ბარგალკის უსაფრთხოდ მომხმარების წესები

კუთხლივ სახეხი ხელსაწყო, ჩვენთვის უკეთ ცნობილი როგორც ბარგალკა, ერთ-ერთი საბაზისო იარაღია ნებისმიერი ინდუსტრიული საქმიანობის წარმოებისას. კუთხ სახეხი მრავალფუნქციური იარაღია და გამოიყენება - მეტალისა თუ ქვის ჭრისთვის, გახეხვისთვის, გაპრიალებისთვის და ა.შ.

Crown ბარგალკა

Tolsen ბარგალკა

B&D ბარგალკა

საზოგადოებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ ბალგარკა ყველაზე საშიში ინდუსტრიული ხელსაწყოა, რაც არ არის ლოგიკიდან ამოვარდნილი. ვინაიდან, უამრავი ცუდი სურათის წარმოდგენა შეიძლება კუთხ სახეხის გამოყენებისას. სწორედ ამიტომ, მოგიმზადეთ მარტივად შესასრულებელი რჩევები, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს ჯანმრთელობის რისკებს.

ბარგალკა დაიჭირეთ ჭრის მიმართულებით. ზემოდან დაწოლით თქვენ გაცვითავთ უფრო მეტ აბრეზსს და ამასთან, ნაკლებად უსაფრთხოა. მიეცით საშუალება ბარგალკას თვითონ გაიკვალოს გზა.

ზედმეტი ძალა არ დაატანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში იზრდება საჭრელი პირის დამსხვრევის ალბათობა. ძალის დატანება ადამიანური ფაქტორია, რადგან ინსტიქტურად ვფიქრობთ, რომ მეტი ძალის მეშვეობით ბარგალკა უკეთ გაჭრის. თუმცა, ეს არ განაპირობებს უკეთეს ჭრას, მხოლოდ კუთხ სახეხის საჭრელი პირის დაზიანებას გამოიწვევს.

მყარად დაამაგრეთ ან დაიჭირეთ საჭრელი მასალა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა იმოძრაოს და გაჰყვეს ბარგალკის ბრუნვის მიმართულებას. ეს არამარტო შეაფერხებს თქვენ საქმიანობას, ასევე ზრდის კუთხლივ სახეხი ხელსაწყოს საჭრელი პირის დაზიანების შანსს.

დაიჭირეთ სწორი, 90 გრადუსიანი კუთხე. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად შესაძლოა ეს რჩევა ვერ გავითვალისწინოთ ჭრის მიზნიდან გამომდინარე, დანარჩენ შემთხვევებში აუცილებელი პირობაა უსაფრთხო ჭრისთვის.

დააყენეთ საჭრელი აბრეზი, მასზე მითითებული მიმართულების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ დისკის უკუღმა დაყენება არ წარმოადგენს განსაკუთრებულ საფრთხეს, არაპროფესიონალურია. უკეთესი გამოცდილებისთვის, უმჯობესია მიჰყვეთ ინსტრუქციას.

შეარჩიეთ საჭრელი პირის სისქე. კუთხ სახეხის თხელი საჭრელი დისკები სწრაფად ჭრიან, თუმცა მალევე ცვდებიან. სქელი კი პირიქით, ნელა ჭრის და ნელა ცვდება კიდეც. განსაზღვრეთ რა არის თქვენთვის პრიორიტეტული.

CROWN CT13497-კუთხლივ სახეხი ხელსაწყო "ბარგალკა" 125mm 860W

crown bargalka

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე 860W
  • ფორმა მოკლე ტარიანი
  • ზომა 125mm
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 2
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 0-11000min

კომპლექტაცია:

  • დამატებით სახელური
  • დამცავი

Crown-ის უმაღლესი ხარისხის ბარგალკა 860 ვატი სიმძლავრით, იდეალურია სახლის და პატარა საქმიანობებისთვის. საშუალო სიმძლავრის ეს ბარგალკა 2 კილოგრამს იწონის, რაც მის კომპაქტურობაზე და მუშაობის პროცესში კომფორტულობაზე მიუთითებს. ბარგალკა მოკლე ტარიანია, ამიტომაც კიდევ უფრო მეტად მოითხოვს ზემოთ აღნიშნული მითითებების გათვალისწინებას.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • უმაღლესი ხარისხი
  • გამძლეობა
  • კომპაქტურობა          

TOLSEN TOL1526-79520 ელექტრო სახეხი ხელსაწყო 115mm 850W

Tolsen bargalka

  • ბრენდი TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე 850W
  • ფორმა მოკლე ტარიანი
  • ზომა 115mm
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 4
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 0-12000min

კომპლექტაცია:

  • დამატებით სახელური
  • დამცავი         

Tolsen-ის დაბალანსებული კუთხ სახეხის სიმძლავრე 850 ვატია. მისი შეძენა შეგიძლიათ სახლის, ფარეხის და პატარა საქმიანობების წარმოებისთვის. თუმცა, ამ კუთხლივ სახეხი ხელსაწყოთი საშუალო სირთულის სამუშაოებსაც შეეჭიდებით.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიმძლავრე

B&D KG912-QS-კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 125mm 900W

B&D bargalka

  • ბრენდი BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე 900W
  • ფორმა მოკლე ტარიანი
  • ზომა 125mm
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 2.4
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 0-11000min

კომპლექტაცია:

  • ქეისი
  • დამატებით სახელური
  • დამცავი         

B&D-ის კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 900 ვატი სიმძლავრისაა და პატარა თუ საშუალო სიდიდის სამუშაოებს ხარისხიანად შეასრულებს. მიუხედავად არც თუ ისე დაბალი სიმძლავრისა, სულ რაღაც 2.4 კილოგრამს იწონის. ასე რომ, ამ კუთხ სახეხით ხანგრძლივი მუშაობა ნაკლებად დაგღლით.

ყველა ამ კუთხლივ სახეხი ხელსაწყოს შეძენა ჩვენს ონლაინ მაღაზიაში შეგიძლიათ, სადაც პროცედურები ძალიან მარტივია. შეკვეთილ ბარგალკას, უახლოეს მომავალში, თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე მოგიტანენ, დანამატი ხარჯების გარეშე. თუ Holst.ge-ით ჯერ არ გისარგებლიათ დროა ცადოთ, რადგან აუცილებლად გაგიმარტივებთ ყოველდღიურობას.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება