ბარომეტრი - ავტომობილის საბურავი უფრო დიდხანს და უსაფრთხოდ რომ გვემსახუროს

ეს საინტერესო ამბავი თუ იცით, აბა: კოლუმბიაში არსებობს არაერთი საამქრო, სადაც ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ავტომობილის საბურავებისგან ამზადებენ. ამ მიზნისთვის, როგორც წესი, რბილ, ძირითადად, ზამთრის საბურავებს იყენებენ.

ბევრ ქვეყანაში ძველ საბურავებს ამუშავებენ და ასფალტში ამატებენ. საინტერესოა, რომ საბურავის საფარი ისევ საბურავზე ზრუნავს - როგორც ამბობენ, ცვეთა ნაკლები აქვსო. ცნობილია ისიც, რომ რეზინის დამატებით, ჩინეთში ერთ-ერთი საკმაოდ დიდი ზომის ხიდი ააშენეს, რამაც შესაძლებელი გახადა, ნაგებობა უფრო გამძლე გამხდარიყო.

მოკლედ, როგორც ხედავთ, საბურავის „მეორე სიცოცხლეც“ მნიშვნელოვანი ყოფილა, თუმცა, სანამ ის ჩვენს ავტომობილზეა დამაგრებული, მთავარია, იმაზე ვიზრუნოთ, მაქსიმალურად დიდხანს და უსაფრთხოდ გვემსახუროს. ამის ერთ-ერთი მთავარი პირობა კი ის გახლავთ, წნევა მუდმივად ვაკონტროლოთ, რაშიც დიახ, სწორად მიხვდით - ბარომეტრი დაგვეხმარება.

რა არის ბარომეტრი?

ბარომეტრი სპეციალური მოწყობილობაა, რომლის საშუალებითაც ავტომობილის საბურავის წნევის გაზომვა შეგვიძლია, რაც მთავარია, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე.

რატომ არის მნიშვნელოვანი ბარომეტრის ქონა?

ბარომეტრი, იგივე ჰაერის წნევის საზომი, ნებისმიერ მძღოლს აუცილებლად სჭირდება. მიზეზი მარტივია - საბურავის წნევის კონტროლი უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ნორმიდან ნებისმიერი გადახრა სატრანსპორტო საშუალებაზე უარყოფით გავლენას ახდენს:

  • რთულდება მართვა;
  • იმატებს საწვავის ხარჯვა;
  • მოქმედებს სამუხრუჭე მანძილზე;
  • საბურავები გაცილებით მალე ცვდება და ზიანდება;
  • შესაძლოა, ავტომობილის სხვა ნაწილებიც დააზიანოს.

როგორ უნდა შეარჩიოთ საჭირო ბარომეტრი?

საბურავებში წნევის გასაზომი ხელსაწყოს შერჩევისას, გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ საშუალო საფასო კატეგორიის ხარისხიან მოდელს. იაფფასიანი მოდელის შეძენა არც ისე გონივრულია, რადგან დაბალი სიზუსტე სასურველ შედეგს ვერ მოგცემთ. ამასთან, არც ძვირადღირებულის შეძენა იქნება რაციონალური.

ბარომეტრი უნდა შეირჩეს ისე, რომ საჭირო სამუშაო წნევა ხვდებოდეს ხელსაწყოს მიერ მაქსიმალურად გასაზომი ნიშნულის 1/3 და 2/3 დიაპაზონში. თუკი სამუშაო წნევა 1/3-ზე ნაკლებია, მოსალოდნელია დიდი ცდომილება, ხოლო თუკი 2/3-ს აჭარბებს, მოწყობილობა დიდი დატვირთვით იმუშავებს და შესაძლოა, მწყობრიდან გამოვიდეს;

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება:

  • ტექნიკურ მახასიათებლებს და თქვენს მოთხოვნებთან მათ თავსებადობას;
  • ხელსაწყო ახალი უნდა იყოს. ყოველთვის შეიძლება გამოშვების თარიღის დადგენა, ვიდრე შეიძენთ;
  • უმჯობესია, შეიძინოთ სანდრო მომწოდებელთან, როგორიც, დიახ, ნამდვილად არის Holst.ge, რათა თავიდან აიცილოთ მოსალოდნელი გართულებები.

არ შეიძლება ხელსაწყოს გამოყენება, თუკი შემდეგი დეფექტები აქვს:

  • დაზიანებულია შუშა, რომლის მიღმაც მოწყობილობის ისარი მდებარეობს;
  • არ აქვს შემოწმების პლომბი ან შტამპი, გასულია ექსპლუატაციის ვადა;
  • წნევის გაზომვის შემდეგ, ისარი საწყის ნულოვან ნიშნულთან არ ბრუნდება;
  • საბურავზე მიერთებისას ისარი არ მოძრაობს, ან პირიქით, ნიშნულებზე ზედმეტად სწრაფად ხტება.

საუბარი იმით დავასრულოთ, რომ საბურავი ავტომობილის ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის გამართულობასაც მუდმივი კონტროლი სჭირდება, ხოლო ბარომეტრი ის ხელსაწყოა, რომელიც ამ დავალების შესრულებას მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ.

CROWN CT38007-ბარომეტრი

Crown barometri

  • ბრენდი - CROWN       
  • პროდუქტის ტიპი - ბარომეტრი 
  • ზომა - 65-120mm     
  • გარანტია - 1 წელი         
  • შტრიხ-კოდი - CT38007       
  • წონა (კგ) - 0.4     
  • წნევა - 0-4 bar

TOLSEN TOL1613-73193 ჰაერის წნევის საზომი 40cm

Tolsen barometri

  • ბრენდი - TOLSEN        
  • პროდუქტის ტიპი - ბარომეტრი 
  • ზომა - 1/4''   
  • შტრიხ-კოდი - 6933528773214         
  • წონა (კგ) - 0.4     
  • მოცულობა - 0-12bar&0-170psi

STANLEY STHT80874-0 წნევის საზომი ციფრული

Tolsen barometri

  • ბრენდი - STANLEY      
  • პროდუქტის ტიპი - ბარომეტრი 
  • შტრიხ-კოდი - 3253560808747         
  • წონა (კგ) - 0.095 
  • მოცულობა - 3-150psi, 0.21-10.5Kg/cm2, 0.2-10.3Bar and 20.7-1034Kpa

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება