ბარომეტრი - უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი

ალბათ, ავტომობილი და რაც მას უკავშირდება, გარდა იმისა, რომ კომფორტთან ასოცირდება, არანაკლებ ასოციაციებს აჩენს უსაფრთხოებასთანაც. უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კი, რაღა თქმა უნდა, საბურავებიც გახლავთ და ყველაფერი, რაც მას უკავშირდება.

ხშირად ხდება ხოლმე, რომ ბევრი მძღოლი საბურავებში ჰაერის წნევას ყურადღებას არ აქცევს, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. მით უმეტეს, რომ ამისთვის სულაც არ არის საჭირო რომელიმე მეძვირე ხელოსანთან მისვლა, რიგებში დგომა ან კიდევ ძვირადღირებული მოწყობილობის შეძენა. საჭიროა ბარომეტრი, რომლის ფასი აბსოლუტურად ყველასთვის ხელმისაწვდომია - გადაავლეთ თვალი Holst.ge-ს და ამასობაში, მის შესაძლებლობებსა და კიდევ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მოგიყვებით.

რამდენად მნიშვნელოვანია საბურავებში ჰაერის წნევის კონტროლი?

ჰაერის წნევის საზომი, გარდა იმისა, რომ ღირებულების მხრივ არის ძალიან ხელმისაწვდომი, შესანახადაც უმარტივესია - ჯიბეშიც კი იოლად ეტევა. თუმცა, მაინც ჯობია, ინსტრუმენტი ავტომობილში მოათავსოთ და როცა დაგჭირდებათ, იქვე, ახლოს გქონდეთ.

ახლა ის ვთქვათ, რომ ჭარბი ან ნაკლები წნევა საბურავში, რა თქმა უნდა, მანქანის მდგრადობაზე, მართვაზე, პირდაპირ ახდენს გავლენას, მათ შორის, საწვავის ხარჯვასა და დეტალების ცვეთაზეც მოქმედებს.

რა შედეგების მოტანა შეუძლია მაღალ წნევას:

  • იწვევს მძღოლისა და მგზავრების კომფორტის შემცირებას. ასევე, ზედმეტი წნევა იწვევს ამორტიზაციის თვისებების დაქვეითებას, ვიბრაციის გაზრდას;
  • მაღალი წნევა რეზინზე დატვირთვას ზრდის, ნებისმიერი შეხება ორმოსთან ან რამე დაბრკოლებასთან, შესაძლოა, ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდეს;
  • პროტექტორების გაცილებით სწრაფად ცვდება;
  • ავტომობილი დადის ძალიან ცუდად, უხეშად, არასასიამოვნოდ;
  • ზამბარები, ამორტიზატორები გაცილებით სწრაფი ტემპებით გამოდის მწყობრიდან.

ახლა ვნახოთ, რა შედეგების მოტანა შეუძლია საბურავების დაბალ წნევას:

  • იწვევს საბურავის დეფორმაციას;
  • დეფორმაციის გამო, შესაძლოა, საბურავი მგზავრობის დროს გასკდეს;
  • წვიმიან ამინდში მოცურების რისკები კიდევ უფრო იზრდება, ვინაიდან წნევის ნაკლებობის დროს, გაზრდილია ასფალტთან შეხების ფართობი, მანქანა პრაქტიკულად, გუბეებში „დასრიალებს“, რასაც შესაძლოა, მართვის დაკარგვა მოჰყვეს;
  • საბურავების დამაგრების სიმყარეც კი რისკის ქვეშ დგება;
  • მატულობს წინააღმდეგობა, რაც ლოგიკურია, რომ საწვავის ხარჯვაზე უარყოფითად მოქმედებს.

რაც მთავარია, ამით ყველაფერი არ სრულდება, თუმცა ამ ეტაპზე ასე დავასრულოთ - იმედია, დაგარწმუნეთ, რომ ბარომეტრი უკიდურესად საჭირო ხელსაწყოა, რომელიც ავტომობილში აუცილებლად უნდა გქონდეთ და თუკი ჯერ არ გაქვთ, უმარტივესად შეგიძლიათ ამ ამბის გამოსწორება.

როგორ უნდა შეარჩიოთ საჭირო ბარომეტრი?

საბურავებში წნევის გასაზომი ხელსაწყოს შერჩევისას, გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ საშუალო საფასო კატეგორიის ხარისხიან მოდელს. იაფფასიანი მოდელის შეძენა არც ისე გონივრულია, რადგან დაბალი სიზუსტე სასურველ შედეგსა და საჭირო ინფორმაციას მაინც ვერ მოგცემთ. ამასთან, არც ძვირადღირებულის შეძენა იქნება რაციონალური.

ბარომეტრი უნდა შეირჩეს ისე, რომ საჭირო სამუშაო წნევა ხვდებოდეს ხელსაწყოს მიერ მაქსიმალურად გასაზომი ნიშნულის 1/3 და 2/3 დიაპაზონში. თუკი სამუშაო წნევა 1/3-ზე ნაკლებია, მოსალოდნელია დიდი ცდომილება, ხოლო თუკი 2/3-ს აჭარბებს, მოწყობილობა დიდი დატვირთვით იმუშავებს და შესაძლოა, მწყობრიდან გამოვიდეს;

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება:

  • ტექნიკურ მახასიათებლებს და თქვენს მოთხოვნებთან მათ თავსებადობას;
  • ხელსაწყო ახალი უნდა იყოს. ყოველთვის შეიძლება გამოშვების თარიღის დადგენა, ვიდრე შეიძენთ;
  • უმჯობესია, შეიძინოთ სანდრო მომწოდებელთან, როგორიც, დიახ, ნამდვილად არის Holst.ge, რათა თავიდან აიცილოთ მოსალოდნელი გართულებები.

არ შეიძლება ხელსაწყოს გამოყენება, თუკი შემდეგი დეფექტები აქვს:

  • დაზიანებულია შუშა, რომლის მიღმაც მოწყობილობის ისარი მდებარეობს;
  • არ აქვს შემოწმების პლომბი ან შტამპი, გასულია ექსპლუატაციის ვადა;
  • წნევის გაზომვის შემდეგ, ისარი საწყის ნულოვან ნიშნულთან არ ბრუნდება;
  • საბურავზე მიერთებისას ისარი არ მოძრაობს, ან პირიქით, ნიშნულებზე ზედმეტად სწრაფად ხტება.

TOLSEN TOL1613-73193 ჰაერის წნევის საზომი 40cm

Tolsen barometri

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ბარომეტრი
  • ზომა - 1/4''
  • შტრიხ-კოდი - 6933528773214
  • წონა (კგ) - 0.4
  • მოცულობა - 0-12bar&0-170psi

CROWN CT38007 - ბარომეტრი

Crown barometri

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ბარომეტრი
  • ზომა - 65-120mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - CT38007
  • წონა (კგ) - 0.4
  • წნევა - 0-4 bar

STANLEY STHT80874-0 წნევის საზომი ციფრული

Stanley barometri

  • ბრენდი - STANLEY
  • პროდუქტის ტიპი - ბარომეტრი
  • შტრიხ-კოდი - 3253560808747
  • წონა (კგ) - 0.095
  • მოცულობა - 3-150psi, 0.21-10.5Kg/cm2, 0.2-10.3Bar and 20.7-1034Kpa

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება