2021 წლის ტოპ 6 ბარგალკა |
2021 წლის ტოპ 6 ბარგალკა |
არსებობს სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომლებიც სახლში უნდა გქონდეთ და დაიხმაროთ სხვადასხვა ამოცანის გადაჭრაში. თუ თქვენივე ხელებით შესრულებული პროექტები გიყვართ, საჭიროა შესაბამისი აღჭურვილობა. ბარგალკა მრავალმხრივი და მრავალ ფუნქციური ინსტრუმენტია, რომელიც გამოგადგებათ მეტალის თუ სხვა მასალის დაჭრისთვის, გახეხვისთვის, გაპრიალებისთვის თუ სხვა საქმიანობისთვის. შესაბამისად, ბალგარკა საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ბაზარზეც დიდი რაოდენობით და მონაცემების მრავალი ვარიაციით გვხვდება.
ბარგალკის შეძენა თუ გადაწყვიტეთ და არც თუ ისე გაცნობიერებული ხართ ამ პროდუქტის მახასიათებლებში, არ შეიძინოთ ის მცირე კვლევის ჩატარების გარეშე. მოიძიეთ სხვადასხვა სახის კუთხლივ სახეხი ხელსაწყო, იგივე ბარგალკა და დააკვირდით მათ მახასიათებლებს. ეს დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი და თქვენზე მორგებული არჩევანი. განსაკუთრებით დააკვირდით კუთხსახეხის მთავარ მახასიათებლებს, რომლებსაც ამ სტატიაშივე განვიხილავთ.
ყველა მომხმარებელს განსხვავებული მოთხოვნა აქვს ბარგალკის მიმართ. ეს დამოკიდებულია საქმიანობაზე, რისთვისაც აპირებენ კუთხსახეხი შეიძინონ. თუ უკვე იცით რა უნდა აკეთოთ თქვენი ბარგალკით, გაეცანით მის მთავარ მახასიათებლებს.
ბარგალკას ზომა აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია. დიდი კუთხლივ სახეხი ხელსაწყო იდეალურია დიდი პროექტებისთვის და ინტენსიური სამუშაოებისთვის.
ბაგრალკის ზომა განისაზღვრება საჭრელი დისკის სიდიდით და არა თვითონ ბარგალკის სიგრძით. დიდი ზომის ბარგალკებს უფრო მეტად პროფესიონალები ეტანებიან, რადგან ისინი უფრო სწრაფად ასრულებენ სამუშაოებს.
არსებობს პატარა ზომის კუთხსახეხები, რომელიც უფრო სწრაფად ტრიალებს და კარგია მეტალის გასაჭრელად თუ გასაპრიალებლად. თქვენი სურვილის და შესასრულებელი სამუშაოს შესაბამისად შეგიძლიათ აირჩიოთ დიდი ან პატარა ზომის კუთხსახეხი.
ბარგალკის წონა, პირველ რიგში თქვენს ფიზიკურ მონაცემებს უნდა შეუსაბამოთ. დიდი წონის ბარგალკა უფრო სტაბილურია და უკუდარტყმა ნაკლები აქვს, თუმცა მუშაობისას მცირე წონის ბარგალკაც შეიძლება დამძიმდეს.
კუთხსახეხის საჭრელი დისკები სხვადასხვა ზომისაა. როგორც წესი, რაც უფრო დიდია საჭრელი დისკი, მით უფრო მძლავრია ბარგალკა. მეორეს მხრივ, ბარგალკა მცირე ზომის დისკებით უფრო კომფორტულია ხელნაკეთობებისთვის.
თუ თქვენ ბარგალკას სახლის პირობებში გამოყენებისთვის ეძებთ, შეგიძლიათ დაბალი სიმძლავრის შეიძინოთ. თუ პროფესიონალი ხართ, უმჯობესია ბარგალკა მძლავრი იყოს და სწრაფად დაასრულოთ მასიური სამუშაოები.
ბარგალკის შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოთ ბრუნვის სიჩქარესაც. ბაზარზე არსებული ბარგალკები საშუალოდ წუთში 5000-დან 10 000-მდე ბრუნვას ახორციელებს. რაც უფრო მაღალია ბრუნვა, მით უფრო სწრაფად შეასრულებს ბარგალკა დავალებას, თუმცა მეტია დაზიანების რისკიც. ამიტომ დააკვირდით რამდენად უსაფრთხო იქნება თქვენი შერჩეული ბარგალკის გამოყენება.
ბარგალკის გამოყენებისას კომფორტის განმსაზღვრელი ორი ფაქტორია: ზომა და წონა. ამ შემთხვევაში ზომაში იგულისხმება თვითონ ინსტრუმენტის მოცულობა. შესაძლოა ონლაინ ვაჭრობისას რთულია კომფორტული ბარგალკის იდეალურად განსაზღვრა, თუმცა Holst.ge-ზე ხელსაწყოების მონაცემები დეტალურად არის გაწერილი.
ინსტრუმენტის შეძენისას აქსესუარების კომპლექტაცია დამატებითი სარგებელია. როცა ყიდულობთ ბარგალკას, რომელსაც კომპლექტაციაში სხვადასხვა აქსესუარები მოყვება, გამოდის რომ ფულს ზოგავთ და არ გიწევთ მათი ცალკე შეძენა.
კუთხლივ სახეხი ხელსაწყოს გამოყენება სხვა ინდუსტრიულ ინსტრუმენტებთან შედარებით მაღალი რისკის შემცველია, ამიტომ ზოგიერთ ბარგალკას აქვს დამატებითი დაცვის მექანიზმები. მაგალითად, ფარი თვალისთვის, რაც ხელს უშლის ნარჩენების თვალში მოხვედრას ხეხვისას. კარგი იქნება თუ ბარგალკის გამოყენებამდე უსაფრთხოების წესებს გაეცნობით. ამ საკითხს holst.ge-მ არაერთი სტატია მიუძღვნა.
გვერდითი სახელური შესანიშნავია მანევრირებისთვის, როგორც მემარჯვენე, ისე ცაცია ადამიანებისთვის. ის დაგეხმარებათ ბარგალკით ჭრა იდეალურად შეასრულოთ.
განვიხილოთ holst.ge-ზე არსებული რამდენიმე ბარგალკა.
კომპლექტაცია:
პირველი განხილვის სიაში ბლექ ენდ დეკერის 800w სიმძლავრის ბარგალკაა - იდეალური სახლის პირობებში სამუშაოდ. თუ გიყვართ მარტივი დავალებების თქვენი ხელით შესრულება და ფიქრობთ, რომ ძლიერი კუთხსახეხი არ გჭირდებათ, ამ ბარგალკის შეძენა ძალიან დაბალ ფასად შეგიძლიათ holst.ge-ზე. მოყვება დამცავი და დამატებითი სახელირი, რითაც მუშაობა მაქსიმალურად უსაფრთხო იქნება.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
თოლსენის ბარგალკა დაბალანსებული მონაცემებით გამოირჩევა, როგორც ფუნქციების და მახასიათებლების, ასევე ფასისა და ხარისხის მხრივ. 950w სიმძლავრით გაუმკლავდება მცირე და საშუალო სიდიდის პროექტებს. კომპლექტაციაში დამატებითი სახელური და დამცავი მოყვება, რაც გამოყენებისას უსაფრთხოს და კომფორტულს ხდის.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
ქრაუნის კუთხსახეხები საკმაოდ მაღალი ხარისხით გამოირჩევა. აქვთ დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობა და მაღალი გამძლეობა. ეს მოდელი მოკლე ტარიანია და არც თუ ისე მაღალი სიმძლავრის, შესაბამისად საოჯახო საქმეებისთვის საკმაოდ კომფორტულია.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
ქრაუნის კიდევ ერთი მაღალხარისხიანი ბარგალკა გვინდა წარმოგიდგინოთ, 1000w სიმძლავრით საშუალო სიდიდის პროექტებს თავისუფლად გაუმკლავდება და მაღალი ხარისხის ხარჯზე დიდხანს გაგყვებათ. დამატებით აქვს რბილი სტარტის ფუნქცია დაცვისთვის, რაც დამატებით სახელურთან და დამცავ ფართან ერთად ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო მოდელად აქცევს.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
თუ ისეთ უმაღლესი ხარისხის ბარგალკას ეძებთ დევალტის სექციას უნდა მიაშროთ Holst.ge-ზე. საუკეთესო ტექნოლოგიით და საინჟინრო სამუშაოებით აწყობილი დევალტიკს კუთხსახეხი თქვენი მარჯვენა ხელი იქნება ათწლეულიების განმავლობაში. მთავარია მოუფრთხილდეთ და ბარგალკის მოხმარების ეტიკეტი დაიცვათ. 900ვატი სიმძლავრე თავისუფლად გაუმკლავდება მცირე და საშუალო სიდიდის პროექტებს. ხოლო თუ პროფესიონალი ხართ და მძლავრი ხელსაწყო გჭირდებათ, ჩვენს მიმოხილვაში ბოლო ბარგალკა თქვენთვისაა.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
დევალტის უმაღლეს ხარისხს ძალიან დიდი სიმძლავრე რომ მიუმატოთ საუკეთესო ხელსაწყოს მიიღებთ. 2600w - პროფესიონალებისთვისაც კი მეტისმეტად კარგია. არის გრძელ ტარიანი და 5,5 კილოგრამი წონის. მართალია ამ ბარგალკით დიდი ხნით მუშაობა არ იქნება მარტივი, მაგრამ არამგონია დაგჭირდეთ, რადგან დახმარებით დიდ სამუშაოებსაც კი ძალიან მალე მორჩებით.
უპირატესობები: