ბარომეტრი თუ გაქვთ მანქანაში? არა? და რაღას უცდით?!

საჭესთან რომ დაჯდება ადამიანი და ნავიგატორი გზის ჩვენების ნაცვლად, მამაო ჩვენოს კითხვას დაიწყებს, საჭეს ახლოსაც არც კი უნდა გააკარო ასეთი მძღოლი, ვისაც უნდა ეწყინოს!..

სხვათა შორის, ერთი ძალიან უცნაური რჩევის მოცემა იცის ხოლმე ერთმა ადამიანმა და აბა, რას იტყვით, მართალს ამბობს? ისაო, არასოდეს დაჯდე საჭესთან ნასვამი, თორემ ის ადამიანი როცა დაგეჯახება, რომელიც საჭესთან მესიჯს წერდა, მტყუანი მაინც შენ იქნებიო...

მართლა რამდენი რამის გათვალისწინებაა საჭირო, როცა ადამიანი მანქანას მართავ - იქით საჭესთან მესიჯობის მოყვარულებს უნდა უფრთხილდე, აქეთ - ბახუსის ბურუსში მყოფებს, იქ მოტორის ხმას უნდა დაუგდო ყური, არც საბურავში ჰაერის წნევა უნდა გამოგეპაროს და... საწვავის ფასსაც რომ არ დაადგა საშველი, რა!..

უი, ისადა, თუ გაქვთ მანქანაში ბარომეტრი?

არა?!

რაღას უცდით - ახლა ამას თუ კითხულობთ, ჩადით ბოლომდე, დაასრულეთ ბარემ კითხვა, საჭირო ინფორმაციაა ქვემოთ და შეიძინეთ სასურველი ჰაერის წნევის საზომი - არის Holst.ge-ზე ჩინებული მოდელები.

რისთვის არის საჭირო ბარომეტრი?

ავტომობილის საბურავში ჰაერის წნევა ყოველთვის უნდა იყოს, რადგან დიდწილად ამაზეც არის დამოკიდებული უსაფრთხოება, გადაადგილების ხარისხი. გეცოდინებათ, მანქანის ექსპლოატაციის პროცესში, საბურავში ჰაერის წნევა არაერთი მიზეზის გამო კლებულობს, ამიტომაც, პერიოდულად მისი შემოწმება აუცილებელია. საამისოდ ბევრი მეთოდი არსებობს, ყველაზე მარტივი და რაც მთავარია, საიმედო, დიახ, ბარომეტრი გახლავთ.

რატომ არის წნევის კონტროლი ასე მნიშვნელოვანი? გავაანალიზოთ დეტალები და ნიუანსები

ზოგიერთი მძღოლი უგულებელყოფს ამ მაჩვენებელს. მათი აზრით, საბურავების გაბერვა დროის ფუჭად კარგვაა. ჰმ! იმასაც ამბობენ, ორი-სამი ათეული ატმოსფეროს სხვაობა დიდი არაფერიაო. ჰმ! და ისევ ჰმ!..

რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, რადგან ნაკლები ან ჭარბი წნევა ხომ მანქანის მდგრადობაზე, მართვაზე პირდაპირ ახდენს გავლენას, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საწვავის ხარჯვასა და დეტალების ცვეთაზე მოქმედებს.

აგერ, ზედმეტად მაღალ წნევას რა შედეგების გამოწვევა შეუძლია:

  • იწვევს მძღოლისა და მგზავრების კომფორტის შემცირებას. ასევე, ზედმეტი წნევა იწვევს ამორტიზაციის თვისებების დაქვეითებას, ვიბრაციის გაზრდას;
  • მაღალი წნევა რეზინზე დატვირთვას ზრდის, ნებისმიერი შეხება ორმოსთან ან რამე დაბრკოლებასთან, შესაძლოა, ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდეს;
  • პროტექტორების გაცილებით სწრაფად ცვდება;
  • ავტომობილი დადის ძალიან ცუდად, უხეშად, არასასიამოვნოდ;
  • ზამბარები, ამორტიზატორები გაცილებით სწრაფი ტემპებით გამოდის მწყობრიდან.

ახლა ვნახოთ, რა შედეგების მოტანა შეუძლია საბურავების დაბალ წნევას:

  • იწვევს საბურავის დეფორმაციას;
  • დეფორმაციის გამო, შესაძლოა, საბურავი მგზავრობის დროს გასკდეს;
  • წვიმიან ამინდში მოცურების რისკები კიდევ უფრო იზრდება, ვინაიდან წნევის ნაკლებობის დროს, გაზრდილია ასფალტთან შეხების ფართობი, მანქანა პრაქტიკულად, გუბეებში „დასრიალებს“, რასაც შესაძლოა, მართვის დაკარგვა მოჰყვეს;
  • საბურავების დამაგრების სიმყარეც კი რისკის ქვეშ დგება;
  • მატულობს წინააღმდეგობა, რაც ლოგიკურია, რომ საწვავის ხარჯვაზე უარყოფითად მოქმედებს.

რაც მთავარია, ამით ყველაფერი არ სრულდება, თუმცა ამ ეტაპზე ასე დავასრულოთ - იმედია, დაგარწმუნეთ, რომ ბარომეტრი უკიდურესად საჭირო ხელსაწყოა, რომელიც ავტომობილში აუცილებლად უნდა გქონდეთ და თუკი ჯერ არ გაქვთ, უმარტივესად შეგიძლიათ ამ ამბის გამოსწორება.

მშვიდობიან და უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ!

CROWN CT38007-ბარომეტრი

Crown barometri

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ბარომეტრი
  • ზომა - 65-120mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - CT38007
  • წონა (კგ) - 0.4
  • წნევა - 0-4 bar 

TOLSEN TOL1613-73193 ჰაერის წნევის საზომი 40cm

Tolsen barometri

  • ბრენდი -  TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ბარომეტრი
  • ზომა - 1/4''
  • შტრიხკოდი - 6933528773214
  • წონა (კგ) - 0.4
  • მოცულობა - 0-12bar&0-170psi

STANLEY STHT80874-0 წნევის საზომი ციფრული

STANLEY haeris wnevis sazomi

  • ბრენდი - STANLEY
  • პროდუქტის ტიპი - ბარომეტრი
  • შტრიხკოდი  - 3253560808747
  • წონა (კგ) - 0.095
  • მოცულობა - 3-150psi, 0.21-10.5Kg/cm2, 0.2-10.3Bar and 20.7-1034Kpa

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება