ბალახის სათიბელა - როცა მუშაობა სასარგებლოც არის და სასიამოვნოც |
ბალახის სათიბელა - როცა მუშაობა სასარგებლოც არის და სასიამოვნოც |
ახლად მოთიბული ბალახის სურნელი რომ ადამიანს არ მოსწონდეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მიზეზი კიდევ არც ისე ცოტაა, მაგრამ ერთ-ერთი გამორჩეული, ალბათ, ბავშვობის ნოსტალგიაა... როგორც შედეგი ის გახლავთ, რომ ბალახის სათიბელა სასარგებლოსა და სასიამოვნოს აერთიანებს.
ნოსტალგია და ტკბილი მოგონებები გვერდზე გადავდოთ და საქმეს შევუდგეთ - ანუ იმაზე ვისაუბროთ, რატომ და რისთვის არის საჭირო ბენზო სათიბელა.
დავიწყოთ იმით, რომ გაზონს საკმაოდ სათუთი მოვლა სჭირდება - პირადი ეზო თუ სკვერი და ბაღი რომ მუდმივად ლამაზად და მომხიბვლელად გამოიყურებოდეს, ბალახი აუცილებლად უნდა მოითიბოს, თანაც - რეგულარულად.
არ იფიქროთ, გაზონის მოვლა მარტივი საქმე იყოს. პროცესი საკმაოდ სპეციფიკური და შრომატევადია, თუმცა, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სწორედ ტკბილი მოგონებები აქცევს ამ არც ისე იოლ საქმეს სასიამოვნო პროცესად.
თანამედროვე სამყაროში გაზონის მოვლის ყველაზე აქტუალური ინსტრუმენტი ბენზო სათიბელა გახლავთ - სწორედ ეს მოწყობილობა უზრუნველყოფს, თიბვა შედეგიანიც იყოს და რაც მთავარია, პროცესი სწორად წარიმართოს. ამასთან ერთად, ბენზო სათიბელა საშუალებას იძლევა, დამუშავდეს არა მხოლოდ გაზონები, არამედ, ბუჩქებიც.
მარტივ ჭეშმარიტებაზე რაკი შევთანხმდით, ახლა მთავარ სათქმელს მივხედოთ: სათიბელა მართლაც საჭირო ინსტრუმენტია და სწორედ ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ბაზარი არაერთ სახეობას გვთავაზობს. კერძოდ, შეხვდებით შემდეგ ტიპებს:
ძრავის ტიპების მიხედვით გამოირჩევა:
მექანიკური ბორბლებიანი სათიბელას მართვა მარტივია - არ არის საჭირო არც ბენზინი და არც ელექტრობა, თუმცა, სამაგიეროდ, საჭიროა კუნთების გვარიანად დაძაბვა. ასეთი ინსტრუმენტი უფრო „ახალგაზრდა გაზონის“ მოსავლელად გამოდგება.
ხელის სათიბელა კარგია არც ისე დიდი ზომის მიწის ნაკვეთის მოვლისთვის, თუნდაც ტერიტორიის ზედაპირი უსწორმასწორო იყოს, რადგან ინსტრუმენტს მუშაობა ნებისმიერი კუთხით შეუძლია.
ბალახის სათიბელა შეიძლება აღჭურვილი იყოს ელექტრო ან ბენზინის მოტორით. ელექტროძრავი განთავსებულია ძელის ქვედა ან ზედა, ხოლო ბენზინის - მხოლოდ ზედა ნაწილში.
მოწყობილობის ქვედა ნაწილში დატანილი დამცავი მექანიზმი მთიბველის ფეხს ტრავმირებისგან იცავს. მუშაობისას მარცხენა ხელი იჭერს ძელის სახელურს (საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ბალახის სიმაღლის რეგულირება), ხოლო მარჯვენა - ძრავის მართვის ღილაკიან სახელურს.
სათიბელას მთავარი უპირატესობაა ბალახის თიბვა უსწორმასწორო მონაკვეთებსა და ბუჩქებისა და ხეების სიახლოვეს.
განსაკუთრებით მოთხოვნადია ბენზო სათიბელა, რომლის დახმარებითაც, მოზრდილი ტერიტორიის დამუშავებაა შესაძლებელი. გამოირჩევა შესაშური მობილურობით, სიმძლავრითა და პრაქტიკულობით. ასევე, მისი გამოყენება შეიძლება არა მხოლოდ გაზონის გასალამაზებლად, არამედ სარეველა ბალახების მოსაშორებლადაც.