ბარგალკა, სადენიანი თუ უსადენო? |
ბარგალკა, სადენიანი თუ უსადენო? |
ბარგალკა ელექტრო ინდუსტრიული ინსტრუმენტია, რომელიც ნებისმიერი ხელმარჯვე ადამიანის ხელსაწყოების ნაკრების წევრი უნდა იყოს. ბარგალკა ერთ-ერთი ყველაზე მრავალფუნქციური იარაღია, რომელსაც შეუძლია ჭრა, ხეხვა გაპრიალება და სხვ.
ბოლო პერიოდში იმდენად განვითარდა ელემენტის ტექნოლოგიები, რომ მის მიერ მოწოდებული ენერგია თითქმის გაუტოლდა კაბელიდან მიღებულ ელექტრო ენერგიას. ასე რომ, თუ აქამდე ითვლებოდა, რომ ინდუსტრიული ხელსაწყოებისთვის, განსაკუთრებით ისეთი მძლავრი ინსტრუმენტისთვის, როგორიც ბარგალკაა ელემენტი არც თუ ისე გამოსადეგი იყო, ეს მოსაზრება შეიცვალა. ელემენტი ნებისმიერ ელექტრო მოწყობილობას მობილურობას და კომპაქტურობას მატებს. მოდი შევადაროთ კაბელიანი და უკაბელო კუთხლივ სახეხი ხელსაწყო ერთმანეთს, და განვიხილოთ მათი მთავარი მახასიათებლები.
სიმძლავრე
ვინაიდან სადენიანი ბარგალკა ელექტრო ენერგიის დიდი და უწყვეტი წყაროდან იკვებება ენერგიით, სადენიანი ბარგალკა ნაკლებად არის შეზღუდული სიმძლავრეში. მიუხედავად ზემოთ აღნიშნული ელემენტის პროგრესისა, მაღალპროფესიონალური, მძლავრი ბარგალკა ხშირად სადენით გვხვდება.
მობილურობა
სადენიანი ბარგალკა მიერთებულია დენის წყაროსთან, შესაბამისად მისი მოძრაობის რადიუსი მისი კაბელია. თუ საქმიანობა დენცქვიტასგან მოშორებით გიწევთ, დაგჭირდებათ სპეციალური დამაგრძელებელი - დენის გამტარი.
მუშაობის ხანგრძლივობა
სადენიანი ბარგალკა უწყვეტ ელექტრო მომარაგებასთან არის მიერთებული. შესაბამისად, სანამ ელექტრო მომარაგება არ შეწყდება რაიმე მიზეზის გამო, ელექტრო ბარგალკას შეუძლია მუშაობა.
ფასი
სადენიანი ბალგარკა არ მოითხოვს დამატებით ხარჯებს ელემენტისთვის, არც მწარმოებელი კომპანიისთვის და არც საბოლოო მომხმარებლისთვის. შესაბამისად, ბალგარკა კაბელით ყოველთვის უფრო იაფია მსგავსი მონაცემების და ხარისხის მქონე უსადენო ბარგალკაზე.
სიმძლავრე
ელემენტის თანამედროვე ტექნოლოგიებით, მაღალი სიმძლავრის მიღება ბარგაკლისთვის შესაძლებელია. უამრავი მოყვარულზე გათვლილი ბარგალკა გვხვდება ელემენტით. შედარებით იშვიათად, თუმცა მაინც გვხვდება პროფესიონალური კუთხლივ სახეხი ელემენზე.
მობილურობა
უსადენო კუთხსახეხის მთავარი ღირსება სწორედ მობილურობაა. ვინაიდან, უსადენო ბარგალკა არ მოითხოვს დენის წყაროს, მისი გადატანა ნებისმიერ ადგილას შეგეძლებათ.
მუშაობის ხანგრძლივობა
უსადენო კუთხლივ სახეხის მუშაობა მისი ელემენტის დამუხტვაზეა დამოკიდებული. თითოეულ ელემენტს გააჩნია ამოწურვადი რესურსი. ელემენტის გამოცლის შემდეგ, მოგიწევთ მისი დამუხტვა, რომ განაგრძოთ მუშაობა
ფასი
ვინაიდან ელემენტის შექმნა არც თუ ისე იაფი უჯდება მწარმოებელს, მოქმედებს პროდუქტის საბოლოო ფასზეც. შედეგად, უსადენო ბარგალკა შედარებით ძვირია ხოლმე, ვიდრე სადენიანი.
ჩვენი ონლაინ მაღაზია გთავაზობთ კუთხლივ სახეხის დიდ არჩევანს. ჩვენი მომსახურება დისტანციურია, რაც ერთობ გადამწყვეტია პანდემიური ცხოვრებისას. თქვენს მიერ გამოწერილი პროდუქტი, საქართველოს ფოსტის მომსახურების მეშვეობით მოვა თქვენამდე. თქვენ არაფრის გადახდა არ გიწევთ, გარდა პროდუქტის ღირებულებისა.
კომპლექტაცია:
Tolsen-ის ბარგალკა სადენიანი მოდელია და 950 ვატ სიმძლავრეს გამოიმუშავებს. ბარგალკა მცირე ზომისაა და მასითაც პატარაა, რის ხარჯზეც - მობილური და კომპაქტურია. დამატებით მოჰყვება დამატებით სახელური და დამცავი.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
კუთხსახეხის უსადენო მოდელებიდან, რომელიც Holst.ge-ზე მრავლად გვაქვს, Crown-ის ბარგალკას წარმოგიდგენთ. ის ძალიან მძლავრი მოდელია და ძალიან მობილური. სულ რაღაც 1,83 კილოგრამს იწონის და მუშაობისას კომფორტულია.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
ბოლოს, DeWalt-ის მძლავრი და პრემიუმ ხარისხის ბარგალკა განვიხილოთ. 1000 ვატი სიმძლავრე სრულიად საკმარისია ფართომასშტაბიანი პროექტებისთვისაც კი და თუ მის ხარისხსაც გავითვალისწინებთ, საუკეთესო ბარგალკას ვიღებთ.
უპირატესობები: