აუცილებლად წასაკითხი ინფორმაცია გენერატორების შესახებ |
აუცილებლად წასაკითხი ინფორმაცია გენერატორების შესახებ |
გენერატორი სხვა განზომილებაა. ამდენი თანადგომა არცერთ ხელსაწყოს შეუძლია. აი, ეს კონკრეტული კი ყველასგან გამორჩეულია. რთულ სიტუაციებში გამოსავალს პოულობს და ღამეს დღედ აქცევს. ულევი ენერგიის წყაროა და დასახმარებლად მუდამ მზადაა.
ვიზუალურად დიდი ხელსაწყოა. ოდნავ ხმაურიანიც, მაგრამ მთავარი ეს არ არის. ინსტრუმენტი ენერგიის საბადოა და საუკეთესოდ მუშაობს. მისი უპირატესობა კი ისაა, რომ ელექტროენერგია არაფერში სჭირდება. სწორედ ამისთვის არსებობს, მის გარეშე უნდა იმუშაოს. გენერატორს მაცივრის, ტელევიზორის, ელ. ენერგიაზე მომუშავე გათბობისა და სხვა ტექნიკის მწყობრში მოყვანა ევალება.
ხელსაწყო ყველა სუპერმარკეტსა და მსგავს დაწესებულებას სჭირდება. აუცილებელია საავადმყოფოებისთვისაც და რა თქმა უნდა, ურიგო არც სახლისთვისაა, პირიქით. სამწუხაროდ, უსიამოვნო ამბები ხშირია და ზოგჯერ დღესასაწაულებსაც ერჩის. წარმოიდგინეთ, უშუქობა დაბადების დღეზე. სიბნელე მხოლოდ რამდენიმე წუთით, სანთლების ჩაქრობისას გვჭირდება, მერე აღარ. გენერატორი ასეთი სიტუაციებისთვისაა. ელექტროენერგია არ სჭირდება, მის გარეშე მუშაობს.
არსებობს საკითხები, რომელთა ცოდნაც არჩევანს გაგიმარტივებთ. ასე რომ, თითოეულზე გიამბობთ და საქმეს წინ წავწევთ. სიმძლავრით დავიწყოთ, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია. მასზე ბევრი რამეა დამოკიდებული. ფაქტობრივად, წამყვანი რგოლია. მეტად რომ დავკონკრეტდეთ, არსებობს მძლავრი, საშუალო და დაბალი ძალის მქონე ხელსაწყოები. თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს. სწორედ ეს საკითხია გასათვალისწინებელი. თუ გენერატორი მუდმივად გესაჭიროებათ ან დიდი დაწესებულებისთვის გჭირდებათ, მაშინ მაქსიმალურად მძლავრი უნდა შეიძინოთ. ასეთი ინსტრუმენტები დიდხანს მუშაობს და მეტი პოტენციალი აქვს. სახლისთვის კი საშუალო ან დაბალი სიმძლავრეც საკმარისია. ხელსაწყო სხვადასხვა დროსა და სიტუაციაში გამოგადგებათ. მოკლედ, გენერატორი ზედმეტი არასდროსაა.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ავზის მოცულობაა. როგორც სიმძლავრეზეა, ზუსტად ასევეა ტევადობაზეც. არსებობს დიდი, საშუალო და პატარა ავზის მქონე გენერატორები. ცუდი არცერთი არ არის, მაგრამ თითოეულს თავისი გამოყენების არეალი აქვს. ტევადი ინსტრუმენტები რთული საქმის დიდოსტატებია. რაც არ უნდა დიდხანს ამუშავოთ, მაინც ეფექტური იქნება და ძალას ბოლომდე შეინარჩუნებს. პრობლემა არც პატარა ავზის მქონე გენერატორს ექმნება. საქმე იმაშია, რომ საწვავი ხშირად უნდა ჩაამატოთ. ასეთი ხელსაწყო სახლისთვის უფრო კომფორტულია, ვიდრე სხვა დაწესებულებისთვის. თუ გენერატორს ხშირად მოიხმართ, უმჯობესია მძლავრი და ტევადი ავზის მქონე შეიძინოთ.
გენერატორებს ორგვარი სტარტერი აქვს: მექანიკური და ავტომატური. პირველის შემთხვევაში მართვა თავად მოგიწევთ. მეორე კატეგორიის ხელსაწყოები კი საქმის დიდ ნაწილს დამოუკიდებლად უმკლავდება. საბოლოოდ, თქვენს დახმარებას ორივენაირი ინსტრუმენტი მოითხოვს. საქმე ისაა, რომ შეიძლება ავტომატურ სტარტერიანი გენერატორი გირჩევნოდეთ, ვიდრე მექანიკური ან პირიქით. ეს საკითხი მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული.
სახელური და ბორბლები კომპლექტაციაში შემავალი ნივთებია. გენერატორს სწორედ ეს ხელსწყოები სჭირდება. ინსტრუმენტი დიდი და მძიმეა. მარტივი გადასაადგილებელი არ არის, მაგრამ სახელურითა და ბორბლებით ბევრად კომპაქტურია. გენერატორი დამატებითი ნივთების გარეშე მუშაობს, ეფექტურობისთვის საკუთარი ძალის გარდა, არაფერი სჭირდება. კომპლქტაციაში შემავალი ხელსაწყოები სხვა რამეში ეხმარება. გაითვალისწინეთ, რომ კომპლექტი ყველა გენერატორს არ მოყვება.
Holst.ge - ზე ყველა ხელსაწყოს გარანტია ახლავს. ეს კი არაჩვეულებრივი რამეა. წარმოიდგინეთ, ისეთი თითქოს და გამოუვალი სიტუაცია, როცა ნივთს ქარხნული დეფექტი აქვს. ეს უკანასკნელი კი თავს მუშაობის პროცესში იჩენს. სხვანაირად გარკვევა შეუძლებელია. ასეთი პრობლემა როგორ უნდა გადაიჭრას ? საგარანტიო ტალონი სწორედ ამისთვისაა. მთავარია საიმედოდ შეინახოთ, რადგან მის გარეშე არაფერი გამოვა.
ბრენდებს შორის Schpindel ლიდერობს. გერმანული გენერატორები მაღალ სამშაო რესურსებს ფლობს, ამიტომ მუდამ გამართულად მუშაობს. უხარისხო ხელსაწყო არაფერში გამოგადგებათ. ასეთი გენერატორები მუდამ პრობლემას ქმნის. ინსტრუმენტი კი ისედაც მაშინ გვჭირდება, როცა საქმე რიგზე ვერ არის. ამას დამატებული უხარისხო ხელსაწყო კი არვის აწყობს. Schpindel - ის ინსტრუმენტები უსიამოვნებებს აგარიდებთ. Holst.ge - ზე Tolsen - ის გენერატორსაც გადააწყდებით. არც მის შეძენას ინანებთ, რადგან ძალიან ეფექტურია.
მძლავრი გენერატორით ვიწყებთ. Schpindel - ის კონკრეტული ხელსაწყო არაფერს უშინდება და უკან არასდროს იხევს. ინსტრუმენტს ყველგან გამოიყენებთ. სახლშიც გამოგადგებათ და სხვა ადგილასაც. სიმძლავრიდან გამომდინარე, უფრო მეტად დიდი დაწესებულებისთვისაა გათვლილი. ხშირი მუშაობა სადაც მოუწევს და მუდამ მწყობრში ყოფნა დასჭირდება. დიდი პოტენციალი აქვს და ფართო ტერიტორიისთვისაა განკუთვნილი. კომპლექტაციაც თან ახლავს, კერძოდ, სახელური და ბორბლები მოყვება. გენერატორი 90 კილოგარამია. დამატებითი ნივთების მეშვეობით კი მარტივად გადააადგილებთ. ავზის მოცულობა 25 ლიტრია, რაც ცოტა არ არის. ინსტრუმენტი ამ მხრივაც გამორჩეულია.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
მეორე გენერატორიც მძლავრია, წინა მოდელს სულ ოდნავ ჩამორჩება. ტევადობა იმავეა, 25 ლიტრი. ზუსტად იმ ხელსაწყოების კატეგორიაში გადის, რომლებსაც ყველგან გამოიყენებთ. სახლსა თუ მის გარეთ მუდამ თქვენს სამსახურში იქნება. დამატებითი ნივთებიც მოყვება, კერძოდ, სახელური და ბორბლები. მექანიკური სტარტერი აქვს და ბენზინზე მუშაობს. ინსტრუმენტს მაღალ რესურსებს ფლობს. ეფექტურობასაც ზუსტად ეს განაპირობებს.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Schpindel - ის კიდევ ერთი გენერატორი საშუალო სიმძლავრისაა. ბრენდი მრავალფეროვნებითაც გამორჩეულია. ბევრნაირი სახის ხელსაწყოს გთავაზობთ და ფართო არჩევანს გიტივებთ. თუ ძალიან მძლავრი გენერატორი არ გჭიდებათ, მაშინ კონკრეტული მოდელი გამოგადგებათ. ხელსაწყო 2.8 kw სიმძლავრისაა და 15 ლიტრიანია. საშუალო დონის საქმისთვის ნამდვილად საუკეთესოა. მექანიკური სტარტერი აქვს და ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს.
უირატესობები:
ამ გენერატორზე იმას გეტყვით, რომ ხელმისაწვდომი ფასი აქვს და გამძლეა. ინსტრუმენტი სრულფასოვნად მოგემსახურებათ და კმაყოფილს დაგტოვებთ. მაინცდამაინც დიდი ძალა არ აქვს, მაგრამ რთულ სიტუაციებში დახმარების ხელს გამოგიწვდით. დიდი ტერიტორიისთვის განკუთვნილი არაა. ხელსაწყოს კომფორტის ზონა სახლი და პატარა საქმეებია.
უპირატესობები: