ბალახის ტრიმერი - სულ რომ არ გინდოდეთ, მუშაობას მაინც მოგანდომებთ |
ბალახის ტრიმერი - სულ რომ არ გინდოდეთ, მუშაობას მაინც მოგანდომებთ |
იმდენი რამე გამოიგონეს, იმდენად შორს არის წასული ტექნოლოგიური განვითარება, სულ რომ მხართეძოზე წამოწოლა გინდოდეთ, თითის განძრევის სურვილიც კი არ გქონდეთ, მუშაობის იშტაზე მაინც დადგებით.
ერთ-ერთი ასეთი ხელსაწყო გახლავთ ბალახის ტრიმერი, რომელიც კიდევ გიმეორებთ, სულ რომ არ გინდოდეთ, მუშაობას მაინც მოგანდომებთ - ერთი, რომ ძალიან მოსახერხებელია, არის მსუბუქი და საქმეს ისე აკეთებს, როგორც საჭიროა.
განსაკუთრებით გამოსადეგია ტრიმერი გაზაფხულ-ზაფხულის სეზონზე, როცა კერძო სახლების მფლობელები ეზოების დაწკრიალებას იწყებენ. თუმცა, რატომ მხოლოდ კერძო სახლების მფლობელები? კორპუსების მაცხოვრებლებსაც შეუძლიათ, ეზო ტრიმერით გაალამაზონ, თუ რა თქმა უნდა, სიმწვანე ჯერ კიდევ შემორჩათ და ან ავტოფარეხი არ აქვს მეზობელს წამოჭიმული, ან მრავალსართულიანი შენობის მშენებლობა არ მიმდინარეობს.
მოკლედ, გაზაფხუ-ზაფხულზე ბალახს საგულდაგულო მოვლა აუცილებლად სჭირდება და ბალახის ტრიმერის დანიშნულებაც სწორედ ეს გახლავთ.
იმსახურებს და იმიტომ, მაგრამ რაკიღა ასეთი კითხვა გაჩნდა, პასუხსაც ახლავე მოგახსენებთ: ტრიმერი ცელის მოტორიზებული ვერსიაა, გაცილებით პროდუქტიული და მანევრირებადი.
ტრიმერების უმეტესობის კონსტრუქცია მაქსიმალურად ერთმანეთის მსგავსია. კერძოდ, ბალახის ტრიმერს აქვს მოტორი, მილი და საჭრელი აპარატი. როგორც წესი, აუცილებლად აქვს მუშა ნაწილის დამცავი გარსაცმი. ამით ტრიმერების მსგავსება სრულდება, ყველა შემდგომი განსხვავება კვების ტიპისა და ძირითადი მახასიათებლების მიხედვით განისაზღვრება.
ინსტრუმენტის თითოეულ ტიპს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ამიტომ ერთმნიშვნელოვნად იმის მტკიცება, ამტკიცებდეს, რომ ერთ-ერთი მათგანი ყველაზე გამორჩეულია, არ შეიძლება. არჩევანი კონკრეტულ ამოცანებს უნდა ეფუძნებოდეს.
ტიპების მიხედვით კი ტრიმერი ამგვარად იყოფა:
ასეთი ტრიმერის დიზაინი მარტივია, განსხვავება ის არის, რა ადგილასაა განლაგებული ელექტროძრავა: ზედა ან ქვედა ნაწილში; ხელსაწყო 220 ვოლტზე მუშაობს.
ელექტროქსელში მომუშავე ტრიმერის პლუსებია:
მინუსებიდან შემდეგი მომენტების გამოყოფა შეიძლება:
კვების წყაროზე ინფორმაციას უკვე სახელწოდებაც გვკარნახობს. ასეთ მოდელს ყველა ის პლუსი აქვს, რაც ელექტროს შემთხვევაში ჩამოვთვალეთ, პლუს, არ ზღუდავს ადამიანს არც დამაგრძელებლისა და არც სველ ბალახში მუშაობის გამო.
მობილური უსადენო ტრიმერი შესანიშნავი ინსტრუმენტია ძნელად მისადგომ ადგილებში სამუშაოდ, როცა საჭიროა თიბვა, მაგალითად, ბუჩქებს შორის, გაზონის კიდეების დამუშავება თუ ბალახის მოცილება სხვადასხვა საგნების გარშემო.
ბენზინის ტრიმერი გაცილებით მძლავრი და შედეგიანი ხელსაწყოა, რომელიც არსებოს როგორც პროფესიონალური, ისე - საყოფაცხოვრებო.
ბენზინის ტრიმერით მუშაობა, პრაქტიკულად, ნებისმიერ ამინდში შეიძლება ყოველგვარი შეფერხების გარეშე, ნუ, თუ ღვარცოფი და ხოშკაკალი არ დაატყდა სამყაროს. რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია, მისი ექსპლოატაცია და მომსახურება გარკვეული უნარ-ჩვევების ქონას ითხოვს.