რატომ არის ბარგალკა საბაზისო იარაღი? |
რატომ არის ბარგალკა საბაზისო იარაღი? |
ბარგალკა მრავალფუნქციური იარაღია და სწორი საჭრელი დისკის შერჩევით უამრავი სხვა ინსტრუმენტის მოვალეობის შეთავსება შეუძლია. ამავდროულად, მოხმარება მარტივია და ნებისმიერ ახალბედას შეუძლია აიღოს ბარგალკა და მოიხმაროს, თუ ის იცავს უსაფრთხოების ზომებს.
DeWalt-ის პრემიუმ ხარისხის კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
ბარგალკით სხვადასხვა მასალაზე მუშაობა არის შესაძლებელი. მთავარია მასალას საჭრელი დისკი შეუსაბამოთ.
თითოეული მათგანისთვის სპეციალური საჭრელი დისკი არსებობს. ზოგი მათგანი თხელია და გამოიყენება თხელი მასალის ჭრისას, ისეთის როგორიც პროფილებია. შესაბამისად სქელი მასალის გასაჭრელად უფრო სქელი საჭრელი დისკი გჭირდებათ, რომელიც მეტად სტაბილურია.
გარდა ჭრის ფუნქციისა ბარგალკა გამოიყენება სახეხად და გასაპრიალებლად. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც შესაბამისი საჭრელი პირია საჭირო.
ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციები და შესაძლებლობები საკმარისია იმის გასააზრებლად, თუ რამდენად საჭირო ინსტრუმენტია კუთხლივ სახეხი ხელსაწყო.
Holst.ge ონლაინ მაღაზიაა, სადაც შეგიძლიათ მარტივად აარჩიოთ ნებისმიერი პროდუქტი, მათ შორის კუთხ სახეხები და ასევე მარტივი პროცედურით გამოიწეროთ ის. ჩვენ შეძენილ პროდუქტს მოგაწოდებთ საქართველოს ნებისმიერ წერტილში.
ჩვენთან ბარგალკების დიდი არჩევანია. აქ შეხვდებით სხვადასხვა ბრენდის, სიმძლავრის თუ სხვა მახასიათებლებით განსხვავებულ ბარგალკებს და აუცილებლად იპოვნით თქვენთვის შესაბამისს.
B&D-ის ბარგალკები დაბალ ბიუჯეტურია და გათვლილია მოყვარულებზე, რომლებიც სახლის პირობებში ან მცირე და საშუალო პროექტებზე გამოიყენებენ მას. თუმცა, ამერიკული ბრენდის კუთხ სახეხების გამოყენებას არც პროფესიონალები ერიდებიან და საკმაოდ კმაყოფილებიც რჩებიან. B&D ათწლეულებია ინდუსტრიული ხელსაწყოების ბაზარზეა და მისი შემოსავალი სულ უფრო და უფრო იზრდება მზარდი ხარისხის და კმაყოფილი მომხმარებლის ხარჯზე. ასე რომ, თუ ბარგალკის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში არ გიწევთ, შეგიძლიათ B&D-ის ბარგალკა უყოყმანოდ შეიძინოთ.
ამ ბრენდის პროდუქცია გამოირჩევა დაბალანსებული მონაცემებით. მისი ხარისხი და ფასი ოქროს შუალედია ბარგალკების ინდუსტრიაში. ეს ბრენდი 21-ე საუკუნეში შეიქმნა, თუმცა ტექნოლოგიების შემსწავლელი სპეციალური ჯგუფის დახმარებით, საკმაოდ მალე აითვისა ხარისხიანი ინსტრუმენტების წარმოების ხერხები. Tolsen-ს პროფესიონალებიც ხშირად კითხულობენ ჩვენთან და შეიძლება ითქვას, რომ უკვე საკმაოდ ცნობილი ბრენდია. ამაზე ალბათ თვითონაც მუშაობენ.
თუ მაღალხარისხიანი ბარგალკა გინდათ შეიძინოთ, ჩვენი ონლაინ მაღაზიის ბარგალკების სექციაში ბრენდი Crown აუცილებლად უნდა მონიშნოთ. Crown-ის პროდუქცია მაღალი ხარისხით და შესაბამისად, სიცოცხლის უნარიანობით გამოირჩევა. თუ გინდათ, რომ შეძენილი ბარგალკა დიდ ხანს გაგყვეთ, Crown-ზე შეაჩერეთ არჩევანი.
როცა ხარისხზე, გამძლეობაზე, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, პროფესიონალიზმზე ვლაპარაკობთ არ შეიძლება DeWalt არ ვახსენოთ. ეს კომპანია ას წელიწადზე მეტია არსებობს და დროის გასვლასთან ერთად სულ უფრო და უფრო ხვეწდა თავის პროდუქციას. ყველა პროფესიონალმა იცის ამ ბრენდის შესახებ. ამის მიზეზი კი ის სასიამოვნო გამოცდილებაა, რომელსაც პროფესიონალები ერთმანეთს უზიარებენ.
კომპლექტაცია:
B&D-ის 750W-იანი კუთხლივ სახეხით დავიწყოთ ჩვენი ჩვეული პროდუქციის განხილვა. ეს ხელსაწყო პატარა და კომპაქტურია და იდეალურია პატარა პროექტებზე სამუშაოდ. 1.7 კილოგრამიანი ბარგალკის მოხმარებით დიდხანს არ დაიღლებით და სახლის საქმეებსაც მარტივად შეასრულებთ. მოყვარულების საყვარელი ბალგარკების მწარმოებელი ბრენდის ამ პროდუქტს ყველაზე მეტი გამოხმაურება აქვს Holst.ge-ზე. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი დაბალ ბიუჯეტურობა და ფასზე მაღალი ხარისხია.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
Tolsen-ის ზემოთ აღნიშნული ბალანსი ამ ბარგალკითაც თვალსაჩინოა. 850W შესაძლოა არ იყოს საკმარისი მასიური პროექტებისთვის, თუმცა პატარა და საშუალო სიდიდის პროექტებში არასდროს დაგაღალატებთ. ფასიც ხელმისაწვდომი აქვს და ისიც, წინა მოდელის მსგავსად ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბალგარკაა ჩვენ ონლაინ მაღაზიაში.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
Crown-ის ეს კუთხლივ სახეხი ხელსაწყო მძლავრია და ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისთვის არის მზად. გრძელი ტარი გაძლებთ საშუალებას მჭიდროდ დაიჭიროთ და ისე იმუშაოთ მყარ მასალებზე. წინა მოდელებთან შედარებით აქვს დაბალი ბრუნვის სიჩქარე, რაც მაღალი სიმძლავრის ინსტრუმენტებს ახასიათებს.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
Crown-ის კიდევ უფრო მძლავრი, 1500W-იანი ბალგალკა შეგვიძლია შემოგთავაზოთ. გაზრდილი სიმძლავრის მიუხედავად შემცირებულია წონა და უფრო კომპაქტურია.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
ბოლოს კი, DeWalt-ის პრემიუმ ხარისხის კუთხლივ სახეხი ხელსაწყო განვიხილოთ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა Holst.ge-ზე. საუკეთესოობა კი მისი ხარისხში, გამძლეობაში, სიცოცხლის ხანგრძლივობაში, პრაქტიკულობაში, კომპაქტურობაში და ყველა იმ მახასიათებელში გამოიხატება, რაც ბარგალკას შეიძლება ჰქონდეს. შესაძლოა საწყის ეტაპზე ფასი მაღალი მოგეჩვენოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდებით, რომ ბარგალკა ღირდა იმ თანხად, რაც მასში გადაიხადეთ.
უპირატესობები: