავლენას ახდენენ თუნდაც ერთი და იმავე კულტურის ზრდა-განვითარებაზე. ამდენად, მცენარეებსაც აუცილებლად სჭირდებათ სწორი კვება და სასუქით დახმარების აღმოჩენა.

გასათვალისწინებელია, რომ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის მისაღებად საჭიროა, ზუსტად იქნას გათვლილი მინერალური და ორგანული სასუქებისა და პესტიციდების ნორმები, შეტანის ვადები და წესები.

კონკრეტულად, რა სარგებელს მოგიტანთ სასუქი?

  • იზრდება მოსავლიანობა;
  • ჩქარდება მცენარის ზრდის პროცესი;
  • უმჯობესდება ნიადაგის ნაყოფიერება;
  • ნიადაგი დაცული ხდება ეროზიისგან;
  • მცენარე დაცული ხდება ვირუსული დაავადებებისგან.

აქვე დავამატოთ ისიც, რომ სამრეწველო სასუქები იძლევიან მოსავლის ნამატის თითქმის ნახევარს. გარდა ამისა, ისინი დადებითად მოქმედებენ ატმოსფეროზე, რაც განპირობებულია ფოტოსინთეზის პროცესის გაძლიერებით - ნახშირჟანგის ასიმილაციისა და ჟანგბადის გამოყოფის გადიდებით.

რადგან სამრეწველო სასუქები ვახსენეთ, დავაკონკრეტოთ, რომ წარმოების მეთოდის მიხედვით სასუქები შემდეგნაირად იყოფა: სამრეწველოდ და ადგილობრივად.

  • სამრეწველო - ეს არის ქარხნებში წარმოებული მინერალური სასუქები;
  • ადგილობრივი - მიღებულია გამოყენების ადგილებში, უშუალოდ ფერმებში ან მათ მახლობლად. ამ ჯგუფში შედის ნაკელი, ფრინველის ექსკრემენტები, კომპოსტი, ტორფი, ნაცარი, კირის სასუქები.

არსებობს სხვადასხვა ფორმისა და განსხვავებული შემადგენლობის სასუქები, რომლებიც განკუთვნილია სპეციალურად თესლისა და ნერგებისთვის, ასევე, ცალკეული სახეობებისა და ჯიშების მცენარეებისთვის.

ნიადაგზე ზემოქმედების ხასიათისა და მცენარეთა კვების რეჟიმის მიხედვით განასხვავებენ პირდაპირ და არაპირდაპირ სასუქებს.

  • პირდაპირი სასუქები ნარგავებს საკვები ნივთიერებებით (აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, მიკროელემენტები) ამარაგებს. ამ ჯგუფში შედის მრავალი მინერალური და ორგანული სასუქი;
  • არაპირდაპირი სასუქი აუმჯობესებს ნიადაგის თვისებებს, ახდენს მასში საკვები ნივთიერებების მობილიზებას. ამ ჯგუფში შედის ბაქტერიული სასუქები, რომლებიც ნიადაგში ბიოლოგიურ პროცესებს აჩქარებენ.

Valagro - სასუქი - ბრექსილ მიქსი - 1 კგ.

BREXIL-MIX sasuqi

  • ბრენდი - VALAGRO
  • პროდუქტის ტიპი - მინერალური - ორგანული სასუქი
  • შტრიხ-კოდი - 8031702016411
  • წონა (კგ) - 1
  • მოცულობა - 1 კგ
  • მოქმედი ნივთიერება - მაგნიუმის ოქსიდი - 6%; ბორი - 1.2%; სპილენძი - 0.8%; რკინა - 0.6%; მოლიბდენი - 1%; თუთია - 5%; მანგანუმი - 5%;
  • პრეპარატული ფორმა - მიკროგრანულარული სასუქი
  • მწარმოებელი კომპანია - VALAGRO
  • მწარმოებელი ქვეყანა - იტალია
  • კულტურა - ყველა

Valagro - სასუქი - მასტერი 18.18.18 - 25 კგ

MASTER sasuqi

  • ბრენდი - VALAGRO
  • შტრიხ-კოდი - 8031702009291
  • მოცულობა - 25 კგ
  • პრეპარატული ფორმა - კრისტალური სასუქი
  • მწარმოებელი კომპანია - VALAGRO
  • მწარმოებელი ქვეყანა - იტალია
  • კულტურა - ყველა
  • პროდუქტის ტიპი - მინერალური - კრისტალური სასუქი
  • წონა (კგ) - 25

Lebosol - სასუქი - 10 ლ - რობუსტუსი

Robustus sasuqi

  • ბრენდი - Lebosol
  • პროდუქტის ტიპი - მინერალური - ფოთლოვანი სასუქი
  • შტრიხ-კოდი - 15294
  • წონა (კგ) - 10.2
  • მოცულობა - 10 ლ
  • მოქმედი ნივთიერება - 7,0 % საერთო ბორის შემცველობა (B); 14,6 % კალციუმის ოქსიდს (Ca); 1,7 % საერთო მაგნიუმის ოქსიდს (MgO)
  • პრეპარატული ფორმა - თხევადი
  • მწარმოებელი კომპანია - Lebosol
  • მწარმოებელი ქვეყანა - გერმანია
  • კულტურა - ყველა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება