ბარგალკა - ხელსაწყო, რომელიც მეტალთან მუშაობისას გჭირდებათ

ყველაფერი ასე იწყება: სპეციფიკური ხმა ისმის და ვხედავთ, თუ როგორ სწრაფად მუშაობს ბარგალკა. კონკრეტულად, რას საქმიანობს ? მისი მოვალეობა მეტალის დაჭრა და დამუშავებაა. გაითვალისწინეთ, მხოლოდ ამ მასალაზე მუშაობს და თუ ხისთვისაც გსურთ, მაშინ სხვა ხელსაწყო უნდა შეიძინოთ. ბალგარკა კი მეტალისთვისაა შექმნილი და მისი პროფესიონალიზმის შესახებ ყველასთვის ცნობილია.

რამდენი სახის ბალგარკა არსებობს ?

ხელსაწყოების მახასიათებლები, ძირითადად, ორ კატეგორიად იყოფა. არსებობს მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხები. პირველს ყურადღება უნდა მიაქციოთ და ამ კატეგორიაში სიმძლავრე/სიჩქარე შედის. წონა, ფორმა და ზომა კი ამდენად მნიშვნელოვანი არ არის. საბოლოოდ, კარგი იქნება თუ ყველაფერს თვალ-ყურს ადევნებთ, მაგრამ იმ ორ მახასიათებელზე ბევრად მეტია დამოკიდებული.

როგორ უნდა შევარჩიოთ კუთხსახეხი სწორად ?

მაინც რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი სიმძლავრე და სიჩქარე ? რადგანაც ასე გამოვყავით, ისიც ვთქვათ, თუ რა როლს თამაშობს. ამ ორი მაჩვენებლის მეშვეობით, შეგიძლიათ განსაზღვროთ, როგორი საქმისთვის გამოგადგებათ კუთხსახეხი. მეტი თვალსაჩინოებისთვის მაგალითსაც გეტყვით. 2200 ვოლტის მქონე ბალგარკა მძლავრია. სიჩქარეც მაღალი აქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეგვიძლია მაქსიმალურად დავტვირთოთ, რთული საქმე ჩავაბაროთ და იმედი გვქონდეს, რომ კარგად შეასრულებს. დაბალი სიმძლავრის შემთხვევაში კი განსხვავებული მოცემულობაა. ასეთი კუთხსახეხი სხვა წესებსაა მიჩვეული. მარტივ საქმეებს ასრულებს. მაგალითად, პრობლემური მეტალი შეიძლება ვერ გაჭრას. სწორედ ამიტომ უნდა გაითვალიწინოთ სიმძლავრე და სიჩქარე.

Dewalt - DWE494-QS კუთხლივ სახეხი 230mm;2200W

ასეთი მონაცემების მქონე ბარგალკა იშვიათია. Dewalt - ის კუთხსახეხი 2200 W- იანია და მაღალი სიჩქარე აქვს. ამ მოცემულობაზე კარგის მეტი, არაფრის თქმა შეგვძლია. იმასაც დავამატებთ, რომ ინსტრუმენტს ყველანაირ, როგორც მარტივი, ასევე რთულ საქმეზე გამოიყენებთ. პრობლემა არცერთი სახის მეტალზე ექმნება და სიტუაციას მაშინვე ერგება. ასევე, დამატებითი სახელური, დამცავი და ქანჩი მოყვება.

Dewalt bargalka

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო   
  • სიმძლავრე - 2200W
  • ფორმა - გრძელ ტარიანი     
  • ზომა - 230mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 6.223       
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-6600min

კომპლექტაცია:

  • დამატებითი სახელური
  • დამცავი
  • ქანჩი  

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • ხარისხი
  • სამუშაო რესურსი
  • სიმძლავრე
  • გარანტია

CROWN CT13029-კუთხლივ სახეხი ხელსაწყო "ბარგალკა" 1200W 150mm

Crown - ის ბალგარკა სულ სხვაა. ხარისხიანი ინსტრუმენტი საქმესაც იგივენაირად ასრულებს. წინა მოდელთან შედარებით, საშუალო სიმძლავრე და სიჩქარე აქვს. ფორმით, ზომითა და წონით კომპაქტურია. კომპლექტაცია თან ახლავს, კერძოდ, დამატებითი სახელური და დამცავი.

Crown bargalka

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო   
  • სიმძლავრე - 1200W
  • ფორმა - გრძელ ტარიანი     
  • ზომა - 150mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 4.12         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-8500min

კომპლექტაცია:      

  • დამატებით სახელური
  • დამცავი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • კომპაქტურობა
  • გარანტია

BOSCH კუთხსახეხი 670w 125mm GWS 670

საბოლოოდ, დაბალი სიმძლავრის კუთხსახეხთან მოვედით. Bosch- ის ბარგალკა მარტივ საქმეებზე უნდა დაიხმაროთ. სამი ნივთი მოყვება, კერძოდ, დამატებითი სახელური, დამცავი და ქანჩი. ინსტრუმენტს ხელმისაწვდომი ფასი აქვს და ერთ წლიანი გარანტიაც ადგილზეა.

Bosch bargalka

  • ბრენდი - BOSCH       
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო   
  • სიმძლავრე - 670W   
  • ფორმა - მოკლე ტარიანი       
  • ზომა - 125mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.5
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-12000min        

კომპლექტაცია:      

  • დამატებით სახელური
  • დამცავი
  • ქანჩი

უპირატესობები:

  • ფუნქციები
  • კომპლექტაცია
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება