ბარომეტრი - საჭირო ხელსაწყო თქვენი ავტომობილისთვის

ბარომეტრი ჰაერის წნევის საზომია. ამ საქმეს კი, თავს არაჩვეულებრივად ართმევს. ხარისხიანი ხელსაწყო ზუსტია და ყოველთვის შეგიძლიათ ენდოთ. არასდროს არაფერი ეშლება და მუდამ სამუშაო მზადყოფნაშია.

სად გამოიყენებთ  ჰაერის წნევის საზომი ?

ბარომეტრი საავტომობილი ინსტრუმენტების ნუსხაში ეწერება. კარგი იქნება, თუ ადგილს თქვენს მანქანაშიც გამოუნახავთ, რადგან როდის დაგჭირდებათ, არავინ იცის. ხელსაწყო თითქოსდა გამოუვალ სიტუაციებში, დახმარების ხელს გამოგიწვდით. ზუსტად რაში გამოიყენებთ ბარომეტრს ? აი, სწორედ მაშინ, როცა საქმე საბურავს ეხება. ჰაერის წნევის შემოწმება მნიშვნელოვანი ელემენტია, ამით მარტივად გაიგებთ, წესრიგშია თუ არა საბურავი. ერთგვარი გადამოწმების მეთოდია და თან საკმოად კარგი. თუ შეამჩნევთ, რომ წნევა დაწეულია, შესაბამის ზომებს მაშინვე მიიღებთ და საბურავს დროულად უშველით.  სწორედ ამიტომ, ბარომეტრი ავტომობილითვის საჭირო ატრიბუტია.

რა განსვხავებაა ბარომეტრებს შორის ?

ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით რომ ბარომეტრებს შორის ბევრი განსხვავებაა. ამ ყველაფრის ფონზე კი, რამდენიმე მეტად ყურადღებამისაქცევია. პირველ რიგში, ერთი მნიშვნელოვანი საკითია გასათვალისწინებელი, კერძოდ, ბარომეტრის ტიპი. ძირითადად, ორგვარი ხელსაწყო არსებობს. პირველ კატეგორიაში ციფრული ინსტრუმენტები შედის, მეორეში კი სტანდარტული ჰაერის წნევის საზომი. თუ რომელი გსურთ, თქვენი გადასაწყვეტია. ცხადია, ცუდი არცერთი არ არის. ორივეს თავისი უპირატესობა აქვს. თითოეულს დეტალურადაც განვიხილავთ და არჩევანს მეტად გაგიმარტივებთ.

არის თუ არა ბარომეტრი კომფორტული გამოსაყენებელი ?

როცა სიტყვა ბარომეტრზე ჩამოვარდება, მაშინვე ხელსაწყოს კომპაქტურობა გვახსენდება. ამ კუთხით ნამდვილად გამორჩეულია. ინსტრუმენტი მსუბუქია. ნებისმიერი სახის ბარომეტრი ასეთია. მთავარი უპირატესობა კი, სისწრაფეა. საქმის შესრულებას დიდ დროს სულაც არ ანდომებს. პირიქით, ჰაერის წნევას მარტივად ზომავს. ასევე, მცირე ადგილს იკავებს და პატარა ავტომობილშიც შეგიძლიათ ადგილი მიუჩინოთ. მოკლედ, ყველანაირად კომფორტულია.

რატომ Holst.ge ?

ხარისხიანი ინსტრუმენტის შეძენა თუ გსურთ, მაშინ Holst.ge საუკეთესო ვარიანტია. გამძლე ხელსაწყოების გარდა, ონლაინ ჰიპერმარკეტი სხვა შემოთავაზებებითაც დატვირთულია. მაგალითად, ნივთებს სახლიდან გაუსვლელად შეიძენთ და უფასო მიტანის სერვისით ისარგებლებთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. გამოწერილ ნივთებს ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მოგაწვდით.

STANLEY STHT80874-0 წნევის საზომი ციფრული

ყველა ჰაერის წნევის საზომი კომპაქტურია, მაგრამ ციფრული ხელსაწყო კიდევ უფრო. საქმის შესასრულებლად რამდენიმე წუთი სჭირდება. წნევას კი სპეციალურ ეკრანზე მაშინვე წერს. ყველაფერი ძალიან მარტივია. ინსტრუმენტის სიზუსტეში ეჭვი არ შეგეპაროთ, ნამდვილად საქმის პროფესიონალია. Stanley მუდამ ასეთ ხელსაწყოებს გთავაზობთ. ბარომეტრი ხარისხიანი და მაღალი რესურსების მქონეა. როცა არ უნდა დაგჭირდეთ, მუდამ ერთგულ დახმარებას გაგიწევთ.

STANLEY haeris wnevis sazomi

  • ბრენდი - STANLEY 
  • პროდუქტის ტიპი - ბარომეტრი     
  • წონა (კგ) - 0.095       
  • მოცულობა - 3-150psi, 0.21-10.5Kg/cm2, 0.2-10.3Bar and 20.7-1034Kpa

უპირატესობები:

  • მოცულობა
  • ხარისხი
  • სიმსუბუქე
  • ციფრული საზომი

CROWN CT38007-ბარომეტრი

Crown - ის ბარომეტრი სტანდარტული სახისაა. ბევრი უპირატესობა აქვს, მაგალითად ის, რომ მაღალი წნევა აქვს. ასევე, გამძლეა და ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ეს უკანასკნელი კი, ქარხნული წუნის შემთხვევაში დაგეხმარებათ.

Crown haeris wnevis sazomi

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ბარომეტრი     
  • ზომა - 65-120mm     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 0.4
  • წნევა - 0-4 bar

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • გარანტია
  • კომპაქტურობა

TOLSEN TOL1613-73193 ჰაერის წნევის საზომი 40cm

Tolsen - ის ინსტრუმენტზე რა  შეიძლება ვთქვათ ? ხელმისაწვდომი ფასის მქონე ბარომეტრი, მოცულობითაც გამორჩეულია. მცირე ზომისაა და პატარა ადგილს იკავებს. ავტომობილში კარგად მოთავსდება და საჭირო დროს დაგეხმარებათ.

Tolsen barometri

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ბარომეტრი     
  • ზომა - 1/4''   
  • წონა (კგ) - 0.4
  • მოცულობა - 0-12bar&0-170psi

უპირატესობები:

  • სიმსუბუქე
  • ხარისხი
  • მოცულობა
  • ფუნქციები
  • ხელმისაწვდომი ფასი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება