არც კი იფიქროთ, რომ ფრეზის შერჩევა რთულია |
არც კი იფიქროთ, რომ ფრეზის შერჩევა რთულია |
„დრელი ყველა ბზუისო, ფრეზერთან ყველა ტყუისო“... არა, დრელის შესაძლებლობების დაკნინება წამითაც არ გაგვივლია გულში - მას თავისი ადგილი აქვს ყველა ხელოსნისა და ჩხირკედელას არსენალში, მაგრამ როცა საუბარი ისეთ ინსტრუმენტს ეხება, როგორიც ელექტრო ფრეზი გახლავთ, ან ანდაზას მოიგონებს ადამიანი, ან ლექსს მიუძღვნის, მაგრამ საქმის კეთება თუ გადაწყვიტა, ისეთებს ჩაატარებს, უჰ, თქვენი მოწონებული!..
ზოგი იტყვის ხოლმე, ფრეზერი მჭირდებაო, ზოგი - ფრეზი მათხოვეო, თუმცა ყველა ამ უნიკალურ ინსტრუმენტს გულისხმობს, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია დამუშავდეს როგორც ხის, ისე პლასტმასისა თუ ლითონის მრავალფეროვანი დეტალები, ასევე, ქვა, კერამიკა, რთული კომპოზიტები, ორგმინა და ასე შემდეგ.
ხის დამუშავებაზე რომ ვთქვათ დამატებით, ელექტრო ფრეზი ჩინებულად უმკლავდება ხის სამუშაოებს, დაწყებული ზედაპირის სიბრტყის ჩვეულებრივი ფორმირებით დაწყებული, საკმაოდ რთული ელემენტებით დამთავრებული, რისი შედეგიც ხელოვნების ნიმუშს უფრო ჰგავს, ვიდრე სადურგლო ნაწარმს.
ხის დასამუშავებელი სხვა ინსტრუმენტებს რომ შევადაროთ, ფრეზის მექანიზმი გაცილებით უნივერსალურია. მას ხშირად იყენებენ პლასტმასასთან, მინასთან, კერამიკასთან მუშაობის დროსაც, თუმცა, მთავარი დანიშნულება მაინც ხესთან მუშაობაა.
ელექტრო ფრეზის არაერთი სახეობა არსებობს, თუმცა ორ დიდ კატეგორიად იყოფა:
იმისთვის, რომ გაიგოთ, ზუსტად როგორი ელექტრო ფრეზი გჭირდებათ, მის ტიპებში უნდა ერკვეოდეთ და ისიც იცოდეთ, რა სახის სამუშაოების შესრულება შეუძლია.
თავდაპირველად, შეძენამდე, აუცილებელია, განსაზღვრული გქონდეთ, რამდენად ხშირად გამოიყენებთ ინსტრუმენტს, რა მასალას დაამუშავებთ - ამით მარტივად დაასკვნით, უნივერსალური გჭირდებათ, თუ სპეციალიზებული.
არ იფიქროთ, რომ არჩევანის გაკეთება ზედმეტად რთულია. ბოლოსდაბოლოს, Holst.ge აქ არ არის, ოდესმე რჩევის მოცემაზე უარი გვითქვამს? ჰოდა, აგერ, ყველაზე მთავარ რჩევებს გიზიარებთ:
- სიმძლავრე - ეს არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. რაც უფრო რთულია დასამუშავებელი მასალა, მით მძლავრი ინსტრუმენტია საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინსტრუმენტი დავალებას ვერ შეასრულებს და ისიც კი არ არის გამორიცხული, მწყობრიდან გამოვიდეს.
- შესრულებული სამუშაოს სიზუსტე - ყველა მოდელის დოკუმენტაციაში მითითებულია სამუშაოს ცდომილება. ამდენად, თუკი გსურთ მასალაზე დაიტანოთ ფიგურები, გარკვეული ფორმები, არჩევანი უნდა გააკეთოთ მოდელზე, რომელსაც ცდომილების პარამეტრის მინიმალური მაჩვენებელი აქვს.
- დამატებითი ფუნქციონალი - არსებობს ზოგიერთი ფუნქცია, რომელიც ნაკლებად საჭიროა და ინსტრუმენტს მხოლოდ ფასის გაზრდისთვის აქვს მიღებული, მაგრამ პარალელურად, არსებობს უკიდურესად სასარგებლოც. მაგალითად, თანდათანობით გაშვება. ამ ფუნქციის ხარჯზე, მოტორი ნელ-ნელა იწყებს მუშაობას, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც მინიმუმ, ინსტრუმენტის ხელიდან გავარდნის რისკი არ არსებობს.
- ჭრის სიღრმე - ადრე თუ გვიან საკმაო სისქის მასალასთან მუშაობის დროც დადგება. ამდენად, უმჯობესია ისეთი მოდელის შერჩევა, რომელსაც ჭრის სიღრმის საფეხუროვანი რეგულირების ფუნქცია აქვს.