ბალგარკა - ინსტრუმენტი, რომელსაც არც მაჭანკალი სჭირდება, არც აბანოში გადანახულება.. |
ბალგარკა - ინსტრუმენტი, რომელსაც არც მაჭანკალი სჭირდება, არც აბანოში გადანახულება.. |
თეთრი და შავი აბანოში გამოჩნდებაო, ეგრე ამბობდნენ ძველად და პრინციპში, ახლაც იტყვიან ხოლმე... ასე იყო ნამდვილად: აბანოში ბევრ რამეს ეხდებოდა ფარდა, იქ პოულობდნენ უარყოფთსაც, დადებითსაც... დატრიალდებოდნენ მაჭანკლები... „გააიმასქნებდნენ“... მერე სარძლოს აბანოში გადაინახულებდნენ... საშინელი ჩვევა და ტრადიცია იყო და ძალიანაც კარგი, მივიწყებას რომ მიეცა!.. საქმემ უნდა გამოგაჩინოს და არა მაჭანკლებმა და აბანომ და ქვემოთ სწორედ ისეთ რამეზე უნდა ვისაუბროთ, რასაც დიახაც, არც მაჭანკალი სჭრდება, არც აბანოში გადანახულება - რაცაა, ეგაა და ამით ყველაფერი ნათქვამია!..
არსებობს ინსტრუმენტების კატეგორია, რომლის გარეშეც პრაქტიკულად, საქმის გაკეთება შეუძლებელია. სწორედ ასეთ ტიპს განეკუთვნება კუთხსახეხი, უკეთ ცნობილი, როგორც ბალგარკა.
ბარგალკა, ანუ ტექნიკური ენით - კუთხსახეხი მანქანა, შეუცვლელი ინსტრუმენტია ძალიან ბევრი მიმართულებით, იქნება ეს მშენებლობა, რემონტი თუ რომელიმე სპეციალიზებული სამუშაო, სადაც საჭიროა მოჭრა, ხეხვა, ყველაზე განსხვავებული მასალის გასუფთავება-გაპრიალება და ასე შემდეგ.
კუთხსახეხი - ეს არის ელექტრო ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა მასალის ჭრისთვის, გასუფთავებისა და ხეხვისთვის. კერძოდ, შესაძლებელია, დამუშავდეს: სხვადასხვა სახეობის ქვა, ბეტონი, ასევე, ლითონი, ხე და ასე შემდეგ. საინტერესოა, რომ ინსტრუმენტის აგებულება განსაკუთრებული სირთულეებით არ გამოირჩევა. თუმცა მაინც არის გარკვეული საკითხები, რომელთა ცოდნა და გათვალისწინება აუცილებელია, რათა რემონტი თუ პროფილაქტიკური სამუშაო იმ ხარისხით შესრულდეს, რომელიც მოყვარეს გაახარებს, მტერს კი თვალებს დაუფსებს! დასაწყისისთვის ის ელემეტები გამოვყოთ, რისგანაც ბარგალკა შედგება:
რაც შეეხება მუშაობის პრინციპს, მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთია: ინსტრუმენტი მოქმედებაში მოდის შპინდელის დახმარებით, რომელიც ძრავს კბილანური გადაცემით უკავშირდება. სწორედ შპინდელზე მაგრდება სხვადასხვა ტიპის საცმი, რომელიც კონკრეტული საქმის შესრულებისთვის არის საჭირო. ინსტრუმენტის კორპუსი, როგორც წესი, მაღალი სიმტკიცის პლასტიკისგან მზადდება, რომელსაც შეუძლია, ძლიერ ზემოქმედებად გაუძლოს. სხვადასხვა საცმის, ან სხვანაირად რომ ვთქვათ, სხვადასხვა აბრაზიული დისკის გამოყენება მრავალფეროვანი სამუშაოს შესრულების საშუალებას იძლევა, რაც ინსტრუმენტის გამოყენების სფეროებს მნიშვნელოვნად ზრდის. მაგალითად, ბალგარკა გამოიყენება იმ შემთხვევებში, როცა გჭირდებათ:
ბარგალკის სახეობების ფიდერენცირება კვების ტიპების მიხედვით შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელსაწყოს უმეტესი ნაწილი ელექტროა, განასხვავებენ ოთხ ტიპს.
- ქსელური ბარგალკა
ყველაზე გავრცელებული სახეობა, რომელიც 220 ვოლტზე მუშაობს. მასთან მუშაობისას შესაძლებელია სხვადასხვა დიამეტრის დისკების გამოყენება. გახლავთ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი სახლსა თუ აგარაკზე გამოყენებისთვის. სწორედ ქსელური კუთხსახეხით მუშაობენ პროფესიონალი ელექტრიკოსები, სანტექნიკოსები თუ ფილების მემონტაჟეები. სიმძლავრიდან გამომდინარე, განასხვავებენ როგორც პროფესიონალურ, ისე საყოფაცხოვრებო მოდელებს.
ქსელური ბალგარკა შემდეგი უპირატესობებით გამოირჩევა:
რაც შეეხება უარყოფით მხარეებს:
- აკუმულატორიანი ბარგალკა
მისი გარეგნობა საკმაოდ განსხვავდება ქსელურისგან, მაგალითად, სახელურთან აკუმულატორის დასამაგრებელი განყოფილებით. ასევე, აკუმულატორიანი ბალგარკა შედარებით მოკრძალებული ზომისაა, ვერ დაიკვეხნის ვერც საცმების მრავალფეროვნებით.
ხანგრძლივი მუშაობა ასეთი ხელსაწყოთი, გასაგები მიზეზების გამო, ვერ გამოვა. მისი გამოყენება რაციონალურია მაშინ, როცა სამუშაო სასწრაფოდ დასასრულებელია და ამასთან ერთად, არ არის ხელმისაწვდომი ელექტროქსელი. მაგალითად, სამშენებლო მოედნის გარშემო ღობის მოსაწყობად, კარების ავარიული გაღებისთვის თუ ქალაქგარეთ მუშაობისთვის. ასეთი შეზღუდვების მიუხედავად, აკუმულატორიან კუთხსახეხს არაერთი უპირატესობა აქვს:
მთავარი მინუსები:
- ბენზინის ბარგალკა
ამ სახეობის გარეგნობა აშკარად გამორჩეულია. კორპუსი საკმაოდ მოზრდილია, რადგან მის შიგნით საწვავის ავწი და ძრავია მოთავსებული. დიდი ზომების გათვალისწინებით, ინსტრუმენტი აღჭურვილია მასიური სახელურებით. ბენზინის კუთხსახეხზე დიდი ზომის დისკები მაგრდება ბეტონისა თუ რკინის საჭრელად. უნდა ითქვას ისიც, რომ ინსტრუმენტი საკმაოდ ხმაურიანია, რისი მიზეზიც ძრავი გახლავთ. მუშაობის დროს ხმაურისგან დამცავი საშუალებების გამოყენება აუცილებელია!
ბენზინის ბალგარკა შემდეგი უპირატესობებით გამოირჩევა:
ბენზინის ბალგარკის მინუსები:
- პნევმატური ბარგალკა
პნევმატურ კუთხსახეხსაც მუშაობის იგივე პრინციპი და დანიშნულება აქვს, რაც დანარჩენ სახეობებს, თუმცა განსხვავდება შიდა აგებულებით. მაგალითად, არ აქვს ძრავი, ხოლო დისკის ბრუნვას შეკუმშული ჰაერის ნაკადი განაპირობებს. ამ თავისებურების ხარჯზე, პნევმატური ბალგარკა „თანამოძმეებში“ ყველაზე მსუბუქი გახლავთ. სამუშაოს ხანგრძლივობა, პრაქტიკულად, შეუზღუდავია, საჭიროა მხოლოდ კომპრესორი, რომელიც მას ჰაერით მოამარაგებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახლის პირობებში ასეთ მოდელს არავინ იყენებს, სამაგიეროდ, შეუცვლელია ლითონის გადამამუშავებელ საწარმოებში. რაც შეეხება უპირატესობებს, აგერ, ინებეთ:
მინუსი მხოლოდ ორია:
Holst.ge-ზე კუთხსახეხი ხელსაწყოების მრავალფეროვანი არჩევანია - რამდენიმეს აქვე შეავლეთ თვალი, უფრო მეტს კი შესაბამის განყოფილებაში იხილავთ...