ბაღის მოვლა - საუკეთესო საშუალება სტრესის მოსახსნელად

მცენარეებთან ურთიერთობა, დარგვა და მოვლა, ერთ-ერთი საუკეთეს საშალებაა განტვირთვის და სტრესის მოსაშორებლად.  ბავშვობაში ყველას გვიკვირდა თუ რას აკეთებდა ბებო ამდენ ხანს ბოსტანში. მერე იზრდები და ყველა შენი დარგული მცენარე გიყვარს და საერთოდაც ამაყობ რომ დარგე. ამასთან, მებაღეობა შემოსავლის მომტანია. შეგიძლია ნატურალური, შენს ბაღჩაში მოყვანილი ხეხილით და ბოსტნეულით იკვებო. სამწუხაროა, რომ უკანასკნელი ტენდენციებით სულ უფრო და უფრო ცოტა ადამიანი ეწევა მებაღეობას. თუმცა მსოფლიოში COVID ვირუსის გავრცელებიდან თავის ასარიდებლად შეიზღუდა სოციალური აქტივობები, საერთოდ გარეთ გამოსვლაც კი საფრთხის შემცველი გახდა. ამ დროს კი რა უნდა ყოფილიყო მებაღეობაზე უფრო უსაფრთხო და გასართობი. ამასთან, ბევრმა გაიაზრა, რომ პანდემიით შეიზღუდებოდა ქვეყნებს შორის ვაჭრობა, რაც სხვადასხვა საკვები პროდუქტების დეფიციტს გამოიწვევდა. მართლაც, უამრავმა ადამიანმა მიჰყო ამ საქმიანობას ხელი. ვისაც ამის საშუალება ქალაქში არ ჰქონდა სოფელს მიაშურა.

ბენზო ბურღი

ბენზო სათიბელა

შესაწამლი აპარატი

ხელის სეკატორი

სარწყავი შლანგი აქსესუარებით

გაზონის საკრეჭი ელემენტზე

ჰაერის შესაფრქვევი

რატომ არის მებაღეობა საუკეთესო საშუალება განტვირთვისთვის და სტრესის მოსაშორებლად?

მზის სხივები

უბრალოდ მზის შუქზე გამოსვლას შეუძლია თქვენი განწყობის გაუმჯობესება. ზამთრის პერიოდში სეზონური აფექტური აშლილობა მზის სხივების ნაკლებობის ბრალია. მოკლედ, გარეთ ყოფნა და სუფთა ჰაერის ყლაპვა, მზიდან მიღებულ D ვიტამინთან ერთად გააუმჯობესებს თქვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

ბუნებასთან კონტაქტი

უამრავ ადამიანს აქვს სურვილი მოშორდეს ყოველდღიურ სტრესს და გაიჭრას ბუნებაში. თუმცა, ხშირად რჩება ეს სურვილი მხოლოდ სურვილად. თუ ლაშქრობებში ხშირად სიარულს ვერ ახერხებთ, სჯობს თქვენს ეზოში გაახაროთ მცენარეები და ამით დაამყაროთ ბუნებასთან ხშირი ურთიერთობა.

სილამაზე

თქვენი საუკეთესო დასვენების მომენტებიდან რამდენი უკავშირდება განსაცვიფრებელ ხედს? ბუნება თავისი სილამაზითაც კი გვაშორებს სტრესს და გვთავაზობს ადგილს დასასვენებლად, ფიქრისთვის, მედიტაციისთვის და ა.შ.

ყველა მცენარეს მოვლა სჭირდება. თუნდაც მხოლოდ გაზონი და ყვავილები გქონდეთ ეზოში. მათ მოვლასაც უნდა გამოუყოთ შესაბამისი ინსტრუმენტები და დრო თქვენი ცხოვრებიდან. თუ ინსტრუმენტები არ გაქვთ ან გამოცვლას გეგმავთ, ჰოლსტზე სხვადასხვა ხელსაწყოს შემოგთავაზებთ. ჩვენ საქართველოში მებაღეობის და სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი  გულშემატკივარი ვართ.

ახლა კი მებაღეობით დაინტერესებულებს შემოგთავაზებთ რამდენიმე ინსტრუმენტს.

Lux Garden ორმოს ამოსაღები ბენზო-ბურღი LGAU56CC

Lux Garden benzo burghi

ბრენდი LUX GARDEN

პროდუქტის ტიპი ბენზო ბურღი

სიმძლავრე 1600W

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 8.52

კვების წყარო საწვავი

ძრავის მოცულობა 56cc

ავზის მოცულობა 1.2 l

ბრუნვის სიჩქარე 7800 min

მოტორი 44-5

მცენარესთან ურთიერთობა მისი დარგვით იწყება. ბენზო ბურღით ორმოს ამოთხრა, შემდეგში მცენარის დასარგავად მარტივად შეგიძლიათ. ეს მოდელი მუშაობს საწვავზე და მისი შეძენა ჩვენთან, ჰოლსტზე საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მოხმარება ძალას მოითხოვს ზედა ტანის დაჭერისას.

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • საქმიანობას საგრძნობლად ამარტივებს
  • გამძლე
  • ეკონომიური

Lux Garden ბენზო სათიბელა LX-52CC

Lux Garden benzo satibela

ბრენდი LUX GARDEN

პროდუქტის ტიპი ბენზო სათიბელა

სიმძლავრე 1600W

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 8.43

კვების წყარო საწვავი

ძრავის მოცულობა 52cc

ავზის მოცულობა 1.2 l

ბრუნვის სიჩქარე 7500 min

ღერძის სიგრძე/დიამეტრი 1500mm/28mm

ძუა 2.5mm

მოტორი 2 ტაქტიანი/გაგრილების სიტემით

კომპლექტაცია:

  • 2 საცვლელი პირი
  • ქამარი

ვერცერთი მომცრო მცენარე ვერ გადარჩება დიდ სარეველა ბალახებში. მცენარეების გახარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია შემოაცალოთ ბალახები, რომელიც ზემოდან მზეს უჩრდილავს და მიწიდან საჭირო წიაღისეულს ართმევს. ბენზო სათიბელა, იგივე ბენზო ცელი ამ საქმეს მარტივად, სწრაფად და ხარისხიანად გააკეთებს. თუ მებაღეობას დიდ ტერიტორიაზე ეწევით, მაშინ ბენზო სათიბელა აუცილებლად უნდა იყოს თქვენი ინვენტარის შემადგენელი ნაწილი. ამ მოდელს კომპლექტაციაში მოყვება ქამარი და ორი საცვლელი პირი. მშვენიერი შეთავაზებაა.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სწრაფი მოქმედება
  • ხარისხიანად შესრულებული სამუშაო
  • მარტივია მოხმარება

Lux-Garden SPR-16L შესაწამლი აპარატი ლატუნის ნაკრებით

Lux Garden shesatsamli aparati

ბრენდი LUX GARDEN

პროდუქტის ტიპი შესაწამლი აპარატი

სიმძლავრე 12V 8Ah/20hrs

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 5.31

კვების წყარო ელემენტზე

ავზის მოცულობა 16 l

წარმადობა 4.0 l/min

კომპლექტაცია:

  • ლატუნის შესაფრქვევი თავები
  • დამტენი
  • ქამარი

მცენარეებს, განსაკუთრებით ნაყოფის მომცემ მცენარეებს დროდადრო შეწამვლა სჭირდებათ საუკეთესო მოსავლის მისაღებად და სხვადასხვა დაავადებებისაგან დასაცავად. შეწამვლისთვის კი შესაწამლი აპარატი დაგჭირდებათ. თანამედროვე აპარატები ძალიან მსუბუქია და ელემენტზე მუშაობს, რაც ძალიან დიდ კომფორტს იძლევა პროცესში.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მსუბუქი და კომპაქტურია

Lux Garden LG-023 ხელის სეკატორი

Lux Garden sekatori

ბრენდი LUX GARDEN

პროდუქტის ტიპი სეკატორი

ზომა 8''

წონა (კგ) 0.29

პირების მასალა SK5

ტარის მასალა მეტალი PVC გადაკრული

დანიშნულება ხელის სეკატორი

მცენარე ხანდახან უნდა გასხათ მაქსიმალურად განვითარებისთვის და მეტი სილამაზისთვისაც. გასხვლა ნიშნავს ზედმეტი ტოტების გაცლას მცენარისთვის, რომლებიც ხელს უშლიან მის განვითარებას და მცენარისგან მაქსიმალური მოსავლის მიღებას. გასასხლავად ხელის სეკატორი დაგჭირდებათ, სპეციალური, მაკრატლის ფორმის ინსტრუმენტი. სეკატორის მოტანა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი პროდუქტის ჰოლტზე, საქართველოს ნებისმიერ წერტილში შეგვიძლია.

უპირატესობები:

  • აუცილებელი ინსტრუმენტი მებაღჩეობისას
  • უჟანგავი
  • გამძლე

Lux Garden LGH-013 სარწყავი შლანგი აქსესუარებით 1/2x20m

Lux Garden sarwyavi shlangi

ბრენდი LUX GARDEN

პროდუქტის ტიპი სარწყავი შლანგი

ზომა 1/2''

სიგრძე 20m     

მასალა PVC

წონა (კგ) 5

შრეების რაოდენობა 3 შრიანი

სამუშაო წნევა 8 bar

მცენარის გახარება მორწყვის გარეშე თითქმის შეუძლებელია, თუ მაინც და მაინც მხოლოდ კაქტუსები არ გაქვთ. მცენარემდე წყლის მისატანად სარწყავი შლანგი უნდა გქონდეთ. კარგად გაზომეთ მანძილი წყლის მოწოდების წერტილიდან უკიდურეს მცენარემდე, რომელიც მორწყვას საჭიროებს და იმის მიხედვით შეიძინეთ სარწყავი შლანგი. ეს კონკრეტული მოდელი 20 მეტრი სიგრძისაა. გარდა შლანგისა მოყვება აქსესუარები, რომლითაც წყლის ჭავლს მარტივად გაანაწილებთ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • აქსესუარები
  • სიგრძე

Dewalt DCMW564P2-QW გაზონის საკრეჭი ელემენტზე 2x18V

Dewalt gazonis sakrechi

ბრენდი DEWALT

პროდუქტის ტიპი გაზონის საკრეჭი

სიმძლავრე 36V

ელემენტი 5.0Ah

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 26.9

კვების წყარო ელემენტზე

ავზის მოცულობა 55 L

თიბვის პარამეტრები ფართობი: 800m2 სიმაღლე: 25-86mm სიგანე: 51cm

კომპლექტაცია:

  • 2 ელემენტი
  • დამტენი
  • ბალახის შესაგროვებელი      

მიუხედავად იმისა ბალახის საკრეჭი ხშირად არ გვხვდება ჩვენს სამეზობლოში, ყველამ კარგად ვიცით როგორ გამოიყურება. თუ ეზოს ალამაზებთ და გაზონი გააშენეთ, გაზონის საკრეჭი უნდა შეიძინოთ. ეს კონკრეტული მოდელი დევალტის პროდუქტია, შესაბამისად ძალიან გამძლე და დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობის მქონეა.

უპირატესობები:

  • სიცოცხლის ხანგრძლივობა
  • გამძლეობა
  • კომპლექტაცია

B&D GW3050-QS-ჰაერის შესაფრქვევი 3000W

Black&Decker haeris shesafrqveveli

ბრენდი BLACK&DECKER

პროდუქტის ტიპი ჰაერის შესაფრქვევი

სიმძლავრე 3000W

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 8.26

კვების წყარო 220-240V

ბრუნვის სიჩქარე 25000min

დამატებითი ფუნქციები შებერვის და შესრუტვის ფუნქციები

წარმადობა 14.0m3/min

კომპლექტაცია:

  • მტვრის შესაგროვებელი
  • დამატებითი თავაკები

შემოდგომის მთავარი სილამაზე ფოთოლცვენაა. თუმცა, როცა ფოთლები ძირს ეცემა ეს ლამაზი პროცესიც მთავრდება და ახალი საზრუნავი გვიჩნდება - გავწმინდოთ კარ-მიდამო ფოთლებისგან. თანამედროვე ტექნოლოგიები ხომ ყველა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო პრობლემას აგვარებს. ამ შემთხვევაშიც ასეა. ფოთლების ერთ ადგილას მოგროვება არ არის მარტივი საქმე თუ ჰაერის შესაფრქვევი არ გაქვთ. თუმცა ეს კონკრეტული დავალება მხოლოდ მისი ერთ-ერთი ფუნქციაა და სხვა უამრავი საქმიანობისას შეგიძლიათ გამოიყენოთ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • კომპაქტურობა
  • პრაქტიკულობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება