არის თუ არა სახრახნისი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ინსტრუმენტი?

ჭირი იქა, ლხინი აქა, დავა იქა, დარაბა აქა... თან როგორი დარაბა, იცით? თუნდაც ყველაზე მარტივი სახრახნისი რომ განსაკუთრებული ძალდატანების გარეშე გაუმკლავდება. პრინციპში, სახრახნისი ნამდვილად ის ინსტრუმენტია, რომელიც პრაქტიკულად, ყველაფერს იოლად ერგება და ერევა და სწორედ ამიტომაც არის, რომ მას ნებისმიერ ოჯახში შეხვდებით, თანაც, ერთსა და ორ ცალს კი არა, ერთდროულად, რამდენიმეს. თანამედროვეობამ და განვითარებამ კი ის შედეგი მოგვიტანა, რომ ხელმისაწვდომი ელექტრო სახრახნისიც გახდა, რომელიც ადამიანის შრომას კიდევ უფრო მეტად ამარტივებს.

ჰოდა, სულაც არ სჭირდება დიდი დავიდარაბა სათაურში დასმულ შეკითხვას: არის თუ არა სახრახნისი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ინსტრუმენტი? პასუხი უდავიდარაბოა: დიახ, სახრახნისი ყველაზე გავრცელებული და პოპულარულია, ელექტრო სახრახნისი - მით უმეტეს!..

რატომ არის სახრახნისი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული?

მოდით, უკეთ და დეტალურად ვიმსჯელოთ, რატომ არის სახრახნისი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ინსტრუმენტი.

დავიწყოთ ინსტრუმენტის მთავარი დანიშნულებით, რაც ხრახნების, ჭანჭიკებისა და სხვა დეტალების კედლებში, ინტერიერის საგნებსა და სხვა ზედაპირებში დამაგრებას გულისხმობს. სახრახნისის გამოყენება შეიძლება სარემონტო სამუშაოებისას, სხვადასხვა სახეობის ავეჯის აწყობისას, ფანჯრების ღიობებისა და თავად ფანჯრების მონტაჟისას, ელექტრო მოწყობილობების შეკეთებისთვის, კომპიუტერული ტექნიკის მომსახურებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ

ამ ყველაფრის ფონზე, თანამედროვე ელექტრო სახრახნისს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი უპირატესობა გამოარჩევს. კერძოდ, მუშაობის დრო ერთიორად მცირდება, გამოყენება კი უსადენოდ არის შესაძლებელი.

სხვა ყველაფერთან ერთად, ელექტრო სახრახნისი აღჭურვილია დამატებითი შესაძლებლობებით, რაც ხელსაწყოს გამოყენების სფეროებს მნიშვნელოვნად აფართოებს.

სახრახნისის უპირატესობები მოკლედ და კონკრეტულად

Ö კომპაქტურობა;

Ö სიიაფე;

Ö კომფორტულობა;

Ö მსუბუქი წონა;

Ö მაგნიტური წვერი ჭანჭიკების შესამაგრებლად;

Ö სხვადასხვა სიჩქარე განსხვავებული სამუშაოებისთვის.

ტექნიკური მახასიათებლები

ელექტრო სახრახნისს შემდეგი ტექნიკური პარამეტრები გამოარჩევს:

  • სიმძლავრე ან ძაბვა. ამ მაჩვენებელზეა დამოკიდებული მოწყობილობის მარგი ქმედების კოეფიციენტი. მახასიათებელი ცვალებადია და პირდაპირ დამოკიდებულია დატენის დონეზე. რაც მეტად დატენილია ელემენტი, ინსტრუმენტი მით უფრო აქტიურად და ხანგრძლივად მუშაობს;
  • ელემენტის ტიპი - სულ სამი სახეობა გამოიყენება: ნიკელ-კადმიუმიანი, ჰიბრიდული ნიკელ-ლითონისა და ლითიუმ-იონური აკუმულატორები. პირველი ვარიანტი ყველაზე ხელმისაწვდომია ფასის მხრივ. მარტივად ადაპტირდება ტემპერატურული რეჟიმების ცვლილებებთან, ხოლო ექსპლუატაციის ვადა 1000 დამუხტვით განისაზღვრება. ლითიუმ-კადმიუმიანი მოდელი ყველაზე დიდი ტევადობისაა და მცირე ზომებითაც გამოირჩევა, თუმცა ღირებულება საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება ჰიბრიდულს, დამუხტვა შთამბეჭდავი დროით ჰყოფნის, თუმცა პირველისგან განსხვავებით, ექსპლუატაციის ვადა შედარებით ნაკლები აქვს;
  • ელემენტის ტევადობა - მაჩვენებელი მოქმედებს ინსტრუმენტით მუშაობის დროზე. ენერგიის ხარჯვა არათანაბრად ხდება და პირდაპირ კავშირშია რეჟიმზე, რომელიც კონკრეტულ დროს არის მოწყობილობაზე დაყენებული;
  • ბრუნვის მომენტი - განისაზღვრება მასალასთან შეხებისას;
  • საცმის ბრუნების რაოდენობა - დამოკიდებულია სიმძლავრეზე. ამდენად, არჩევანის გაკეთებამდე, კარგად უნდა გქონდეთ განსაზღვრული, კონკრეტულად, რა ტიპის სამუშაოები გაქვთ შესასრულებელი.

როგორ უნდა შეარჩიოთ ელექტრო სახრახნისი

შერჩევის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია მოწყობილობის სახელურის ფორმა, ელემენტის სიმძლავრე და ტევადობა. ასევე, მოწყობილობას უნდა დაერთოს თავაკები, რომლებიც შესასრულებელი სამუშაოს სირთულის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ იაფი სახრახნისი ხარისხით დიდად ვერ დაიკვეხნის, ამდენად, ვერც დიდხანს მუშაობის რესურსი გამოარჩევს. უმჯობესია, უპირატესობა უფრო ძვირიან მოდელებს მიანიჭოთ.

მისაღები მახასიათებლებითა და გამძლეობით გამოირჩევა ლითიუმ-იონური ელემენტების მქონე ინსტრუმენტი. უმჯობესია არჩევანი შეაჩეროთ უსადენო სახრახნისს, რომელიც დამატებითი ფუნქციებით არის აღჭურვილი. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: ბრუნების სიჩქარის კონტროლი, სახელურის რამდენიმე პოზიცია, რევერსი.

გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ სახელურს, რომელიც ხელისგულზე კომფორტულად უნდა მოგერგოთ და არ უნდა ისრიალოს. თავად სახელური, რა მასალისაც არ უნდა იყოს, აკურატულად უნდა იყოს დამზადებული. თუკი ეს არის რეზინი, არ უნდა ჰქონდეს ფორები ან სხვა, ზედმეტი მასალები. ამის შემდეგ, მიაქციეთ ყურადღება კორპუსს, სადაც როგორც წესი, მწარმოებელს დააქვს ინფორმაცია, რა მასალისგან არის ხელსაწყო დამზადებული.

TOLSEN TOL2304-79041 ელექტრო სახრახნისი 12V

Tolsen eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 12v
  • ელემენტი - 1.5Ah
  • დატენის ხანგრძლივობა - 2hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528799429
  • წონა (კგ) - 1.32
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-400/0-1500
  • ბრუნვის მომენტი - 28Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 10mm

CROWN CT21055L-ელექტრო სახრახნისი 14,4v

Crown eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 14.4V
  • ელემენტი - 1.5Ah
  • დატენის ხანგრძლივობა - 1hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177420022
  • წონა (კგ) - 1.02
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-400/0-1400min
  • ბრუნვის მომენტი - 19/30Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-10mm
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 28mm/10mm
  • ფუნქციები - რევერსი
  • დამატებითი კომპლექტაცია - 2 ელემენტი + დამტენი + ქეისი

Dewalt - DCF840N-XJ ელ.სახრახნისი დარტყმით 18V

Dewalt eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 18v
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048742143
  • წონა (კგ) - 1
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-900/3100min
  • მოტორი - უნახშირო
  • ბრუნვის მომენტი - 447Nm
  • ვაზნის დიამეტრი - HEX 1/4"
  • ფუნქციები - რევერსი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება