ბარომეტრი |
ბარომეტრი |
მანქანის აქსესუარებიდან ერთ-ერთი მთავარი ნივთი ბარომეტრია. მძღოლების უმეტესობა, როცა ინდიკატორის დაფაზე გამაფრთხილებელს ამჩნევს, რომელიც საბურავის დაბალ წნევაზე მიუთითებს რას აკეთებს? თუ მანქანით დაახლოებით ერთი წუთი მოძრაობთ და ეს გამაფრთხილებელი შუქი ჩართულია, დროა იმოქმედოთ და შეამოწმოთ საბურავები. შეგიძლიათ გადაიხადოთ ფული ბენზინგასამართ სადგურზე, ან თავად მოაგვაროთ პრობლემა.
მოქმედებისთვის კი ნასოსი და ბარომეტრი გჭირდებათ. იმისათვის, რომ საბურავში საჭირო რაოდენობის ჰაერი შეუშვათ და ეს გაზომოთ ჰაერის წნევის საზომი, იგივე ბარომეტრი გჭირდებათ. ეს მოწყობილობა პატარაა და მარტივად მოათავსებთ მანქანაში ხელსაწყოების გვერდით. იმის მაგივრად, რომ ფული გადაიხადოთ ყოველი მსგავსი შემთხვევის დროს, უფრო იაფი გამოსავალი ბარომეტრის შეძენაა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში შეასრულებს ამ ფუნქციას, ამასთან ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს.
ჰაერის წნევის საზომი არის ფასდაუდებელი მოწყობილობა ნებისმიერი მძღოლისთვის, რომელიც ატმოსფერული წნევის გასაზომად გამოიყენება. ატმოსფერული, ანუ ჰაერის წნევა განისაზღვრება, როგორც ძალა, რომელიც გამოიყენება ზედაპირზე შეკუმშვის მიერ.
საინტერესოა, რომ პირველი ბარომეტრის გამომგონებლად ევანგელისტა ტორიჩელი ითვლება. თუმცა, ბლეზ პასკალმა დაამტკიცა, რომ ჰაერის წნევა ატმოსფეროში ჰაერის ვერტიკალური წონის შედეგია. ბარომეტრების დიზაინი მნიშვნელოვნად განვითარდა საუკუნეების განმავლობაში. უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებობს მექანიკური ბარომეტრების ორი ძირითადი ტიპი: ვერცხლისწყლის და ანეროიდის მრიცხველები. არათხევადი ბარომეტრები, უფრო გამძლეა და ფართოდ გამოიყენება როგორც პორტატული მოწყობილობები. გარდა მექანიკური ბარომეტრისა, არსებობს ელექტრონული ბარომეტრი.
რა თქმა უნდა უპირველესი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, ბარომეტრი ციფრულია თუ მექანიკური. ციფრული ბარომეტრი ბევრად სწრაფი, კომფორტული და ზუსტია, მარტივი გამოსაყენებლად, შესაბამისად, ფასიც მაღალი აქვს. მექანიკური ბარომეტრი ნელ-ნელა მოდიდან გადადის და მას ციფრული ანაცვლებს, როგორც ყველა ინფუსტრიაში სადაც ციფრულმა ტექნოლოგიებმა შეაღწიეს. თუმცა არც ისე მარტივია უარი თქვა მექანიკურ, საკმაოდ ზუსტ და დაბალბიუჯეტურ ბარომეტრზეც. მოკლედ, თუ თქვენთვის ფასი არის გადამწყვეტი მაშინ მექანიკური ბარომეტრი არ იქნება ცუდი არჩევანი, ხოლო თუ ინოვაციური ხართ და ტექნოლოგიები გიყვართ, ამასთან ცხოვრების გამარტივებისკენ ისწრაფვით, ციფრული ბარომეტრი შეგიძლიათ შეიძინოთ.
Holst.ge-ზე ძირითადად წარმოდგენილია სამი ბრენდის ჰაერის წნევის საზომი: Tolsen, Crown და Stanley.
Tolsen-ის ბარომეტრები დაბალბიუჯეტურია და გათვლილია იმაზე, რომ ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლოს მისი მარტივად შეძენა. მიუხედავად დაბალი ფასისა, მოვლის შემთხვევაში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გაგიმართავთ ხელს.
Crown-ის ბარომეტრი შედარებით მაღალი ხარისხისაა და უფრო გამძლეა. Crown-ის ჰაერის წნევის საზომი, ისევე როგორც Crown-ის სხვა პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია მომხმარებელში მისი მაღალი ხარისხისა და ხელმისაწვდომი ფასის გამო. შვეიცარული ბრენდი მუდმივად ინარჩუნებს გეზს ამ ოქროს შუალედზე.
Stanley შედარებით მაღალი ხარისხის პროდუქციას, მათ შორის ბარომეტრს გთავაზობთ. სწორედ ამ ბრენდის ჰაერის წნევის საზომი გვხვდება ციფრულ მოდელებში.
მიუხედავად იმისა, რომ ბარომეტრი ძირითადად თქვენს საბარგულში იქნება მოთავსებული და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებთ მას, მისი ზომა და წონა მაინც მნიშვნელოვანია. ამიტომ, კარგად დააკვირდით ამ მონაცემებს ჩვენს საიტზე.
ეს ბარომეტრი დაბალბიუჯეტური მოდელია და მისი შეძენა ძალიან დაბალ ფასად არის შესაძლებელი. Tolsen-ის ჰაერის წნევის საზომი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბარომეტრია Holst.ge-ზე და ამის მიზეზი სწორედ დაბალი ფასია.
უპირატესობები:
Crown-ის ბარომეტრი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია თუ ჰაერის წნევის საზომის შეძენა გინდათ. ის საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად არის წარმოდგენილი და არის ძალიან გამძლე და ზუსტი.
უპირატესობები:
ეს კი Stanley-ის ციფრული ჰაერის წნევის საზომია, რომელიც Tolsen-ის მოდელთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადია. ამის მიზეზი მისი კომპაქტურობა, პრაქტიკულობა და რაც მთავარია, ციფრულობაა.
უპირატესობები: