აუცილებელი ნივთი თქვენი მანქანისთვის

ბევრი კარგი ხელსაწყო არსებობს, მაგრამ მანქანის მტვერსასრუტი ცალკე განზომილებაა. კომპლიმენტებს გულუხვად იმსახურებს და ჩვენც არ დავიშურებთ. სახელწოდებითაც ნათელია, რომ ხელსაწყო ავტომობილითვისაა განკუთვნილი. ცხადია, თუ სხვა დანიშნულებასაც უპოვით და სახლისთვისაც გამოიყენებთ, დანაშაული არ იქნება. სინამდვილეში კი მანქანის მტვერსასრუტია და ბინას სწორედ ამ სივრცეში იდებს. დადებით თვისებებზე კი დეტალურად გიამბობთ.

რა უპირატესობა აქვს ინსტრუმენტს ?

პატარა და მსუბუქი ნივთები ყოველთვის კომპაქტურია. დიდ ადგილს არ იკავებს და გადაადგილებაც მარტივია. მანქანის მტვერსასრუტის შემთხვევაში ზუსტად ასეა. სტანდარტული ხელსაწყოსგან ამით განსხვავდება. სახლისთვის განკუთვნილი მტვერსასრუტი დიდი და მძიმეა. ავტომობილისთვის კი მსგავსი მოცულობის ხელსაწყო განკუთვნილი არ არის. ვიწრო ადგილებს სათანადოდ ვერ წვდება და საქმეს სანახევროდ აკეთებს. მანქანა კი პატარა სივრცეებითაა სავსე, ამიტომ სტანდარტულ ინსტრუმენტს ვერ გამოიყენებთ.

მანქანის მტვერსასრუტი მცირე ადგილს იკავებს

ხელსაწყოს დიდი სივრცე არ სჭირდება. მცირე ადგილიც სრულიად საკმარისია. სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ სულ მანქანაში გქონდეთ. ხელს არაფერში შეგიშლით. ინსტრუმენტი ნებისმიერ დროს შეიძლება დაგჭირდეთ. ყველანაირი ტიპის ნარჩენს უმკლავდება და სივრცეს გულდასმით ასუფთავებს.

  • ავზის მოცულობა

მანქანის მტვერსასრუტებს სპეციალური ავზი აქვს, სადაც მტვერსა და ნარჩენებს აგროვებს. თითოეულ ხელსაწყოს სხვადასხვა ტევადობისაა, მაგრამ მაინც ყველას საკმარისი აქვს. დიდი ავზის უპირატესობა ის არის, რომ ხშირად გაცლა არ გიწევთ. პატარა ტევადობის ინსტრუმენტები კი მეტად კომპაქტურია.

  • სიმძლავრე

მანქანის მტვერსასრუტის შერჩევისას, სიმძლავრე გასათვალისწინებელია. ამაზე მთელი რიგი საკითხებია დამოკიდებული. არსებობს მაღალი და დაბალი სიმძლავრის მქონე ხელსაწყოები. თითოეულს თავისი უპირატესობა აქვს. დიდი ავტომობილებისთვის ტევადი და მძლავრი მანქანის მტვერსასრუტია განკუთვნილი. სივრცეს სწრაფად ასუფთავებს და ავზიც ჰყოფნის, რომ ხშირად დაცლა არ დასჭირდეს. პატარა მანქანებისთვის დაბალი სიმძლავრეც საკმარისია. თავის მოვალეობას ასეთი ხელსაწყოებიც კარგად ასრულებს.

  • კვების წყარო

მანქანის მტვერსასრუტები ელექტრო ენერგიით მუშავდება, თუმცა გამონაკლისი აქაც არსებობს. ზოგიერთ ინსტრუმენტს სამუშაოდ ელემენტი სჭირდება. ასეთ დროს კი დიდი მნიშვნელობა გამძლეობას ენიჭება. ელემენტი ძალას დიდხანს უნდა ინარჩუნებდეს და მარტივად არ ფუჭდებოდეს. ეს მთავარი მოთხოვნაა და ხარისხიანი მტვერსასრუტების შემთხვევაში, ყველაფერი რიგზეა.

  • გარანტია

Holst.ge - ზე შეძენილ ხელსაწყოებს გარანტია მოყვება. ძირითადად, ერთ წლიანია და სარგებლობა მხოლოდ ამ დროის განმავლობაში შეგიძლიათ. საგარანტიო ტალონი კი იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუ ხელსაწყოს ქარხნული წუნი აღმოაჩნდება. ამის გარკვვევა უშუალოდ მუშაობის დროსაა შესაძლებელი. როგორც წესი, ასეთი დეფექტი რამდენიმე დღეში ვლინდება, თუ არადა ერთ წლიანი გარანტია თქვენს ხელთაა.

  • წონა

მანქანის მტვერსასრუტები მსუბუქი ხელსაწყოებია. მართალია ყველა ერთნაირი წონის არ არის, მაგრამ მძიმეაო არცერთზე ითქმის. ყოველ შემთხვევაში, წონა დისკომფორტს არ შეგიქმნით. სწორედ ესაა ინსტრუმენტის ერთ- ერთი უპირატესობა.

  • ხელმისაწვდომი ფასი

ყველა სიკეთეს ეს უკანასკნელიც ემატება. ზოგჯერ ფასი ხელისშემშლელი ფაქტორია. სიძვირის გამო, ხელსაწყოზე უარი ხშირად გვითქვამს. ამ შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარადაა. მანქანის მტვერსსრუტების ფასი ხელმისაწვდომია. მართალია თითოეულ მოდელს სხვადასხვა აქვს, მაგრამ ყველას ადეკვატური.

რას გთავაზობთ Holst.ge ?

ონლაინ ჰიპერმარკეტი სასიამოვნო მომსახურებასა და ხარისხიან ხელსაწყოებს გთავაზობთ. ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. რაამდენიმე მარტივი პროცედურა უნდა გაიაროთ, რის შემდეგააც ინსტრუმენტებს კურიერი მოგიტანთ. 50 ლარზე მეტ შენაძენზე მიტანა უფასოა. მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება.

რა ვიცით ბრენდ Black and decker - ისა და Crown- ის შესახებ ?

ერთმანეთის პირისპირ ორი ძლიერი ბრენდია. Black and decker საუკეთესო მანქანის მტვერსასრუტებითაა ცნობილი. კიდევ ერთი უპირატესობა ფართო არჩევანია. ამავდროულად,  სხვადასხვა სიმძლავრისა და მონაცემების მქონე ინსტრუმენტებს გთავაზობთ. ასევეა მეორე ბრენდი, Crown. ამჯერად მხოლოდ ერთ მტვერსასრუტს წარმოგიდგენთ, მაგრამ დანარჩენებს თვალს საიტზე მიადევნებთ. Crown - ის ხელსაწყოები გამძლეობითა და მრავალფუნქციურობით გამოირჩევა.

B&D PD1200AV-XG-მანქანის მტვერსასრუტი

როგორც უკვე ვთქვით, Black and decker ყველანაირი სახის მტვერსასრუტს გთავაზობთ.  ამჯერად საქმე მძლავრ ინსტრუმენტთან გვაქვს. ავტომობილს სრულყოფილად ასუფთავებს და მტვერს ბოლომდე აცლის. ზოგიერთი ადგილი რთულად მისადგომია, თუმცა მანქანის მტვერსასრუტს არაფერი უჭირს. კონკრეტული მოდელი სირთულეებს სულაც არ უშინდება. ამ ყველაფერს კი ტევადი ავზი ემატება. ინსტრუმენტი დიდი მოცულობისაა. 0.56l საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ნარჩენებისგან გასუფთავება დიდხანს არ მოგიწევთ. ინსტრუმენტს ბევრი ფუნქცია და მაღალი მონაცემები აქვს, მაგრამ მაინც მსუბუქია. სწორედ ამას ვგულისხმობდით, როცა ხელსაწყოს უპირატესობებზე ვსაუბრობდით. ყველაფრის მიუხედავად, თითოეული მოდელი კომპაქტურია. მანქანის მტვერსასრუტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება, რომელსაც  ქარხნული დეფექტის შემთხვევაში გამოიყენებთ. ინსტრუმენტი სამუშაოდ ყოველთვის მზადაა და იმედებსაც არასდროს გაგიცრუებთ. დროა თავად გამოსცადოთ.

Black&Decker manqanis mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი       
  • სიმძლავრე - 12.5 W 
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.8
  • კვების წყარო - 12V   
  • ავზის მოცულობა - 0.56 l     
  • წარმადობა - 0.4 l/min

უპირატესობები:

  • ავზის მოცულობა
  • ხარისხი
  • სიმძლავრე
  • სიმსუბუქე
  • გარანტია

B&D PV1200AV-XJ-მანქანის მტვერსასრუტი

მეორე მანქანის მტვერსასრუტი ოდნავ განსხვავებულია. სიმძლავრე წინა მოდელის იდენტურია, ავზის მოცულობა კი სხვაა. ეფექტურობაში ხელს არ უშლის და საქმესაც გულისყურით ასრულებს. 44 l არც ისე მცირე მოცულობაა, ამიტომ ბევრ ნარჩენს იტევს. გამძლეობა ყველა ინსტრუმენტისთვის მნიშვნელოვანია. ამ მახასიათებლის გარეშე არაფერი გამოვა. რაც უნდა ტევადი ხელსაწყო იყოს, თუ გამძლე არ იქნება, აზრი არ აქვს. რა გასაკვირია რომ მანქანის მტვერსასრუტების შემთხვევაშიც ასეა. ხელსაწყო დიდი ავტომობილებისთვის საუკეთესოა. ინსტრუმენტი სწრაფად მუშაობს და ფართო ტერიტორიისთვის გამოიყენება. რა თქმა უნდა, შეზღუდული არაფერშია და ნებისმიერი მანქანისთვის გამოდგება.

Black&Decker manqanis mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER 
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი         
  • სიმძლავრე - 12.5 W 
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.9
  • კვების წყარო - 12V   
  • ავზის მოცულობა - 0.44 l     
  • წარმადობა - 1060 l/min

უპირატესობები:

  • ტევადობა
  • გამძლეობა
  • კომპაქტურობა
  • გარანტია

CROWN CT63001HX-მტვერსასრუტი ელემენტის გარეშე 20V MAX

Black and decker - დან Crown - ზე გადავინაცვლოთ. ბრენდს ბევრი დადებითი თვისება აქვს. ხელსაწყოები მაღალი სამუშაო რესურსით ხასიათდება. მანქანის მტვერსასრუტიც ასეა. ამავდროულად, ჩამოთვლილი ინსტრუმენტებისგან მკვეთრად განსხვავდება. ხელსაწყო ელემენტზე მუშაობს. კვების ძირითადი წყარო ესაა. აქ კი საქმეში გამძლეობა ერთვება. ელემენტი მაქსიმალურად დიდხანს უნდა ძლებდეს. ასეცაა და Crown- ის მანქანის მტვერსასრუტი საუკეთესო ელემენტითაა აღჭურვილი. როგორც დანარჩენები, კონკრეტული მოდელიც მსუბუქი და კომპაქტურია. მცირე ადგილს იკავებს, ამიტომ ავტომობილში კარგად დაბინავდება. ინსტრუმენტი სიმძლავრითაც გამორჩეულია.

Crown manqanis mtversasruti

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი         
  • სიმძლავრე - 20V       
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.95         
  • კვების წყარო - ელემენტი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომფორტულობა
  • ხარისხი
  • ძლიერი ელემენტი

B&D NVB12AV-XJ მანქანის მტვერსასრუტი

ბოლოს კი ისევ Black and decker - ით ვასრულებთ. განხილულ ხელსაწყოებს შორის ყველაზე მსუბუქია. ნაკლები სიმძლავრე და ავზის მოცულობა აქვს. ისეთივე მაღალი მახასიათებლები არ აქვს, როგორიც წინა მოდელებს, მაგრამ მცირე საქმისთვის საუკეთესოა. მანქანაში დაგროვილ მტვერს სწრაფად ისრუტავს და ყველაფერს ასუფთავებს. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია ახლავს და ხელმისაწვდომი ფასი აქვს. სხვა შემთხვევაში თუ ღირებულება პრობლემა იყო, ეს მოდელი უფრო ხელმისაწვდომია.

Black&Decker manqanis mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER 
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი         
  • სიმძლავრე - 9 W       
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 0.61         
  • კვების წყარო - 12V   
  • ავზის მოცულობა - 0.37 l     
  • წარმადობა - 1122 l/m

უპირატესობები:

  • ფუნქციები
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გარანტია
  • სიმსუბუქე

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება