არის თუ არა Sarayli - ის კიბეები საუკეთესო? |
არის თუ არა Sarayli - ის კიბეები საუკეთესო? |
სახლსა თუ გარეთ, აგარაკსა თუ ქალაქში, კიბე საჭირო ხელსაწყოა. ერთი თითქოს და წვრიმლანი საქმის, ფარდის დაკიდების ან ჩამოხსნის დროსაც ინსტრუმენტის დახმარება გჭირდებათ. ალტერნატივა მოიძებნება, მაგრამ ძალზედ საშიშია. აბა, როგორ წარმოგიდგენიათ სხვანაირად? ცოტა არ იყოს, რისკ ქვეშ იქნებით, საყრდენი როდის გამოგეცლებათ, არავინ იცის. კიბის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. საუბარია გამძლე და ხარისხიან ხელსაწყოზე, ზუსტად ისეთებზე, როგორებსაც გთავაზობთ. ინსტრუმენტის შერჩევისას სასურველია რამდენიმე მახასიათებელი გაითვალისწინოთ. თუ რომელს უნდა მიაქციოთ ყურადღება, ახლავე მოგახსენებთ.
რას ვაკეთებთ პირველად, როცა კიბეს ვარჩევთ ? თვალს ვავლებთ მახასიათებლებს და ყურადღებით ვეცნობით პატარა დეტალსაც კი. სასურველია ზომით დაიწყოთ და ნახოთ თუ რა პარამეტრები აქვს ხელსაწყოს გაშლისას, ასევე, რამდენია სიმაღლესა და სიგანეში. ამ ყველაფრის შემდეგ, საფეხურების რაოდენობაზე გადადით. ამ მონაცემებით გაიგებთ, თუ რა სიმაღლეს დაიპყროობთ. ასევე, სასურველია თვალი გადაავლოთ პროფილის მონაცემებსა და მასალას. ალუმინის კიბეები გამძლეა და ამასთავანე, უფრო მსუბუქი. წონა სიდიდეზეა დამოკიდებული, თუმცა, სხვა მასალასთან შედარებით მაინც მსუბუქია.
რა დასამალია და უამრავი სახის კიბე არსებობს. მომენტში არჩევაც კი შეიძლება გაგიჭირდეთ, მაგრამ ერთი რამ ზუსტად უნდა იცოდეთ, ის თუ რა სივრცისთვის გჭირდებათ. არსებობს პატარა კიბეები, რომლებიც ოთახისთვის გამოიყენება. მაგალითად, ისეთი დეტალებისთვისაა გათვლილი, როგორებიცაა: ფარდების ჩამოხსნა, მაღალი ფანჯრების გაწმენდა, ნათურის გამოცვლა და ა.შ. ძირითადად, წვრილმან საქმეებს მოიცავს, თუმცა, კიბის გარეშე არაფერი გამოვა. სწორედ ამიტომ, მსგავსი საქმიანობისთვის შედარებით პატარა ინსტრუმენტებია განკუთვნილი. რაც შეეხება გარე ტერიტორიას, აქ უფრო დიდი პარამეტრების მქონე კიბე დაგჭირდებათ. ხიდან ხილის ჩამოსარეფად და სხვა მსგავსი სამუშაოებისთვის მაღალი ხელსაწყო დაგჭირდებათ. ჩვენთან ყველანაირი სახის კიბეა და შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის ინსტრუმენტი შეიძინოთ. Holst.ge - ზე ფართო არჩევანი და ხელმისაწვდომი ფასებია.
Sarayli- ი მრავალფეროვნებასა და ხარისხიან კიბეებს გთავაზობთ. ამჯერად, ალუმინისგან დამზადებულ ხელსაწყოს წარმოგიდგენთ. ინსტრუმენტი გარე სივრცისთვის საუკეთესოა, რადგან საკმაოდ დიდია და ბევრი საფეხური აქვს.
უპირატესობები:
დასაკეცი კიბე ყოველმხრივ კომფორტულია. სწორედ ასეთია კონკრეტული მოდელი. გადაადგილება დისკომფორტს არ იწვევს. გაშლილ მდგომარეობაში კიბე საკმაოდ მაღალია, ამიტომ, გარეთა ტერიტორიისთვის საუკეთესოა. ოთახში კი ამ კიბეს ვერ გამოიყენებთ.
უპირატესობები:
სიმაღლის დასაპყრობად ეს კიბე ზედგამოჭრილია. ინსტრუმენტს ბევრი საფეხური აქვს და არც სხვა მონაცემები ჩამორჩება. გაშლისას ხელსაწყო საკმაოდ მაღალია და აქედან გამომდინარე, კარგად გამოიყენებთ ეზოსა თუ სხვა მსგავს სივრცეში. Sarayli- ის კიბეებს, ხელმისაწვდომ ფასად, Holst.ge - ზე შეიძენთ.
უპირატესობები: