ბაღის მოსავლელი ინსტრუმენტები და სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოები |
ბაღის მოსავლელი ინსტრუმენტები და სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოები |
ბაღის, აგარაკის და ეზოს მოსაწესრიგებლად საჭიროა საბაღე ხელის ინსტრუმენტები რომლებიც დაგეხმარებათ, გაგიმარტივებთ საქმეს და დაზოგავთ დროს.
ჩვენ საბაღე ხელის ინსტრუმენტების, სასოფლო-სამეურნეო იარაღების და სარწყავი შლანგების ფართო ასორტიმენტი გვაქვს.
ასორტიმენტში წარმოდგენილია: სეკატორი, შლანგი, ნაჯახი, ხერხი, თოხი, ბარი, ნიჩაბი, ლაფატკა. მათი დახმარებით თქვენ იდეალურად გაასუფთავებთ თქვენს ბაღს და მოუვლით მცენარეებს.
ასეთ ხელსაწყოებს ძალიან ბევრი ბრენდი აწარმოებს, ამიტომ სწორი არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულია.
Holst.ge-ზე წარმოდგენილია Lux Garden-ის და Tolsen-ის ბრენდის საბაღე ინსტრუმენტები და სარწყავი შლანგები, Stal-ის ბრენდის სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოები.
ბაღის ინსტრუმენტების შეძენამდე უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა:
ბაღის ინსტრუმენტების თუ სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოების შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ნივთების წონას, ზომა და სიმტკიცე.
აუცილებელია, რომ ისინი მოსახერხებელი იყოს და მუშაობისას ხელში დისკომფორტს არ გიქმნიდეთ. სასურველია შეიძინოთ მსუბუქი ხელსაწყოები ფართო სახელურებით, საქმის შესრულებისას არ დაიღლებით და სამუშაო კომფორტული იქნება თქვენთვის.
ყურადღება უნდა მიაქციოთ რა მასალისგან არის დამზადებული ხელსაწყო და რამდენად გამოგადგებათ ის თქვენი სამუშაოების შესასრულებლად. მაგალითად უჟანგავი ფოლადის იარაღები ადვილად ტრიალებს ნიადაგში და მარტივად იწმინდება.
ხარისხის შეფასება საკმაოდ რთულია მრავალფეროვანია არჩევანისას, თქვენზეა დამოკიდებული როგორი გსურთ, ხანგრძლივი მუშაობისათვის თუ მალე უნდა გამოცვალოთ ხელსაწყო. აგრეთვე უნდა გაითვალისწინოთ რა სათადარიგო ნაწილები მოჰყვება პროდუქტს.
სეკატორი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო იარაღია ბაღის სამუშაოების შესასრულებლად, აგარაკის ან ეზოს მოსაწესრიგებლად. მისი საშუალებით მცენარეებსა და ხეებს შეგიძლიათ მოაშოროთ ზედმეტი, დაზიანებული, გამხმარი ტოტები და გაათავისუფლოთ, რაც მათ გაზრდას და ჯანსაღად განვითარებას შეუწყობს ხელს. აუცილებელია სასხლავს ჰქონდეს მოსახერხებელი სახელურები რათა კომფორტულად გეჭიროთ ხელში და ბასრი პირები იმისთვის რომ დიდი ძალისხმევის გარეშე შეასრულოს თავისი საქმე.
ზომა 8
წონა (კგ) 0.26
პირების მასალა SK5
ტარის მასალა მეტალი PVC გადაკრული
დანიშნულება ხელის სეკატორი
ხელის ნიადაგის კულტივატორი ძალიან მოსახერხებელი ინსტრუმენტია ბაღში სხვადასხვა სამუშაოებისათვის, ღრმად ჩადის ნიადაგში და ერთგვაროვან მასად აქცევს მიწას. ამ მოწყობილობის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ უჟანგავი ფოლადისგან დამზადებულ ნივთს.
მცირე ზომის ხელის ნიჩაბი ძალიან მოსახერხებელი და საჭირო ხელსაწყოა მცენარეების გადარგვისათვის. აუცილებელია ფართო ზედაპირი ჰქონდეს რათა უფრო დიდი ნიადაგი აიღოს.
ნიჩაბი (ბარი) შეუცვლელი იარაღია თქვენს ბაღში სამუშაოებისათვის. ფეხის ბიძგის საშუალებით ბარის საკმაო მიწის სიღრმეზე ჩადის. არის გრძელი და მოკლე სახელურებით, ეს თქვენს სურვილზეა, რომლის გამოყენება უფრო მოსახერხებელია.
თოხი არის ის ხელსაწყო, რომელიც ბაღისა და სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის ძალიან საჭიროა. თუ ბოსტნეულის ბაღი გაქვთ დაგჭირდებათ ძლიერი და ფართო თოხი. თუ უფრო სათუთად მოსავლელი მცენარეები გაქვთ მაგალითად, ყვავილები, უფრო თხელი თოხი დაგჭირდებათ. ის კარგი საშუალებაა სარეველების მოსაჭრელად.
სარწყავი შლანგი ძალიან მნიშვნელოვანი ნივთია, რადგან მცენარეებისთვის აუცილებელია წყალი, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში, სარწყავი შლანგით კი შეძლებთ საჭირო დროს მიაწოდოთ თქვენ მცენარეებს წყალი. აუცილებელია შეძენამდე წინასწარ იცოდეთ თუ რა სიგრძის შლანგი დაგჭირდებათ, ეს გაგიმარტივებთ არჩევის პროცესს.
მახასიათებლები:
ბრენდი TOLSEN
პროდუქტის ტიპი სარწყავი შლანგი
ზომა 1/2''
სიგრძე 15m
მასალა PVC
წონა (კგ) 1.52
შრეების რაოდენობა 3 შრიანი
სამუშაო წნევა 400psi
ნაჯახი და ხერხი დაგეხმარებათ ბაღში თუ აგარაკზე გარემოს მოწესრიგებაში, მოჭრით ზედმეტ, გამხმარ ტოტებსა და ბუჩქებს.
ყველა ზემოთ აღნიშნული ხელსაწყოს შეძენა შეგიძლიათ Holst.ge-ზე, ჩვენს ვებ-გვერდზე მრავალფეროვანი არჩევანია ბაღის ინსტრუმენტების და სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოების.
აგრეთვე შეგიძლიათ შეიძინოთ ელექტრო ინსტრუმენტები, განათების მოწყობილობები, ხელის ინსტრუმენტები, სანტექნიკის და გათბობის მოწყობილობები და მცენარეთა მოვლის საშუალებები. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ლიდერ ბრენდებთან, მათი წარმოებული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში Holst.ge. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს რომ ჩვენთან ხარისხიანი, საიმედო და ორიგინალი მოწყობილობებია წარმოდგენილი.
ჩვენთან შეძენილ პროდუქციაზე ვრცელდება გარანტია, უფასო მიწოდების სერვისი საქართველოს მასშტაბით, მოქნილი ონლაინ განვადების პირობები და სხვადასხვა ფასდაკლებები.