თანამედროვე მძლავრი ბარგალკა |
თანამედროვე მძლავრი ბარგალკა |
ისეთი მულტიფუნქციური ხელსაწყო, როგორიც ბარგალკა არის, ძალიან საჭიროა ნებისმიერი ინდუსტრიული საქმიანობის წარმოებისას. უამრავი სახის, მწარმოებლისა თუ სიმძლავრის ბალგარკა შეგხვდებათ, როცა მის შეძენას გადაწყვეტთ და მოძიებას დაიწყებთ. თუმცა, არსებობს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც თქვენთვის სასურველი და საუკეთესოდ გამოსადეგი ბარგალკა შეგიძლიათ შეიძინოთ. ბალგარკა უამრავი კრიტერიუმის მიხედვით შეიძლია დაიყოს, თუმცა ამ სტატიაში განვიხილავთ ძირითად განსხვავებას დიდ და პატარა ბარგალკას და მის შესაძლებლობებს, ერთი და იგივე სიმძლავრის შემთხვევაში.
როგორც უკვე ვთქვით, ბარგალკა მრავალფუნქციური ხელსაწყოა. შევადაროთ კონკრეტურლი საქმიანობის შესრულებისას დიდი და პატარა ბარგალკას შესაძლებლობები.
გაპრიალება
იქედან გამომდინარე, რომ გაპრიალების პროცესი მანევრირებას მოითხოვს, დიდი კუთხსახეხი მოუხერხებელია გაპრიალებისას. განსაკუთრებით, თუ ზედაპირი არ არის სწორი და კუთხეების გაპრიალებაც მოგიწევთ. მეორეს მხრივ, პატარა ბარგალკა უფრო კომპაქტურია და მარტივია პატარა კუთხსახეხით გაპრიალება.
მილებთან მუშაობა
მილებთან მუშაობა ასევე სპეციფიურია და მანევრირებას საჭიროებს. ამიტომაც, პატარა ბარგალკა, რომელსაც ცალი ხელითაც მშვენივრად დაიჭერთ, უპირატესობას ფლობს მსგავსი საქმიანობის შესრულებისას. პატარა კუთხსასხეხი მარტივად გაჭრის პლასტმასის მილებს ცალი ხელით მუშაობისას.
მეტალთან მუშაობა
უნდა აღინიშნოს, რომ მეტალის გაჭრა ალბათ ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა კუთხსახეხისთვის. მეტალთან მუშაობისთვის, თავიდან ბოლომდე მომხმარებელზეა და მის გემოვნებაზეა დამოკიდებული, დიდი ზომის ბალგარკას შეიძენს თუ პატარა ზომისას, ვინაიდან ორივე მათგანი პრაქტიკულია და თითქმის თანაბრად გამოსადეგი.
პატარა ფილები
პატარა ფილების გაჭრა სიზუსტეს და მოხერხებულობას საჭიროებს, ასევე მეორე ხელით მასალის დაფიქსირებას, ასე რომ, ამ ფუნქციაშიც პატარა კუთხსახეხი უპირატესია.
ქვა და მოსაპირკეთებელი ფილები
რაც შეეხება ქვას და მსგავს მასალებს, პატარა ბალგარკა მოუხერხებელია მათ გასაჭრელად. პატარა ბარგალკა გააჭიანურებს საქმეს და შესაძლოა, მისი პატარა დისკის გამო, საერთოდ ვერ მიწვდეს სასურველ სიღრმეს გასაჭრელად.
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ სხვადასხვა მწარმოებლის მძლავრ ბარგალკას, რომლის შეძენა ჩვენი ონლაინ მაღაზიის, Holst.ge-ის მეშვეობით შეგიძლიათ შეიძინოთ. თითოეული ბარგალკას მონაცემები და შესაძლებლობები ზედმიწევნით ზუსტად არის გაწერილი, რითაც სწორი არჩევანის გასაკეთებლად მაქსიმალურად იქნებით ინფორმირებული.
კომპლექტაცია:
ერთ-ერთი უმძლავრესი ბარგალკა Holst.ge-ზე Tolsen-ისგან. ამ სიმძლავრის მოსათავსებლად დიდი კორპუსი აუცილებელი იქნებოდა და ასეცაა. გრძელტარიანი და ძალიან მძლავრი ბალგარკა ნებისმიერ საქმეს შეასრულებს, რაც გაჭრას მოითხოვს.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
ასევე ძალიან მძლავრი ბალგარკა Crown-ისგან შეგიძლიათ ჩვენი ონლაინ მაღაზიის საშუალებით, უმარტივესი პროცედურის გავლის შემდგომ შეიძინოთ. 2200 ვატი საკმარისზე მეტია ნებისმიერ მასალასთან სამუშაოდ. კომპლექტაციაში მოყვება დამატებითი სახელური, რომლის დახმარებით მაღალი დატვირთვის სამუშაოებს ორივე ხელით დაფიქსირებით შეასრულებთ.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
DeWalt-ის ეს ბარგალკა, წინა ორ მოდელთან შედარებით, ერთი შეხედვით, ნაკლებად მძლავრი ბალგარკაა, თუმცა DeWalt-მა კარგად იცის როგორ მიიღოს დაბალი სიმძლავრით ეფექტური ინსტრუმენტი, ამასთან მისი ყველა კომპონენტის სრულყოფით. ბალგარკა არის პატარა, მოკლე ტარით და თუკი ქვასთან, მარმარილოსთან და მსგავს მასალებთან არ გიწევთ მუშაობა, აუცილებლად საუკეთესო არჩევანია მისი ხარისხის, გამძლეობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის გათვალისწინებით.
უპირატესობები: