ყველაზე გაყიდვადი ბენზო ცელი Holst.ge-ზე

თუ თქვენ გაქვთ აგარაკი უზარმაზარი ეზოთი, ან უბრალოდ სახლი პატარა ეზოთი და გსურთ ის მუდმივად მოწესრიგებულად და ესთეტიკურად გამოიყურებოდეს, მაშინ აუცილებლად უნდა იფიქროთ სათიბელას, ბენზო სათიბელასა, ან გაზონის საკრეჭის შეძენაზე.

მაღალი სიმძლავრის ელექტრო ცელი

დაბალანსებული ელექტრო ცელი

გაზონის საკრეჭი

Holst.ge გთავაზობთ მსოფლიოში ლიდერი ბრენდების Tolsen, Lux Garden, Black&Decker-ის ბრენდის საუკეთესო ხარისხის, სხვადასხვა სიმძლავრისა და ფუნქციური მახასიათებლების მქონე ბალახის სათიბელებს. ბენზო სათიბელას შექმნამ საგრძნობლად გაამარტივა ფერმერების, გლეხებისა თუ მებაღეების საქმიანობა. მათი ადრინდელი საკმაოდ შრომატევადი ფიზიკური შრომა ჩაანაცვლა ტექნიკამ, რომელიც თავის საქმიანობას იდეალურად ასრულებს. იგი აქტიურად გამოიყენება სოფლის მეურნეობაში და დღეს როდესაც მსოფლიო ელვის სისწრაფით ვითარდება ბენზო სათიბელაც არის ის ერთ-ერთი საჭირო ტექნიკა, რომელიც ასევე იხვეწება და ფორმირდება დროის და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილი გაქვთ ბენზო სათიბელას შეძენა, აუცილებლად გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი. მაგალითად, ყურადღება უნდა მიაქციოთ ძრავის სიმძლავრეს, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე გასათვალისწინებელია ბენზო ცელის ბრუნვის სიჩქარე და ჭრის დიამეტრი. ვინაიდან, რაც უფრო დიდი ჭრის დიამეტრი აქვს ბენზო ცელს, მით უფრო მალე მოილევთ სამუშაოს.

რეკომენდაცია:

  • თუ გესაჭიროებათ წვრილი და ხშირი ბალახის თიბვა სასურველია შეიძნოთ მაღალი ბრუნვის მქონე და შედარებით დაბალი სიმძლავრის ბალახის საჭრელი.
  • თუ გიწევთ მსხვილი და უფრო მეჩხერად განლაგებული ღეროებისაგან გასუფთავება სასურველია შეიძინოთ მძლავრი და შედარებით დაბალი ბრუნვის მქონე ბენზო სათიბი

Lux Garden ბენზო სათიბელა LX-52CC

Lux-Garden LX 52CC benzo satibela

  • ბრენდი LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი ბენზო სათიბელა
  • სიმძლავრე 1600W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 8.43
  • კვების წყარო საწვავი
  • ძრავის მოცულობა 52cc
  • ავზის მოცულობა 1.2 l
  • ბრუნვის სიჩქარე 7500 min
  • ღერძის სიგრძე/დიამეტრი 1500mm/28mm
  • ძუა 2.5mm
  • მოტორი 2 ტაქტიანი/გაგრილების სიტემით

კომპლექტაცია:

  • 2 საცვლელი პირი
  • ქამარი            

Lux Garden-ის LX-52CC ბენზო ცელი მძლავრი მოდელია. მისი 52cc ძრავა 1600 ვატს გამოიმუშავებს და გაუმკლავდება დიდ, ხისტ ბალახს. სიმძლავრესთან ერთად 7500 ბრუნვას აკეთებს წუთში, რის მეშვეობითაც ძალიან სწრაფად შეძლებთ მთლიანი ეზოს გაკრეჭას.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • ბრუნვის სიჩქარე
  • გამძლეობა

Lux Garden ბენზო სათიბელა EXP-5200

Lux-Garden EXP-5200 benzo satibela

  • ბრენდი LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი ბენზო სათიბელა
  • სიმძლავრე 1600W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 8.43
  • კვების წყარო საწვავი
  • ძრავის მოცულობა 52cc
  • ავზის მოცულობა 1.2 L
  • ბრუნვის სიჩქარე 7500 min
  • ღერძის სიგრძე/დიამეტრი 1500mm/26mm
  • ძუა 2.5mm
  • მოტორი 2 ტაქტიანი/გაგრილების სიტემით

კომპლექტაცია:

  • 2 საცვლელი პირი
  • ქამარი

Lux Garden-ის კიდევ ერთი ელექტრო ცელი, თითქმის იდენტური მონაცემებით, თუმცა ეს მოდელი ბევრად დახვეწილი დიზაინისაა და გაცილებით ფართე დამცავი აქვს.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • ბრუნვის სიჩქარე
  • გამძლეობა

CROWN CT20050-ბალახის სათიბი საწვავზე

Crown CT20050 benzo satibela

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი ბენზო სათიბელა
  • სიმძლავრე 1250W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 7.6
  • კვების წყარო საწვავი
  • ძრავის მოცულობა 42.7cc
  • ავზის მოცულობა 1.1 L
  • ბრუნვის სიჩქარე 3000 min
  • ღერძის სიგრძე/დიამეტრი 1500mm/26mm
  • ძუა 2.5mm
  • მოტორი 2 ტაქტიანი/გაგრილების სიტემით

კომპლექტაცია:

  • ქამარი
  • 3 საცვლელი პირი     

კარგად მოგეხსენებათ CROWN-ის წარმოებული პროდუქციის ხარისხსა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ლუქს გარდენის ელექტრო ცელებთან შედარებით დაბალი სიმძლავრისაა, მისი მთავარი ღირსება სწორედ გამძლეობაა. ეს ელექტრო ცელი მოგემსახურებათ დიდი ხნის განმავლობაში და გაუმკლავდება ინტენსიურ სამუშაოებს.

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა
  • ხარისხი
  • კომპლექტაცია

B&D BEMW451-QS გაზონის საკრეჭი Mower

B&D BEMW451-QS

  • ბრენდი BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი გაზონის საკრეჭი
  • სიმძლავრე 1200W
  • ვოლტი 220-240V
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 10.2
  • კვების წყარო 220-240V
  • კომპლექტაცია ბალახის შესაგროვებელი
  • ავზის მოცულობა 35 L
  • თიბვის პარამეტრები - ფართობი: 600m2 სიმაღლე: 20-60mm სიგანე: 32cm

სანამ ამ პროდუქტის ცალკეულ მახასიათებლებს განვიხილავთ...

რა პრიორიტეტები აქვს გაზონის საკრეჭს?

  • ესთეტიკა - გაზონის საკრეჭი უზრუნველყოფს თქვენი ეზოს ბალახის იდეალურ ფორმას, რაშიც ბალახის თანაბარ სიმაღლეზე გაკრეწჭა მოიაზრება.
  • დროის ფაქტორი - მისი მეშვეობით დაახლოებით 30 წუთში შეძლებთ 500მ2 გაზონის გაკრეჭას.
  • პრაქტიკულობა - იმდენად მოსახერხებელია გაზონის საკრეჭის გამოყენება, რომ იგი სასიამოვნოს ხდის ბალახის კრეჭის პროცეს, რაც მანამდე შესაძლოა სირთულეებთან და ათასგვარ გაუთვალისიწინებელ გარემოებასთან ყოფილიყო კავშირში.

B&D ის გაზონის საკრეჭი საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ Holst.ge-ზე შეიძინოთ. 1200W საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია გაზონის საკრეჭისთვის. ავზის მოცულობაც 35 ლიტრია, რისი გავსების შემთხვევაში რამდენიმე თვე შეგიძლიათ გაზონის საკრეჭის მოხმარება.

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • გამძლეობა
  • ხელმისაწვდომი ფასი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება