როგორ შევარჩიოთ „ბარგალკა“? |
როგორ შევარჩიოთ „ბარგალკა“? |
ბარგალკა ხელოსნისთვის შეუცვლელი იარაღია. გამოიყენება საჭრელად (ძირითადად რკინის), ზედაპირის დასამუშავებლად და საპრიალებლად.
რამდენიმე ტიპის კუთხლივ სახეხი არსებობს:
საყოფაცხოვრებო - ამ ტიპის ბალგარკები განკუთვნილია სახლის პირობებში სხვადასხვა დავალების შესასრულებლად და იშვიათი გამოყენებისთვის. ეს არის მცირე (1000 ვტ-მდე) სიმძლავრის ელექტრო ინსტრუმენტი, რომლის ძრავა არ არის შექმნილი გრძელვადიანი, უწყვეტი მუშაობისთვის. ძრავის გათბობის გამო, მოწყობილობა შეიძლება ავტომატურად გამოირთოს. ბალგარკის მნიშვნელოვანი უპირატესობა ისაა, რომ ძალიან კომპაქტურია, აქვს მცირე (საშუალოდ 2 კგ-მდე) წონა, რის გამოც მოსახერხებელია მასთან ერთად მუშაობა, თუნდაც ძნელად მისადგომ ადგილებში.
პროფესიონალური - ძალიან პროდუქტიული და ძლიერი ბარგალკა (2000 ვტ-ზე), რომელიც შექმნილია უწყვეტი და გრძელვადიანი გამოყენებისათვის. ინსტრუმენტის მუშაობის დროის გასაზრდელად, გამოიყენება ძრავის გაგრილების სხვადასხვა ვარიანტი (ვენტილაცია, სპეციალური მასალების გამოყენება სითბოს გადაცემის გაზრდით), ასევე მაღალი ხარისხის სპეციალური მასალები და ა.შ. პროფესიონალურ ბალგარკებს მეტი წონა და ზომები აქვთ, ხოლო აბსოლუტურ უმრავლესობაში წარმოდგენილია ორხელიანი მოდელები;
ნახევრად პროფესიონალი - მახასიათებლების მიხედვით, იკავებენ შუალედურ პოზიციას საყოფაცხოვრებო და პროფესიულ მოდელებს შორის. საკმარისად ძლიერი (1500 ვტ-მდე) მოდელები შეიძლება გამოყენებული იყოს გრძელვადიანი ოპერაციებისათვის.
კუთხსახეხის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი:
სიმძლავრე - შემავალი სიმძლავრე ვატებში განსაზღვრავს მექანიზმის შესაძლებლობებს. რაც უფრო დიდი დისკი უყენია კუთხსახეხს მით უფრო მძლავრი ძრავი სჭირდება. 500 ვატიდან რამდენიმე კილოვატამდე მერყეობს კუთხსახეხის სიმძლავრე. მძლავრი არ ნიშნავს უკეთესს, უბრალოდ სიმძლავრე თქვენს მოთხოვნილებებს უნდა შეესაბამებოდეს.
დისკის დიამეტრი - 115 და 125 მილიმეტრიანი კუთხსახეხები პატარა ზომისად ითვლება. მსგავსი დისკით შესაძლოა მცირე სიღრმის ჭრების გაკეთება და ზედაპირის დამუშავება. რაც უფრო დიდია დისკის ზომა მით უფრო იზრდება ჭრის სიღრმე. 230 მმ ზომის დისკი უკვე დიდ კუთხსახეხებში გვხვდება და ძირითადად ხელოსნები იყენებენ.
დისკის სიჩქარე - რაც უფრო პატარაა დისკი მით უფრო სწრაფად ბრუნავს. ეს წესი ზოგადად ამართლებს კუთხსახეხებში. სიმძლავრე ნაკლებია თუმცა სიჩქარე მეტი. მაშინ როცა 230 დისკიანი ბარგალკა წუთში 5000 ბრუნს აკეთებს, 125 მმ-იანი 11000-მდე ადის. ბარგალკის არჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ აქვს თუ არა მას ნელი სტარტის (soft start) ფუნქცია. ეს საშუალებას გვაძლევს დაბალ სიჩქარეზე დავიწყოთ მუშაობა, რაც ხელსაწყოს მართვას აადვილებს. ასევე, ზოგიერთ კუთხსახეხს აქვს სიჩქარეების რეგულირების ფუნქცია, რაც დამატებითი კომფორტია.
ძრავის კვების წყარო - ბარგალკა შესაძლოა მუშაობდეს 110-230 ვოლტზე დენის წყაროზე პირდაპირი მიერთებით. ასევე, პატარა სიმძლავრის კუთხსახეხები არის ელემენტებზეც, თუმცა შედარებით ძვირია. არსებობს ჰაერის წნევაზე მომუშავე ბარგალკები. ეს გაცილებით ეკონომიურია და მექანიზმიც უფრო მარტივი და გამძლეა. ბრუნვით მოძრაობას ქმნის შემავალი ჰაერის ნაკადი, რომელიც კომპრესორიდან მოედინება. ამ ტიპის მოწყობილობებს უფრო სახელოსნოებში თუ შევხვდებით.
კუთხსახეხის (ბალგარკის) გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის ზომების მიღება. საჭრელი დისკი, წუთში 8000-11000 ბრუნს ავითარებს. ადვილი წარმოსადგენია თუ რა სახის დაზიანება შეიძლება მიიღოთ დისკის ან დასამუშავებელი ზედაპირის ნატეხის სხეულზე მოხვედრისას. ამიტომაც დაუშვებელია დისკის დამცავის მოხსნა მექანიზმიდან, რასაც სამწუხაროდ ბევრი აკეთებს. რეკომენდირებულია სათვალის ტარებაც მუშაობისას. აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
CROWN CT13502-კუთხლივ სახეხი ხელსაწყო "ბარგალკა" 1010W 115mm
მახასიათებლები
B&D KG1202K-QS-კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 125mm 1200W
მახასიათებლები
TOLSEN TOL1517-79525 კუთხლ სახეხი ხელსაწყო ,,ბარგალკა" 230mm 2400w
მახასიათებლები
Dewalt DWP849X-QS საპრიალებელი ხელსაწყო 180mm 1250W
მახასიათებლები
ჩვენს ვებ-გვერდზე ბარგალკების გარდა წარმოდგენილია ელექტრო ინსტრუმენტები, განათების მოწყობილობები, ბაღის მოვლის ხელსაწყოები, ხელის ინსტრუმენტები, სანტექნიკის და მცენარეთა მოვლის საშუალებები.
აღსანიშნავია ისიც რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ლიდერ ბრენდებთან, მათი წარმოებული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში Holst.ge. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს რომ ჩვენთან ხარისხიანი, საიმედო და ორიგინალი მოწყობილობებია წარმოდგენილი. ჩვენთან შეძენილ პროდუქციაზე ვრცელდება გარანტია, უფასო მიწოდების სერვისი საქართველოს მასშტაბით, მოქნილი ონლაინ განვადების პირობები და სხვადასხვა ფასდაკლებები. ვებ-გვერდზე წარმოდგენილი ფართო ასორტიმენტი შესაძლებლობას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული ხელსაწყოები.
შეიძინეთ Holst.ge-ზე წარმოდგენილი ინოვაციური პროდუქცია, გაიმარტივეთ ცხოვრება და შეიქმენით სრული კომფორტი.