ავტომოყვარულების საუკეთესო დამხმარე - მტვერსასრუტი |
ავტომოყვარულების საუკეთესო დამხმარე - მტვერსასრუტი |
მოკლედ, სადღაც 1978 წელია... გატყუებთ, 1980 და ერთმა ზედმეტად ეკონომიურმა ოჯახმა გადაწყვიტა, ვიდეოოპერატორისთვის გადასახდელი თანხა დაეზოგა და უბრალოდ, ქორწილი კარგად დაიმახსოვრა… რა გითხრათ, ეკონომიურობა ნამდვილად არ არის უარყოფითი თვისება, ალბათ, ნებისმიერ სფეროში, თუმცა რაც ავტომობილსა და მის მოვლას შეეხება, აი, აქ უკვე ყოველგვარი ეკონომია გვერდზე უნდა გადავდოთ. დიახ, დიახ, გვერდზე უნდა გადავდოთ დაღლილობაც, მოწყენილობაც, შიმშილიც და ერთი გემოზე მივაწკრიალოთ ჩვენი „რკინის რაში“.
ღმერთმა გაშოროთ, მაგრამ თუკი რამე გაუმართაობას აქვს ადგილი, უმჯობესია, საქმეში პროფესიონალი ჩაერიოს, თუმცა სისუფთავის დაცვას სულაც არ უნდა განსაკუთრებული ძალისხმევა, მით უმეტეს, როცა ხელთ გაქვთ მტევრსასრუტი, ოღონდ, მანქანის მტვერსასრუტი, აი, ისეთი, Holst.ge-ზე რომ შეგიძლიათ, მოიძიოთ და შეიძინოთ.
- ერთხელ მაინც გექნებათ ნათქვამი გულდაწყვეტილს: „მანქანას რომ გავრეცხავ, წვიმა ზუსტად მაშინ მოდისო“...
- არანაკლებ იშვიათია ასეთი ჩივილიც: „მანქანას რომ გავრეცხავ, მაშინ უნდებათ ბავშვებს თონის პური, ფენოვანი ხაჭაპური, ჩიპსი...“
- ან თუ შინაური ცხოველი გადაგყავთ ხშირად მანქანით, არც ამ დროს დაადგება სალონს უკეთესი დღე...
- იქნებ სოფლის ნობათი მოგაქვთ ქალაქისკენ?..
ასეთი მიზეზი კიდევ არაერთია. ამას დაუმატეთ დრო, რომელიც სამრეცხაოში უნდა დახარჯოთ, არც თანხა დაგავიწყდეთ და მოკლედ, აბსოლუტურად დამსახურებულად შეგვიძლია, მანქანის მტვერსასრუტი ავტომოყვარულების საუკეთესო დამხმარეს საპატიო სტატუსის მფლობელად გამოვაცხადოთ.
პრინციპში, ავტომოყვარულები მანქანის მტვერსასრუტის პლუსებზე ბევრს საუბრობენ, თუმცა დიდი დრო რომ არ დაკარგოთ, 4 ყველაზე მნიშვნელოვანზე მოგიყვებით:
პირველ რიგში, გულდასმით შეისწავლეთ მტვერსასრუტის გარეგნობა. კორპუსზე არ უნდა იყოს ნაჩხაპნები, დაზიანებები, ყველა ელემენტი თავის ადგილზე უნდა იყოს განთავსებული. არ უნდა იყოს დარღვეული ჰერმეტულობა, ყველა დეტალი ერთმანეთში მჭიდროდ უნდა იყოს ჩამჯდარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მანქანის დასუფთავება სიამოვნებას კი არ მოგანიჭებთ, ნერვებს მოგიშლით და ეჭვი გვაქვს, ასეთი პერსპექტივა არავის მოხიბლავს.
რეკომენდებულია, მანქანის მტვერსასრუტით სალონის დალაგების პროცესი მაქსიმუმ 30 წუთს გაგრძელდეს, რათა აკუმულატორი ზედმეტად არ დატვირთოთ.
როცა საქმეს მოითავებთ, სადენი ენერგიის წყაროდან უხეშად არ გამოქაჩოთ, რათა შეერთების ადგილი არ დააზიანოთ.
სადენი მოარიდეთ მაღალ ტემპერატურას, ზეთებს. არ მოათავსოთ მძიმე ნივთების ქვეშ, ან გამოყენებისას არ მოაყოლოთ მანქანის კარებში.
ეს არის და ეს.
Holst.ge მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ!
სასურველი მტვერსასრუტის მოძიება რომ უფრო გაგიადვილდეთ, რამდენიმეზე აქვე მოგაწვდით დეტალურ ტექნიკურ მახასიათებლებს: