მიმოხილვა: ბარომეტრი და მანომეტრი

თუ მანქანა გყავთ და მისი სრულად გამართვა თქვენს ინტერესებშია, ბარომეტრი აუცილებლად უნდა იქონიოთ. მისი დაბალი ფასი კიდევ უფრო უსვამს ხაზს მის აუცილებლობას. უამრავი ჩვენგანი საბურავების იდეალური ბალანსისთვის ვულკანიზაციას აკითხავს მაშინ, როცა ბარომეტრი ამ პრობლემას ძალიან მარტივად და კიდევ უფრო ნაკლები დანახარჯით მოაგვარებდა. ერთხელ შეძენილი ბარომეტრი, ადეკვატური მოხმარებისა და მოვლის შემთხვევაში ათწლეული მაინც გაძლებს და მოგემსახურებათ. ბარომეტრის ქონა კი დაგიზოგავთ დროს, ენერგიასა და ფინანსებს, რომელსაც ვულკანიზაციის მისვლისას ერთჯერადად იხდით.

რა არის ბარომეტრი?

ბარომეტრი არის მოწყობილობა, რომელიც ჰაერის წნევას საზღვრავს საბურავში. შედეგად, ჩვენ რიცხობრივად შეგვიძლია დავთვალოთ საბურავის ჰაერის წნევა და ზუსტად იმ ზომაზე დავბეროთ რაც იდეალურია მანქანის გამართვისთვის. ბარომეტრი არის ნივთი, რომელიც თითქმის ყველა მანქანაში უნდა გვხვდებოდეს, მისი პრაქტიკულობიდან და მოხმარების სიხშირიდან გამომდინარე. თუმცა, ადმიანების უმეტესობა სიზარმაცის, წინდაუხედაობისა და სხვა მიზეზების გამო იშვიათად ხდებიან მანომეტრის მფლობელები.

როგორ უნდა გამოვიყენოთ ბარომეტრი?

მანომეტრი ძალიან მარტივია გამოსაყენებლად. ბარომეტრის ერთი თავი უკავშირდება საბურავის სარქველს, ხოლო მეორე ნასოსის თავს. საბურავის წნევა ცდილობს ჰაერი საბურავიდან უკან გამოდევნოს, ბარომეტრი კი ამ წნევას ზომავს და გვაძლევს ზუსტ ინფორმაციას. ამის შედეგად ჩვენ აღარ დაგვჭირდება ცერა თითის დაწოლით ვივარაუდოთ რომ საბურავი საკმარისად, საკმარისზე მეტად ან ნაკლებად არის დაბერილი.

ვის ჭირდება ბარომეტრი?

ბარომეტრი ჭირდება ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჰყავს საკუთარი მანქანა. გამომდინარე იქედან, რომ საბურავების არათანაბარი დაბერვა შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში იყოს, და ბარომეტრის ძალიან დაბალი ფასი იძლევა სრულ მიზეზსა და შესაძლებლობას იმისა რომ მანომეტრი გვქონდეს. არ აქვს მნიშვნელობა ახალბედა მძღოლი ბრძანდებით, თუ ძალიან დიდი ხანია მანქანას ატარებთ, მანომეტრი აუცილებლად უნდა იყოს თქვენს საბარგულში.

რომელია საუკეთესო ბარომეტრი?

ბაზარზე ბარომეტრების დიდი არჩევანი არ არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ შორის მაღალხარისხიანი და გამძლე არ გვხვდება. იმისათვის, რომ საუკეთესო მანომეტრი შეიძინოთ, უნდა დააკვირდეთ მის ბრენდს. მაგალითად, Holst.ge-ზე შეხვდებით Tolsen-ისა და Crown-ის ბარომეტრს.  ორივე მათგანი შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ მაღალი ხარისხისაა და შესაბამისად გამძლეც. ჩვენ უკვე ვიცით, რომ Crown მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს, მაშინ, როცა Tolsen თავისი პროდუქციის ხელმისაწვდომობაზეა კონცენტრირებული. შედეგად, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ Crown-ის ბარომეტრი უფრო გამძლე უნდა გამოდგეს. თუმცა, განვმეორდები და ვიტყვი, რომ ამ ორ შემთხვევაში თითქმის შეუძლებელია საუკეთესო გამოარჩიო, რადგან ორივე საკმარისად მაღალხარისხიანია.

რა არის მანომეტრი?

მანომეტრი არის თითქმის იგივე ხელსაწყო რაც ბარომეტრი, მხოლოდ მანომეტრი გამოუყენება სითხეების ან გაზის წნევის გასაზომად. მანომეტრი კიდევ უფრო სპეციფიკური ხელსაწყოა, შესაბამისად მისით მხოლოდ ისეთი პირები ინტერესდებიან, ვისი საქმიანობა ან ინტერესიც მანომეტრის ქონას მოითხოვს.

ჩვენი ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილია რამდენიმე ტიპის ბარომეტრი და მანომეტრი, რომელიც მომხმარებლის მიერ მრავალგზის გამოცდილია და საკმარისად ხარისხიანია იმისთვის, რომ მრავალი წელი გემსახუროთ. Holst.ge-ზე ბარომეტრის/მანომეტრის თითოეული მონაცემი ზედმიწევნით ზუსტად არის გაწერილი, რაც საშუალებას მოგცემთ სწორი არჩევანი გააკეთოთ (ბარომეტრის შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ ზომას, ის უნდა შეესაბამებოდეს მანქანის სათავსოს).

TOLSEN TOL1613-73193 ჰაერის წნევის საზომი 40cm

TOLSEN-TOL1613-73193 barometri

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ბარომეტრი   
  • ზომა - 1/4''                 
  • წონა (კგ) - 0.4       
  • მოცულობა - 0-12bar&0-170psi

Tolsen-ის ბარომეტრი საკმაოდ გამძლე და ხარისხიანი მოდელია, რომელიც ადეკვატური მოვლის შემთხვევაში, აუცილებლად დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახურებათ. ბარომეტრი 1 წლიანი გარანტიით არის უზრუნველყოფილი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ხარისხს.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა

CROWN CT38007-ბარომეტრი

CROWN-CT38007 barometri

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ბარომეტრი
  • ზომა - 65-120mm
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 0.4
  • წნევა - 0-4 bar

Crown-ის მაღალხარისხიანი ბარომეტრი აუცილებლად დიდი ხნის განმავლობაში და უპრობლემოდ მოგემსახურებათ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა

CROWN CT38061-მანომეტრი

CROWN-CT38061 manometri

  • ბრენდი - CROWN                     
  • პროდუქტის ტიპი - ბარომეტრი   
  • გარანტია - 1 წელი           
  • წონა (კგ) - 0.78     
  • წნევა - 0-8 bar

Holst.ge-ზე ასევე შეგხვდებათ უმაღლესი ხარისხის მანომეტრი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ბაზარზე. სწორედ ამიტომ, Holst.ge-ს ხშირად მიმართავენ მომხმარებლები მანომეტრის შეძენისთვის.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება