| ბარომეტრი - ინსტრუმენტი, რომელიც აუცილებლად უნდა იქონიოთ |
| ბარომეტრი - ინსტრუმენტი, რომელიც აუცილებლად უნდა იქონიოთ |
ის ჰალსტუხია, რომელიც ყოველი შემთხვევისთვის უნდა გქონდეთ, რა იცით, რაში დაგჭირდებათ, მაგრამ აი, თუ ისეთ ინსტრუმენტზე მიდგა საქმე, როგორიც ბარომეტრი გახლავთ, პასუხი ერთმნიშვნელოვნად ასეთია: არა ყოველი შემთხვევისთვის, არამედ აუცილებლად უნდა იქონიოთ.
ესეც ასე, რადგან შევთანხმდით, რომ ჰაერის წნევის საზომი უაღრესად საჭირო ინსტრუმენტია, ახლა იმაზე ვისაუბროთ, რა უნდა გაითვალისწინოთ და რა უნდა იცოდეთ, როცა მისი შეძენის გადაწყვეტილებას მიიღებთ.
ბუნებრივია, უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია, იქნება ეს ავტომობილის მართვა, კედლის დემონტაჟი, სახლის აშენება ან გნებავთ, ნამცხვრის ცხობაც კი. Holst.ge, რასაკვირველია, ყოველთვის ამაზე აკეთებს აქცენტს და ამჯერადაც, დაუზარებლად, მაქსიმალურად პრაქტიკული რჩევებით, მორიგ ინსტრუმენტზე მოგიყვებით, რომელიც სწორედ ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების უსაფრთხოებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.
დავიწყოთ იმით, რომ ბარომეტრი არაერთ სფეროში გამოიყენება.
ჰაერის წნევის საზომი - სახელიც კი მეტყველებს, რომ მისი დახმარებით წნევის მაჩვენებლების კონტროლია შესაძლებელი. ეს კი საჭიროა იმისთვის, რომ წნევასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების სტაბილურობა შენარჩუნდეს.
გარდა იმისა, რომ ბარომეტრს ფართო გამოყენება აქვს, ყველაზე უფრო პოპულარული მაინც ავტომოყვარულებშია.
კერძოდ, ავტომობილებში, რომლებსაც საბურავში წნევის კონტროლის სისტემა არ აქვთ, პროფილაქტიკისთვის მიზანშეწონილია კვირაში ერთხელ მაინც, ან შორეული მგზავრობის წინ, საბურავებში არსებული წნევა შემოწმდეს. იმისთვის, რომ ნორმიდან მნიშვნელოვანი გადახრა აღმოვაჩინოთ, სულაც არ არის სავალდებულო, პროფესიონალური ხელსაწყო შევიძინოთ, მარტივიც კი თავის საქმეს სათანადოდ შეასრულებს.
საბურავებში წნევის გასაზომი ხელსაწყოს შერჩევისას, გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ საშუალო საფასო კატეგორიის ხარისხიან მოდელს. იაფფასიანი მოდელის შეძენა არც ისე გონივრულია, რადგან დაბალი სიზუსტე სასურველ შედეგს ვერ მოგცემთ. ამასთან, არც ძვირადღირებულის შეძენა იქნება რაციონალური.
ბარომეტრი უნდა შეირჩეს ისე, რომ საჭირო სამუშაო წნევა ხვდებოდეს ხელსაწყოს მიერ მაქსიმალურად გასაზომი ნიშნულის 1/3 და 2/3 დიაპაზონში. თუკი სამუშაო წნევა 1/3-ზე ნაკლებია, მოსალოდნელია დიდი ცდომილება, ხოლო თუკი 2/3-ს აჭარბებს, მოწყობილობა დიდი დატვირთვით იმუშავებს და შესაძლოა, მწყობრიდან გამოვიდეს;
ზოგიერთი მძღოლი ამ მაჩვენებელს უგულებელყოფს, რადგან მიაჩნია, რომ საბურავისთვის ჰაერის დამატება დროის ფუჭად ხარჯვაა, მით უმეტეს, თუკი სხვაობა სულ ორი, სამი მეათედი ატმოსფეროა. ცდებიან ასეთი მძღოლები, ძალიან ცდებიან, რადგან ნაკლები ან ზედმეტი წნევა პირდაპირ გავლენას ახდენს მანქანის მდგრადობას, მართვას, ასევე, საწვავის ხარჯსა თუ დეტალების ცვეთას.
საბურავებში ჰაერის წნევა მუდმივად საჭირო რაოდენობით უნდა იყოს. სწორედ ამაზეა დამოკიდებული უსაფრთხოება და მასთან ერთად, გადაადგილების ხარისხიც. გადაადგილებისას წნევა ბევრი მიზეზით შეიძლება, შემცირდეს. ამდენად, პერიოდულად მისი შემოწმება ძალიან მნიშვნელოვანია. თანამედროვე მოწყობილობები კი გვაძლევს საშუალებას, ეს პროცესი ძალიან მარტივად წარვმართოთ.
თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია, რაც შეიძლება მოჰყვეს საბურავში წნევის შემოწმების უგულებელყოფას.


