არ თქვათ ახლა, რატომ არის საჭირო გაზონის საკრეჭი...

გაიღვიძა ბუნებამ და გამოჩნდა ნაპირი კი არა და - გაიღვიძა ბუნებამ და გამოჩნდა, ბალახის საკრეჭი როგორი საჭირო რამეა.

არ თქვათ ახლა, რატომ არის საჭიროვო, თუმცა, პირიქით, სწორედ ასე უნდა თქვათ და ისეთ ამომწურავ პასუხს გაგცემთ, თქვენი მოწონებული.

რატომ არის საჭირო გაზონის საკრეჭი

შეიძლება ითქვას, გაზონის მოვლა მარტივი ნამდვილად არ არის. ამ საქმეს საკმაო დრო და ძალისხმევა სჭირდება, მით უმეტეს, თუ ბალახს ცელით უნდა შეუტიოთ. პროცესის მნიშვნელოვნად შემსუბუქება, რა თქმა უნდა, გაზონის საკრეჭით შეიძლება. საჭიროა მხოლოდ ის, რომ მოდელი სწორად შეარჩიოთ.

რომელი მოდელი ჯობია?

არსებობს ბენზინისა და ელექტრო ძრავების მქონე ვერსიები. განვიხილოთ ცალ-ცალკე.

ბენზინის ძრავის მქონე გაზონის საკრეჭს, როგორც წესი, შედარებით დიდი ნაკვეთის მეპატრონეები ყიდულობენ ხოლმე.

ბენზინის მოდელის უპირატესობებია:

  • მობილურობა. ელექტროსგან განსხვავებით, ბენზინის მოდელი არ არის დამოკიდებული კვების წყაროზე და ავტონომიურად მუშაობს;
  • სიმძლავრე;
  • მანევრირება. მაღალი მანევრირების ხარჯზე, ბენზინის ძრავის მქონე გაზონის საკრეჭი რთული რელიეფის ნაკვეთებსაც უმკლავდება;
  • ექსპლუატაციის უფრო ხანგრძლივი პერიოდი;
  • მრავალფეროვანი საფასო კატეგორია.

ბენზინის მოდელის შერჩევაში მთავარი მისი ძრავა გახლავთ. არჩევანი უნდა გაკეთდეს ცნობილი მწარმოებლების ძრავებზე, რომლებსაც სათანადო შემოწმება აქვთ გავლილი. არ ღირს „ცხენების“ დიდი რაოდენობით მოხიბვლა. მით უმეტეს, რაც უფრო მეტია „ცხენი“, მით მძლავრი და შესაბამისად, ძვირი იქნება. საშუალო ზომის ნაკვეთისთვის 3-5 ცხენის ძალის სიმძლავრე აბსოლუტურად საკმარისია.

ბალახის საჭრელი ელექტრო მოტორით შედარებით მცირე ზომის ნაკვეთებზე გამოიყენება.

მთავარი უპირატესობებია:

  • სიმსუბუქე და კომპაქტურობა (ბენზინის მოდელთან შედარებით);
  • არ გამონაბოლქვი, ნაკლებად ხმაურიანია;
  • ბენზინის მოდელზე იაფი ღირს;
  • ექსპლუატაცია მნიშვნელოვნად მარტივია (მხოლოდ დანის პერიოდულად გალესვა სჭირდება).

პრინციპში, ელექტრო მოტორიანი საკრეჭი საკმაოდ მარტივია და ამასთან ერთად, გამძლე. მინუსებად შეიძლება მივიჩნიოთ:

  • სჭირდება დენის წყარო, თუმცა ამ პრობლემის მოგვარება Holst.ge-ზე შეძენილი დამაგრძელებლით მარტივად შეგიძლიათ;
  • წვიმიან ამინდში ჩართვა არ შეიძლება;
  • ნაკლები სიმძლავრე (იშვიათი გამონაკლისების გარდა).

თვითმავალი და არათვითმავალი

არათვითმავალი საკრეჭს მცირე ძალდატანება სჭირდება. ჩვეულებრივ, ასეთი მოდელები მსუბუქი, კომპაქტური და ნაკლებად მძლავრია. გამოსადეგია მცირე ზომის მონაკვეთებზე. მართალია, გარკვეულწილად, მოუხერხებელია ის, რომ ხელით მიწოლა სჭირდება, მაგრამ სამაგიეროდ, დაბრკოლებებისთვის გვერდის ავლა გაცილებით მარტივია და გათიშვა საჭირო არ არის.

თვითმავალი ტექნიკა გაცილებით მძიმეა და მძლავრი მოტორითაც არის აღჭურვილი, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს დანები და ბორბლები. თვითმავალი მოდელის მთავარი მინუსი მაღალი ღირებულებაა.

კიდევ რა პარამეტრებია ყურადსაღები

- ძრავის ბრუნები დანის სიჩქარეს განსაზღვრავს. თვის მხრივ, რაც უფრო მაღალია დანის სიჩქარე, მით სუფთაა ჭრა და ნაკლები იმის ალბათობა, რომ მცენარე მიწიდან ფესვიანად ამოიძირკვება. ნაზი და „ახალგაზრდა“ ბალახის ჭრისას, სასურველია სიჩქარის მაქსიმალურად მომატება, ვინაიდან ახლადამოსულ ბალახს ფესვთა სისტემა ძალიან სუსტი აქვს და შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ მარტივად დაზიანდება;

- როცა ბალახი ხშირი და სქელია, საკრეჭის ბრუნები მცირდება და ბალახი ზიანდება. მძლავრი მოტორისთვის ეს არც ისე დიდი პრობლემაა, რადგან სირთულეებს უფრო წარმატებულად უმკლავდება;

- ბალახის საჭრელის კორპუსი შეიძლება იყოს პლასტმასის ან ლითონის. უმჯობესია, ეს უკანასკნელი შეარჩიოთ, ვინაიდან არის საკმაოდ მსუბუქი, მაგრამ რაც მთავარია, მდგრადია დაზიანებების მიმართ;

- გაზონის საკრეჭის საბურავები. უმჯობესია მოზრდილი დიამეტრის საბურავებიანი მოდელის შეძენა. დიდი საბურავების დახმარებით, საკრეჭი გაზონზე უფრო მარტივად დაგორავს და შესაბამისად, ადამიანსაც ნაკლები ძალის დახარჯვა უწევს. ესეც რომ არ იყოს, ფართო საბურავი ბალახს ნაკლებად აზიანებს;

- ბალახის შესაგროვებელი. არსებობს საკრეჭი ხისტი და რბილი შესაგროვებლებით. ხისტიდან ბალახი თავად ცვივა. როგორც წესი, რბილი შესაგროვებელი მხოლოდ მძლავრ მოდელებზე მონტაჟდება, რომელთაც ნაკადი იმდენად ძლიერი აქვთ, რომ ბალახი იქ მოხვედრამდე არ იფანტება;

- თიბვის 3 ფუნქცია. გაზონის საკრეჭი ბალახის თიბვას სამი მეთოდით ახერხებს:

  • პირველი - ბალახის უკან ან გვერდზე გასროლით. ამ მეთოდის მინუსია ის, რომ მუშაობის დასრულების შემდეგ, ბალახი ხელით არის შესაგროვებელი, მოსაწესრიგებელი;
  • მეორე - ბალახის გადასროლა შესაგროვებელში. ამ შემთხვევაში, გაზონი მოვლილად და აკურატულად გამოიყურება, მოგროვილი ბალახი კი პირდაპირ კომპოსტში ხვდება, ან მისთვის განსაზღვრულ ადგილას;
  • მესამე - მულჩირება. ამ მეთოდისას, მოჭრილი ბალახი თანაბრად იფანტება, რაც გაზონისთვის შესანიშნავი ბუნებრივი კონდიციონერია.

B&D - BEMW461BH-QS გაზონის საკრეჭი; 1400W

Black&Decker gazonis sakrechi

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - გაზონის საკრეჭი
  • სიმძლავრე - 1400W
  • ვოლტი - 220-240V
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048682739
  • წონა (კგ) - 15.571
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - ბალახის შესაგროვებელი
  • ავზის მოცულობა - 40 l
  • თიბვის პარამეტრები - ფართობი: 400m2 სიმაღლე: 20-70mm სიგანე: 34cm

B&D - BEMW471ES-QS გაზონის საკრეჭი; 1600W

Black&Decker gazonis sakrechi

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - გაზონის საკრეჭი
  • სიმძლავრე - 1600W
  • ვოლტი - 220-240V
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048682807
  • წონა (კგ) - 17.853
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - ბალახის შესაგროვებელი
  • ავზის მოცულობა - 45 l
  • თიბვის პარამეტრები - ფართობი: 600m2 სიმაღლე: 20-70mm სიგანე: 38cm

LEO - გაზონის საკრეჭი ბენზინზე LM46Z-2L

LEO gazonis sakrechi

  • ბრენდი - LEO
  • პროდუქტის ტიპი - გაზონის საკრეჭი
  • სიმძლავრე - 4HP
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6946687628011
  • წონა (კგ) - 35
  • კვების წყარო - საწვავი
  • კომპლექტაცია - ბალახის შესაგროვებელი
  • ძრავის მოცულობა - 139cc
  • ავზის მოცულობა - 70 l
  • თიბვის პარამეტრები - ფართობი: 1000-5000m2 სიმაღლე: 30-80mm
  • დანიშნულება - თვითმავალი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება