როგორ შევქმნათ ასტროლოგიური ბაღი

თითოეულ მცენარეს მათი სახეობრივი მახასიათებლებისა და გარემოსთან ადაპტირების ნაირგვარობიდან გამომდინარე ჰყავს საკუთარი მმართველი პლანეტა, რომელზეც დაკვირვება საშუალებას გვაძლევს, რომ განვსაზღვროთ ნებისმიერი აგროტექნიკური ოპერაციის (მაგ, როგორებიცაა: სხვა, მყნობა, პესტიციდების გამოყენება, გადარგვა და ა.შ.) შესასრულებლად ხელსაყრელი თარიღები.

astrologiuri-baghiიმისათვის, რომ გამარტივდეს აგროტექნიკურ ღონისძიებათა ჩატარება, მნიშვნელოვანია ჩვენს ბაღს ჰქონდეს სწორი დაგეგმარება, სადაც გათვალისწინებულია არა მხოლოდ მცენარეთა ბიოლოგიური თავისებურებები და განვითარებისთვის საჭირო ხელშემწყობი პირობები, ასევე გათვალისწინებულია პლანეტათა კონფიგურაციები და მათი ურთიერთობა ბაღის შექმნის მომენტში. შესაბამისად, ასტროლოგიური ბაღის შექმნა არაა მარტივი, რადგან ის აერთიანებს სრულიად განსხვავებულ დარგებს, რაც, თავის მხრივ, მოქმედების ფართო არეალს გვთავაზობს, მაგრამ ბლოგში წარმოდგენილი რამდენიმე მარტივი რჩევა დაგვეხმარება ჩვენი ბაღის სწორ მოვლასა და დაგეგმარებაში.

არსებობს რამდენიმე ბაზისეული რეკომენდაცია, რომლებიც დაგვეხმარება ჩვენი ასტრო ბაღის შესაქმნელად, მაგალითად:

  • ეცადეთ, რომ დათესოთ აღმავალი მთვარის პერიოდში, როდესაც მთვარის ენერგია იზრდება, ხოლო მცენარეები გადარგოთ დაღმავალი მთვარის პერიოდში, როდესაც ენერგია იკლებს.
  • ასტო ბაღის მოწყობისთვის დაგჭირდებათ ასტროკალენდრების გამოყენება, სადაც შეძლებთ დააკვირდეთ თქვენი მცენარის ზოდიაქოს ან მმართველი პლანეტის მდებარეობას, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანს გადის ამდროისთვის და როგორ ასპექტდება სხვა პლანეტების მიერ.

ასტრობაღის მოწყობა-დაგეგმარებისას გამოიკვლიეთ პლანეტების კორესპონდაცია - შესაბამისობა თითოუელ მცენარესთან მათი მმართველი პლანეტებიდან გამომდინარე და შემდეგ დააკვირდით პლანეტების განლაგებას მზის მიმართ თქვენთვის სასურველი მომენტისთვის. პლანეტებს შორის ჰარმონიზებული ასპეტების არსებობა ხელს შეუწყობს თქვენი მცენარეების როგორც ჰარმონიულ განვითარებას ერთმანეთის გვერდი-გვერდ, ისე დახვეწს ბაღის დაგეგმარება-ვიზულიზაციას და მიანიჭებს მას დამამშვიდებელ ეფექტს.

ასევე შეგიძლიათ შექმნათ სპეციფიკური და გამორჩეული დიზაინი ‘’წმინდა გეომეტრიაზე’’ მიხედვით, რაც მათემატიკის, სივრცისა და კოსმოსის ერთობლიობას მოიაზრებს.

მცენარეები და მათი მმართველი ზოდიაქოს ნიშნები:

  • ვერძი:

ჯინჯერი, ქინძი, ეკალღიჭი, ჭინჭარი, მდელოს სამყურა.

  • კურო:

ლავანდა, აბზინდა, ბერძნული ულუმბო, ძირტკბილა.

  • ტყუპები:

ლობელია, კამა, ცერეცო, ვალერიანი - კატაბალახა.

  • კირჩხიბი:

ვერბენა, ბაღის პიტნა, ბირკავა, ოხრახუში.

  • ლომი:

ზაფრანა, პიტნა, როზმარინი, გვირილა.

  • ქალწული:

კატაბალახა, მაიორანი, ოხრახუში, კამა.

  • სასწორი:

ღვია, ცოცხანა, ანჯელიკა, ქონდარი.

  • მორიელი:

ჭაობის პიტნა, ნაღველა, ალოე ვერა, ჟენშენი, რეჰანი, აბზინდა.

  • მშვილდოსანი:

ცხენისკუდა, ანისული, მუკატი, გვირილა.

  • თხის რქა:

ტეგანი, ქერიფქლა, ურცი, ლაშქარა, ეკალღიჭი.

  • მერწყული:

მიხაკი, დარიჩინი, ალოე, კატაბალახა.

  • თევზები:

ანისული, ჯავაზი, კავა.

იხილეთ ასევე ზოდიაქოს ნიშნებისა და მათი მმართველი პლანეტების ცხრილი:

ზოდიაქოს ნიშანი

მმართველი პლანეტა

ვერძი

მარსი

კურო

ვენერა

ტყუპები

მერკური

კირჩხიბი

მთვარე

ლომი

მზე

ქალწული

მერკური

სასწორი

ვენერა

მორიელი

პლუტონი

მშვილდოსანი

იუპიტერი

თხის რქა

სატურნი

მერწყული

ურანი

თევზები

ნეპტუნი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება