აუცილებელი ხელსაწყო: კიბე

კიბე აუცილებელი და ძალიან პრაქტიკული ინსტრუმენტია ნებისმიერი ადამიანისთვის. სამრეწველო კიბე არის აუცილებელი მოწყობილობა ნებისმიერი ბიზნესის, ქარხნისა თუ საამქროსთვის. იგი გამოიყენება მშენებლობის, სოფლის მეურნეობისთვის თუ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში. დღეს, თითქმის ყველა ინდუსტრიას სჭირდება ალუმინის კიბე. სამრეწველო კიბე შეიძლება იყოს აღჭურვილობის ნაწილი ძალიან გამოსადეგი ინსტრუმენტი. კიბეები შექმნილია მრავალ ფუნქციით გამოსაყენებლად.

გასაშლელი კიბეები ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლოდ და სტაბილურად თითქმის ყველა ინდუსტრიაში. ზოგიერთი მწარმოებელი იყენებს მაღალი ხარისხის ალუმინის შენადნობებს დამატებითი დაცვისა და სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის. ბევრი კიბე, რომელიც გამოიყენება სახლსა თუ გარეთ, დამზადებულია ამ მასალისგან. ამ ინსტრუმენტს არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა, არ იკაწრება და არ საჭიროებს შეღებვას წვიმის, სიცხის ან თოვლის ზემოქმედების შემდეგაც კი.

ერგონომიული დიზაინი და მოცურების საწინააღმდეგო ფუნქციები შექმნილია ისე, რომ კომფორტულად მოერგოს მომხმარებელს. ხოლო მძიმე სამაგრები არის კომპონენტები, რომელსაც თქვენ უბრალოდ მოათავსებთ თქვენს ალუმინის კიბეზე უსაფრთხოებისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად.

რატომ უნდა ავირჩიოთ გასაშლელი ინდუსტრიული კიბე

სამრეწველო კიბე ყველაზე მრავალფუნქციური კიბეა, რომლის შეძენაც შეგიძლიათ. ამ სახის კიბეები შექმნილია ადგილზე გამოყენებისთვის და შექმნილია მუდმივად გამოსაყენებლად. სამრეწველო კიბე შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც სტატიკურად მუშაობა უწევს ერთ ადგილზე.

კიბის სხვა ვარიანტები

  • საყოფაცხოვრებო კიბე

ახლახან გადახვედი შენს ახალ სახლში? ჭერზე ობობას ქსელის გაწმენდისთვის, ნათურის დამაგრებისთვის, ან ფარდების შეცვლისთვის, საჭიროა კიბე, რათა მსგავსი სახლის საქმიანობები გააკეთოთ. თუ სახლში კიბე არ გაქვთ ამ მაღალ ზონებში მუშაობა საშინელი ამოცანა იქნება.

ბევრ ადამიანს აქვს 2-3 საფეხურიანი კიბე ან გასაშლელი კიბე აუცილებელი სამუშაოების შესასრულებლად სახლში, სადაც დამატებული სიმაღლე საკმარისია უკიდურესი წერტილებისა და ზონების მისაწვდომად. გასაშლელი კიბე შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს ყველა ასეთი საყოფაცხოვრებო სამუშაოს მარტივად შესასრულებლად.

  • მრავალფუნქციური კიბე

ალუმინის მრავალფუნქციური კიბის ფართო არჩევანი არსებობს და მრავალი ასეთი კიბეა ხელმისაწვდომი. მსგავსი ალუმინის რამდენიმედ დასაკეცი კიბე მარტივად და სწრაფად იცვლის ფორმას და ერგება სხვადასხვა ამოცანას. მას შეუძლია იყოს სწორი კიბე, სამკუთხედი კივე, ხარაჩო კიბე და სხვ. შესაბამისად მსგავსი კიბე იმდენად ფუნქციურია, რომ მისი გამოყენება შეიძლება მთელი რიგი საყოფაცხოვრებო თუ სამრეწველო სამუშაოებისთვის.

  • ხარაჩოების კიბე

ალუმინის ხარაჩოების კიბე არის ძალიან მსუბუქი, რაც ძალიან აადვილებს მის დაჭერას და მასთან ერთად გადაადგილებას. ხარაჩოების კიბის აღმართვა, როგორც წესი, დამღლელი და რთული ამოცანაა, რადგან ხარაჩო ძალიან მძიმეა, მაგრამ ალუმინის ხარაჩო კიბე შედარებით მსუბუქია. ალუმინის ხარაჩოების კიბე მარტივი დასადგმელია. ასევე, ადვილია დემონტაჟი და შენახვა. ალუმინის მასალას აქვს მრავალი უპირატესობა სხვა ხარაჩოების გამოყენებასთან შედარებით. ხარაჩოების კიბე გაცილებით ხელმისაწვდომი და საიმედოა. მისი მაღალი გამძლეობა და სიმტკიცე ხდის მას ყველაზე ეფექტურს ხარაჩოების ბაზარზე.

  • სამეურნეო კიბე

სამეურნეო კიბე შედარებით დიდია და კომფორტულია მაღალ ხეებთან მისადგომად. მას გააჩნია ფეხები, რაზეც კიბე დგება და თქვენ უსაფრთხოდ შეგიძლიათ მისი გამოყენება. მსგავსი კიბე ყველა დაჩაზე თუ სოფელში აუცილებელი ატრიბუტია. იქნება ეს ხილის თუ ყურძნის მოსაკრეფად. ასეთი კიბე უამრავია ბაზარზე და მნიშვნელოვანია მყარი კორპუსის აირჩიოთ, პირველ რიგში თქვენი უსაფრთხოებისთვის და იმისთვის, რომ დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახუროთ. სამეურნეო კიბე საშუალოდ 2-3 მეტრი სიმაღლისა, რაც შესაბამისად 4-5 მეტრ სამუშაო სიმაღლეს იძლევა.

  • ინდუსტრიული კიბე

ინდუსტრიული კიბე არის გრძელი და მას არ აქვს სადგამი, რადგან გათვლილია კედელზე და მყარ, მაღალ ნაგებობაზე მისაყუდებლად. თითქმის ყველა ინდუსტრიული კიბე მაღალია, თუმცა მნიშვნელოვანია დაკეცვის მექანიზმი და ის თუ რა მასალისგან არის დამზადებული. ინდუსტრიული კიბე არ უნდა იყოს ძალიან მძიმე, რათა მისი გადაადგილება არ გაგიჭირდეთ, თუმცა სიმსუბუქე ნაკლებ სიმყარეს ნიშნავს. ამიტომაც, მაღალი ხარისხის კიბე უნდა შეიძინოთ, რომელიც იცავს ბალანსს მასასა და სიმყარეს შორის. მაღალი ხარისხის ინდუსტრიული ალუმინის კიბე მრავალი წლის განმავლობაში მოგემსახურებათ. ასევე მნიშვნელოვანია სადგამები. ინდუსტრიული კიბე აღჭურვილი უნდა იყოს კარგი სადგამით, რომელიც გასრიალების ალბათობას მინიმუმამდე დაიყვანს ნებისმიერ ზედაპირზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი კიბეების სწორად შერჩევა?

კიბე აუცილებელია მრავალი სავაჭრო ინდუსტრიისთვის, მშენებლობიდან საწყობებამდე. სამშენებლო სამუშაოებისთვის განკუთვნილი კიბის ხარისხი მნიშვნელოვანია დასაქმებულების დაზიანებისგან დასაცავად და სიცოცხლის ხანგრძლივობის მაქსიმალურად გაზრდისთვის. თქვენ ხომ არ გსურთ შეამციროთ პროდუქტიულობა დეფექტური კიბეების გამო?!

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენად მარტივია კიბეზე მანევრირება და ტრანსპორტირება, შესაბამისად მძიმე სამრეწველო კიბის ქონა არ არის პრაქტიკული, თუ ის უხერხული გადასაადგილებელია სხვადასხვა სამუშაოს ამოცანებისთვის. Holst.ge-ზე კიბეების ფართო ასორტიმენტია ნებისმიერი მოვაჭრეებისთვის.

ჩვენი ონლაინ მაღაზია გთავაზობთ კიბეების დიდ არჩევანს ფუნქციისა თუ დანიშნულების მიხედვით. ჩვენ მიერ შემოთავაზებული კიბე გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასით და გამძლეობით. Holst.ge-ზე იპოვით საყოფაცხოვრებო კიბეს, სამეურნეო კიბეს, ინდუსტრიულ კიბეს და სხვ.

ერთ-ერთი მთავარი წინააღმდეგობა რაც კიბის შეძენისას გვხვდება არის მისი დანიშნულების ადგილამდე მიტანა, რადგან როგორც წესი, კიბე არ არის პატარა ზომის და არც იმდენად მსუბუქი რომ დიდ მანძილზე გადავიტანოთ. იმის შემდეგ რაც კიბეს შევიძენთ, გვჭირდება მანქანა გადასაადგილებლად, თუმცა არც ესაა მარტივი, რადგან კიბის მანქანაში მოთავსებაც პრობლემურია. კიბე უნდა დავადოთ მანქანას ან ნახევრად მოვათავსოთ სალონში. ამიტომაც Holst.ge-ის ადგილზე მიწოდების სერვისი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს, ამასთან სრულია უფასოდ, ძალიან პრაქტიკულია ისეთი ინდუსტრიული ხელსაწყოების შეძენისას, როგორიც კიბე არის. მას შემდეგ, რაც Holst.ge-ზე ნივთს მარტივი პროცედურის შემდეგ შევიძენთ, მხოლოდ მოცდაა საჭირო, კურიერი მას სახლში მოგიტანთ.

SARAYLI კიბე Practical 4 საფეხური

Sarayli kibe

  • ბრენდი - SARAYLI
  • პროდუქტის ტიპი - კიბე
  • ზომა - 460x830x1300mm
  • მასალა - მეტალი
  • წონა (კგ) - 7.54
  • საფეხურების რაოდენობა - 4

ეს კიბე შესანიშნავია საყოფაცხოვრებო ან მცირე ინდუსტრიული სამუშაოებისთვის. ის არ იკავებს დიდ ადგილს და სათავსოსაც მარტივად მოუძებნით. ეს კიბე არის ძალიან მყარი და თითქმის ნებისმიერ ზედაპირზე მყარად დგას. კიბე სიმაღლეში 1.3 სანტიმეტრია, რაც 3 მეტრ სამუშაო სიმაღლეს იძლევა. 3 მეტრი სამუშაო სიმაღლე სახლის ნებისმიერი წერტილის მისაწვდომად სრულიად საკმარისია.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • საყოფაცხოვრებო
  • მყარი
  • ხარისხიანი

SARAYLI კიბე Profile 9+1 საფეხური

sarayli gasashleli kibe

  • ბრენდი - SARAYLI
  • პროდუქტის ტიპი - კიბე
  • ზომა - 615x1750x2710mm
  • მასალა - მეტალი
  • წონა (კგ) - 12
  • საფეხურების რაოდენობა - 9+1

ეს კიბე ყველაზე მეტად სამეურნეო საქმიანობებისთვის არის გავრცელებული და მომხმარებლები სწორედ სოფლისთვის ან დაჩისთვის ყიდულობენ. მისი მაქსიმალური სიმაღლე 2,7 მეტრია და 5 მეტრამდე სამუშაო სიმაღლეს იძლევა, რაც ძალიან მოსახერხებელია ნებისმიერ ხესთან სამუშაოდ. არის ძალიან ხარისხიანი და სპეციალური სამაგრების საშუალებით, მყარად დგას ნებისმიერ ზედაპირზე.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი

SARAYLI კიბე Industrial Aluminium 2x9 საფეხური

sarayli aluminis kibe

  • ბრენდი - SARAYLI
  • პროდუქტის ტიპი - კიბე
  • ზომა - სიმაღლე: 3010mm სიმაღლე გაშლისას: 4170mm სიგანე: 355/410mm
  • მასალა - ალუმინი
  • წონა (კგ) - 9.2
  • პროფილი - 60x20mm
  • საფეხურების რაოდენობა - 2x9

ეს მოდელი ინდუსტრიული კიბეა, რომელიც ნაგებობებზე სამუშაოდ 5 მეტრამდე სამუშაო სიმაღლეს იძლევა. მიუხედავად დიდი ზომისა, საკმაოდ მსუბუქია და მარტივია გადასაადგილებლად. მსუბუქი კი ალუმინის კორპუსის ხარჯზეა.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • სიმტკიცე
  • კომპაქტურობა

SARAYLI კიბე Industrial Aluminium Type A 3x9 საფეხური

sarayli industriuli kibe

  • ბრენდი - SARAYLI
  • პროდუქტის ტიპი - კიბე
  • ზომა - სიმაღლე:2470/4090/5710mm სიმაღლე გაშლისას: 2325/3850mm სიგანე: 355/410/465mm სადგამის სიგრძე: 1000mm
  • მასალა - ალუმინი
  • წონა (კგ) - 15.7
  • პროფილი - 70x20mm
  • საფეხურების რაოდენობა - 3x9

თუ ძალიან მაღალი ინდუსტრიული კიბე გაინტერესებთ, მაშინ ეს კიბე თითქმის უალტერნატივოა. იძლევა 7 მეტრამდე სამუშაო სიმაღლეს. არის ძალიან მყარი და გამძლე. მისი მყარი კორპუსი აუცილებლად ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაზიანების გარეშე მოგემსახურებათ. ამასთან, მიუხედავად უმაღლესი ხარისხისა და სიმაღლისა, Holst.ge-ზე მისი შეძენა საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • უმაღლესი ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა
  • სიმტკიცე

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება