ბარგალკა - მეტალის საჭრელი და დასამუშავებელი ინსტრუმენტი, რომელსაც ანალოგს რთულად მოუძებნით

„ბარგალკის ახალი პარტია მოიტანეს, არ გვჭირდება, მაგრამ მაინც მოაქვთო“, - კაციშვილი ვერ იტყვის მსგავს ფრაზას შაბიამნისგან განსხვავებით, რადგან ბალგარკა მეტალის საჭრელი და დასამუშავებელი ისეთი ინსტრუმენტი გახლავთ, რომელსაც ანალოგი, პრაქტიკულად, არ მოეძებნება.

„სათაურიც“, შეიძლება ითქვას, რამდენიმე აქვს. მაგალითად, ბარგალკა, ბალგარკა, კუთხსახეხი, კუთხლივ სახეხი ხელსაწყო და რა თქმა უნდა, რაც არ უნდა დავუძახოთ, ინსტრუმენტი მოწოდების სიმაღლეზე რჩება, თუნდაც ყველაზე ჩაკვარახჭინებული კნინობით-ალერსობითი სახელი მოუგონოს ვინმემ, მაგალითად, ბარგალკუშკუნწკუნწკულა...

ეყოფა ახლა ფერება ამ ჩვენს ბარგალკას, თეორიულ ნაწილს უფრო მივხედოთ, ქებას კი თავადაც იტყვით, როცა მას პრაქტიკაში გამოცდით.

რაში გამოგადგებათ კუთხსახეხი

ბარგალკა, იგივე კუთხსახეხი - ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ამარტივებს მასალების ჭრასა და წმენდას. ინსტრუმენტს აქტიურად იყენებენ სხვადასხვა დანიშნულებით.

რა უნდა გაითვალისწინოთ, თუკი გადაწყვიტეთ, რომ სარემონტო ხელსაწყოებს ბალგარკა დაამატოთ.

კუთხსახეხის სახეობები

დასაწყისისთვის ის გავარკვიოთ, კუთხსახეხის რა სახეობები არსებობს. ასე და ამგვარად, ბალგარკა შეიძლება იყოს: ელექტრო, აკუმულატორიანი, პნევმატიკური და საწვავზე მომუშავე.

  • ელექტრო

საყოფაცხოვრებო პირობებისთვის ყველაზე უფრო გავრცელებული 220 ვოლტზე მომუშავე მოდელია. ინსტრუმენტი ჩვეულებრივ როზეტში შეერთებით მუშაობს მიუხედავად მახასიათებლებში მითითებული სიმძლავრისა. მთავარი მოთხოვნა ასეთი მოდელისთვის ელექტრობის ქონაა, რის გამოც, მას, როგორც წესი, შენობებში იყენებენ (საამქრო, სახელოსნო, ფარეხი) ან სახლთან ახლოს, თუკი რა თქმა უნდა, შესაბამისი დამაგრძელებელიც იქვეა.

  • აკუმულატორიანი

აქვს ელექტრო კუთხსახეხის მსგავსი კონსტრუქცია, თუმცა კვებას ელემენტისგან იღებს, რომელიც როგორც წესი, სახელურშია ხოლმე ჩაშენებული. უფრო ხშირად, გვხვდება კომპაქტური მოდელები, რომელიც არც ისე ხანგრძლივი გამოყენებისთვის არის განკუთვნილი. ელემენტი მხოლოდ რამდენიმე საათიანი მუშაობის საშუალებას იძლევა, რის შემდეგაც მას დატენა სჭირდება.

საუკეთესო ვარიანტია საველე პირობებში მუშაობისთვის. თუკი რეგულარულად გიწევთ მუშაობა ადგილებში, სადაც ელექტროენერგია ხელმისაწვდომი არ არის, კარგს იზამთ, თუკი რამდენიმე სათადარიგო ელემენტს შეიძენთ.

  • პნევმატიკური

გამორჩეულია მუშაობის სრულიად განსხვავებული პრინციპით. რედუქტორი მოქმედებაში ფრთოვანას ხარჯზე მოდის, რომელზეც თავის მხრივ, შეკუმშული ჰაერი მოქმედებს. ვინაიდან კონსტრუქციაში მძიმე ელექტროძრავა არ არის, პნევმატიკური კუთხსახეხი მოკლე და მსუბუქია, მაგრამ ფუნქციონირებისთვის საჭიროებს კომპრესორს ან შეკუმშული ჰაერის სტაციონარულ ხაზს.

ელექტრომოტორის არქონის გამო, ინსტრუმენტი ნაკლებად ხურდება, რაც დღეში 6-8 საათის მანძილზე მუშაობის საშუალებას იძლევა.

  • საწვავზე მომუშავე

ინსტრუმენტი მოქმედებაში ბენზინზე მომუშავე შიგა წვის ძრავის ხარჯზე მოდის. ამის გამო კუთხსახეხი საკმაოდ მძიმე და ამასთან ერთად, ხმაურიანია. მუშაობს დიდი დიამეტრის მქონე დისკებით და გამოიყენება საველე პირობებში მუშაობისთვის (ჭრიან მილებს, რელსებს, შველერებს და ასე შემდეგ). ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ავზის მოცულობასა და საწვავის ხარჯვაზე. ხანგრძლივი მანიპულაციებისთვის საჭიროა დამატებითი კანისტრის ქონა.

დისკების დიამეტრი

კუთხსახეხის ზომა გავლენას ახდენს გარკვეული დიამეტრის მქონე დისკის დაყენების შესაძლებლობაზე. ჩვეულებრივ, შეზღუდვის მიზეზი დამცავი ბუდეა, რომელსაც ინსტრუმენტს ზოგჯერ საერთოდ ხსნიან ხოლმე, რაც საკმაოდ საშიშია. ამდენად, წინასწარვე უნდა გქონდეთ განსაზღვრული, რა ზომის დისკი გჭირდებათ.

  • 115-150 მმ - ყველაზე პატარა წრეები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია 30-35 მმ სისქის ლითონის გაჭრა. კომფორტულია რთულად მისადგომი ადგილებისთვის, ფაქიზი მუშაობისთვის, თუმცა სწრაფად იცვითება და ხშირად ცვლა სჭირდება;
  • 180 მმ - საშუალო ვარიანტი, რომელიც გამოსადეგია 60-70 მმ სისქის მასალის დასამუშავებლად. პოპულარულია სანტექნიკოსებში და ხელოსნებში, რომლებიც გათბობის მონტაჟზე მუშაობენ;
  • 230 მმ - მაქსიმალური ზომა ელექტრო კუთხსახეხისთვის. გამოიყენება მშენებლობებზე, რემონტისას;
  • 400 მმ - ვხვდებით მხოლოდ საწვავზე მომუშავე მოდელებში. გამოიყენება რელსების, შველერის, დიდი დიამეტრის მქონე მილების ჭრისთვის. ასევე, იყენებენ მაშველები ნანგრევების გაწმენდისას.

მცირე ზომის დისკების დიდ კუთხსახეხზე დაყენება შესაძლებელია, თუმცა მუშაობის პროცესი არც თუ ისე მოსახერხებელია - სწრაფად ცვდება, ჭრის ხაზი ნაკლებად შესამჩნევია და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ კარგს იზამთ, თუკი ზუსტად გეცოდინებათ, რა ტიპის სამუშაოები უნდა აწარმოოთ და კუთხსახეხის მოდელიც მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინოთ.

STANLEY - SG7125-TR Small კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 125mm 750W

STANLEY bargalk

  • ბრენდი - STANLEY
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • ფორმა - მოკლე ტარიანი
  • ზომა - 125mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5054905285869
  • წონა (კგ) - 1.3
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - დამატებით სახელური + დამცავი + ქანჩი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-12000min

CROWN CT13505 - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო "ბარგალკა" 125mm 900W

Crown bargalk

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე - 900W
  • ფორმა - გრძელ ტარიანი
  • ზომა - 125mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177424303
  • წონა (კგ) - 2.18
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - დამატებით სახელური + დამცავი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-11000min

Dewalt - DWE4233-QS კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 125mm 1400W

Dewalt bargalk

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე - 1400w
  • ფორმა - მოკლე ტარიანი
  • ზომა - 125mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048614020
  • წონა (კგ) - 3.06
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-11500min
  • დამატებითი კომპლექტაცია - დამატებით სახელური + დამცავი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება